სიახლეები
საკონსულტაციო სემინარი „ზრდასრულთა განათლების პოლიტიკა და საქართველოში ზრდასრულთა განათლების სტრატეგიის შემუშავება“
მიმდინარე წლის 9-10 ოქტომბერს, DVV International-ის საქართველოს ოფისის ორგანიზებით, გაიმართა საკონსულტაციო სემინარი „ზრდასრულთა განათლების პოლიტიკა და საქართველოში ზრდასრულთა განათლების სტრატეგიის შემუშავება“.
საქართველოს დელეგაცია ქვიშის თამაშებზე გააცილეს
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში მსოფლიოს პირველ ქვიშის თამაშებზე საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია შედგა. სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობა სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა უსურვეს.
ევროპის საბჭო საქართველოში სპორტულ მანიპულაციებთან ბრძოლის პროექტს ახორციელებს
სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების რისკების შეფასების მიზნით, ევროპის საბჭო საპილოტე კვლევას ახორციელებს. კვლევის განსახორციელებლად ორგანიზაციამ 4 ქვეყანა შეარჩია. ნორვეგიასთან, ბელგიასა და პორტუგალიასთან ერთად სიაში საქართველოც მოხვდა.სახელმძღვანელოების გრიფირების განახლებული კონცეფცია
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებას ერთ-ერთი უმთავრესი როლი ენიჭება. ამ მიზნით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გრიფირების პროცესს განახლებული კონცეფციით განახორციელებს. შედეგად, მოსწავლეები შინაარსობრივად და ტექნიკური პარამეტრებით გაუმჯობესებულ სახელმძღვანელოებს მიიღებენ. წიგნები შესაბამისობაში იქნება „ახალი სკოლის მოდელთან“, რაც გულისხმობს მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებასა და წიგნიერებაზე ორიენტირებას.
უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ფულბრაიტის ახალი სასტიპენდიო პროგრამები ამოქმედდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაკიძემ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან, გაცვლითი პროგრამების სპეციალისტთან, მელისა სოკოლისთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ საელჩოს წარმომადგენლები საქართველოში, საზოგადოებრივ საქმეთა მრჩეველი კეტრინ შვაიცერი, გაცვლითი პროგრამების კოორდინატორები თეა კუჭუხიძე და ირაკლი მალანია.
საქართველოს EURAXESS-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სამეცნიერო წრეებთან შეხვედრები გრძელდება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია EURAXESS-ში საქართველოს ინტეგრირებასთან დაკავშირებით, გაიმართა პრეზენტაცია თემაზე - „საქართველოს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი ეტაპი - ახალი შესაძლებლობები მეცნიერებისთვის”.
მიხეილ ბატიაშვილმა სამეცნიერო წრეებს მათთვის EURAXESS-ში გაწევრიანებით მიღებული შესაძლებლობები გააცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტრომა ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს საქართველოს EURAXESS-ში გაწევრიანების დეტალები გააცნეს და იმ შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც საქართველოს მეცნიერების ერთიან ევროპულ სივრცეში გაწევრიანებით თითოეულ ქართველ მეცნიერს გაუჩნდება.
ირინა აბულაძე სკოლის დირექტორებს - თქვენი ვალდებულებაა განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოთ სსსმ მოსწავლეებს და ამას სამინისტრო მკაცრად გააკონტროლებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ და ინკლუზიური განვითარების სამმართველოს უფროსმა ეკა დგებუაძემ საჯარო სკოლის დირექტორებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს ის პროექტები გააცნეს, რომლებიც სკოლებში ინკლუზიური განათლების მიმართულებით მიმდინარეობს და იგეგმება. შეხვედრაზე ასევე ის გამოწვევები განიხილეს, რომლებიც სასწავლო პროცესში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ეფექტიან ინტეგრაციას უშლის ხელს.
თბილისის N16 და N131 საჯარო სკოლებში სპორტის ღია გაკვეთილები ჩატარდა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის ორგანიზებით, ქალაქ თბილისის N16 და N131 საჯარო სკოლებში სპორტის ღია გაკვეთილები ჩატარდა.
კონკურსი 2019 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად
"ზურაბ ჟვანიას ფონდი" აცხადებს კონკურსს 2019 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად. მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 30-წლამდე ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს. პრემიაზე მსურველებმა უნდა წარადგინონ 2019 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები შემდეგ ნომინაციებში:
განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსი პენსიონერი მასწავლებლებისთვის სახელმწიფო ჯილდოს გაცემის პროცესი დაიწყო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელ პენსიაზე გასულ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის პრაქტიკოს პედაგოგებს სამინისტროში უმასპინძლა, მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების საკონსულტაციო მე-9 ფორუმი
რუმინეთში, ქალაქ სიბიუში გამართულ ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების საკონსულტაციო ყოველწლიურ რიგით მე-9 ფორუმზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი მოხსენებით წარდგა.
„ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ საქართველოში
4 – 6 ოქტომბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნება.
ევროკავშირის ექსპერტთა მისიის ვიზიტი საქართველოში
ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის (TAIEX) მექანიზმის ფარგლებში საქართველოს ორგანიზაციის ექსპერტთა მისია ეწვია. ვიზიტის მიზანს მასობრივი სპორტის განვითარების სფეროში გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, 2 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.სამუშაო შეხვედრა ეფექტიანი და ინკლუზიური პროფესიული განათლების უზრუნველსაყოფად
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ, გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდთან (GGF) თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა სადაც პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაფინანსების მოქმედი სქემა და საერთაშორისო კარგი პრაქტიკის სკითხები განიხილეს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა , პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაფინანსების პოლიტიკასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა, როგორც საშუალო, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.
მიხეილ ბატიაშვილი: „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი“ არის ერთ-ერთი პირველი, რომელიც ერთიან ევროპულ სივრცეში გაწევრიანდა“
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილე, გიორგი ვაშაკიძემ დავით ტვილდიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოს ევროპულ რეესტრში (EQAR -The European Quality Assurance Register for Higher Education) გაწევრიანება მოულოცეს. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი პირველი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში, რომელიც EQAR-ში ბაზაში მოხვდა.ქართველი მეცნიერები DUNE-ის საერთაშორისო ექსპერიმენტში ჩაერთვებიან
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაკიძემ DUNE-ის (The Deep Underground Neutrino Experiment) საერთაშორისო კოლაბორაციის ხელმძღვანელებთან პროფ. სტეფან სოლდნერ-რემბოლდთან (მანჩესტერის უნივერსიტეტი, UK), პროფ. ედვარდ ბლაჩერთან (ჩიკაგოს უნივერსიტეტი, USA) სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრები რეგიონების მოსახლეობასთან გრძელდება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, გიორგი ვაშაკიძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძესთან, ბაღდათი–ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატ კობა ლურსმანაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების - ლეღვნის, საღანძილის, ვანისა და სხლითის მოსახლეობას შეხვდა.
თელავში მუსიკის მე-10 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
დასკვნით კონცერტზე ცნობილ სოლისტებთან - პიანისტ ელისო ვირსალაძესთან და ჩელისტ ალექსანდრ ბუზლოვთან ერთად, საფესტივალო ორკესტრმა ჩაიკოვსკის, შოსტაკოვიჩისა და შუმანის ნაწარმოებები შეასრულა. კონცერტს დირიჟორობდა არიელ ცუკერმანი.სამუშაო შეხვედრები რეგიონების მოსახლეობასთან გრძელდება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - აბისის, კნოლევის, ავლევისა და ცერონისის მოსახლეობას, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.სიახლეები ვერ მოიძებნა.