სიახლეები
რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ იწყება
25 ივლისს ბანკ „კრედოს“ ოფისში რეგიონული ფოლკლორული ფესტივალის „ფუძეობისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე, პროექტ ,,ფუძეობის“ ხელმძღვანელი ქრისტინე კობახიძე და ბანკ ,,კრედოს'' წარმომადგენელი მეგი გურგენიძე უძღვებოდნენ.
შეხვედრა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან
23 ივლისს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანმა, სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ, სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და ცენტრის თანამშრომლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებთან.
მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო დაზარალებული აბიტურიენტები გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, აბიტურიენტებმა, რომლებმაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, ვერ შეძლეს 2019 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება, მათთვის სასურველ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებში სასურველ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. გარდა ამისა, სახელმწიფო სტუდენტის სწავლის დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად განახორცილებს.
მიხეილ ბატიაშვილი: „ერთიანი ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში ჩატარდა“
„2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში ჩატარდა. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ აპლიკანტს! მადლობა ცენტრის თანამშრომლებს და ყველა იმ უწყებასა და ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის წარმატებით განხორციელებაში“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც სპეციალურ ბრიფინგზე ეროვნული გამოცდების დასრულება შეაჯამა.
ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა შემუშავების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„დედოფალი ლირი“ ანდრიი ჟოლდაკის სპექტაკლი
ცნობილი უკრაინელი რეჟისორი ანდრიი ჟოლდაკი თბილისში უილიამ შექსპირის ტრაგედიის „მეფე ლირის“ მიხედვით დგამს სპექტაკლს სახელწოდებით - „დედოფალი ლირი“. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამების და პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი ირინა საგანელიძე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "საჩუქარი" სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთევან დოლიძე და სპექტაკლის სცენარის ავტორი და რეჟისორი ანდრიი ჟოლდაკი უძღვებოდნენ.რელიგიური უმცირესობის სასულიერო პირებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა ამოქმედდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირებისთვის ქართული ენის სწავლების პროცესი დაიწყო. სამთვიანი პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო ენას მარნეულის, დმანისის და საგარეჯოს ბენეფიციარები შეისწავლიან.
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 50 მოზარდი ქალაქ ერევანში, საზაფხულო ბანაკში დაისვენებს!
2019 წლის 21-28 ივლისს, სომხეთში, ქალაქ ერევანში, შემოქმედებითი ტექნოლოგიების "TUMO" ცენტრის ორგანიზებით და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ პარტნიორობით, საზაფხულო ბანაკი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 50 ქართველი მოზარდი მიიღებს.
მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროცესი გრძელდება
პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები 19 ივლისს გამოცდას ბიოლოგიაში, უცხოურ ენებში, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და ქართულში, როგორც მეორე ენაში აბარებენ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან სოფიო გორგოძესთან ერთად, პროცესის მიმდინარეობას 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში პირადად გაეცნო.
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველი სპორტსმენების გაცილების ცერემონია შედგა
ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ევროპის XV ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა. სპორტსმენებს სიტყვით მიმართეს და წარმატებული ასპარეზობა უსურვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. ცერემონიის ბოლოს სპორტმსენებმა ოლიმპიური ფიცი დადეს, რომელიც მძლეოსანმა მედეა შონიამ წაიკითხა.მიხეილ ბატიაშვილი: „საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი ხდება“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი ვაშაკიძემ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) დარეგისტრირებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნეს და იმ შედეგებზე ისაუბრეს, თუ რა მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოება.
„Big Idea Challenge“-ის ნაციონალური ფინალის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია
17 ივლისს ბრიტანეთის საბჭომ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შემოქმედებითი ნაპერწკლის კონკურსის „Big Idea Challenge“-ის ნაციონალური ფინალის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
რეგიონული ტრენინგი თემაზე: „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ სიტუაციებში”.
17 ივლისს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაიწყო სამდღიანი ტრენინგ-სემინარი თემაზე - „ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ სიტუაციებში.” ტრენინგის მონაწილეებს, ორგანიზატორებსა და მომხსენებლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა. მან ხაზი გაუსვა მსგავსი ტრენინგების ჩატარების აუცილებლობას, ვინაიდან, როგორც საქართველო, ასევე მთელი მსოფლიო მუდმივად დგას ახალი გამოწვევენის წინაშე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით და აუცილებელია დარგის ექსპერტებმა ერთმანეთს გაუზიარონ უახლესი მიდგომები და საერთაშორისო გამოცდილება.
საქართველოს მეცნიერები ციტირების ინდექსით პოსტსაბჭოთა სივრცეში ლიდერები არიან
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო ბაზის Web of Science-ის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მეცნიერების, მკვლევართა პუბლიკაციებს ციტირების ყველაზე მაღალი ინდექსი აქვთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, რაც საქართველოს მეცნიერების დიდი საერთაშორისო წარმატებაა და ადასტურებს მათი კვლევების მაღალ დონეს, სამეცნიერო ნაშრომებისაქტუალობასა და მაღალკონკურენტუნარიანობას, მოთხოვნადობას მსოფლიოს მასშტაბით.
ახალი ნაბიჯი სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ - განათლების სამინისტრო EURAXESS-ში გაწევრიანებისთვის ემზადება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ „EURAXESS“-ში გაწევრიანებასთან დაკავშრებით პრეზენტაცია „ახალი ნაბიჯი ევროპის სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ“ წარადგინეს.
შეხვედრა ევროპის საბჭოს პრეისტორიული კლდის ხელოვნების მარშრუტის ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლებთან
16 ივლისს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს პრეისტორიული კლდის ხელოვნების მარშრუტის ოფიციალური დელეგაციის წევრებთან. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ ცნობილი მეცნიერები - რამონ მონტეს ბარქუინი, იპოლიტო კოლადო ჟირალდო, ხოსე მანუელ რეი, ანტონიო ბატარდა და რეიმან აბდულაევი. შეხვედრაზე მხარეებმა მემკვიდრეობის, კულტურული მარშტურების მიმართულებით სიახლეებზე ისაუბრეს. ლევან ხარატიშვილმა დელეგაციის წევრებს სამინისტროს მასშტაბურ პროექტზე „საქართველო, ევროპა“ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების სამოქმედო გეგმები დასახეს.მიხეილ ბატიაშვილი: საქართველო კალათბურთის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებს და ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ვართ!
“დღეს ჩვენ უმნიშვნელოვანესი სპორტული და არა მხოლოდ სპორტული მოვლენის მოწმენი გავხდით, ევროპის 2021 წლის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნების ვინაობა მიუნხენში, კალათბურთის საერთაშორისო ასოციაცის ბორდის წევრებმა დაასახელეს და საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა ვისაც ეს უდიდესი პატივი ერგო! - განაცხადა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.ტექნოპარკში ევროპული ინოვაციების საბჭოს პილოტის EIC Roadshow-ს ღონისძიება გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით, ევროპული ინოვაციების საბჭოს პილოტის EIC Roadshow-ს ღონისძიება გაიმართა.სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ბრუნდება
2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება.
მიხეილ ბატიაშვილი: დედა-ენის დაბრუნება სკოლებში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა და ბედნიერი ვარ, რომ მრავალ ადამიანთან ერთად, შესაძლებლობა მომეცა მცირედი წვლილი შევიტანო ამ საქმეში
ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის ადაპტირებული „დედა ენის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას სკოლებში „დედა ენის“ დაბრუნების მნიშვნელობაზე ესაუბრა და პოზიტიურად შეაფასა ის გარემოება, რომ ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია სწორედ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის მშობლიურ სოფელში მოხდა, იქ სადაც მწერალმა 1875 წლის ზაფხულში დედაენის პირველ გამოცემაზე ხანგრძლივი მუშაობა დაასრულა.
ირინა აბულაძე საერთაშორისო კონფერენციის მე-7 სესიაზე მოხსენებით წარსდგა
აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის მეორე დღეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, მე-7 სესიას უხელმძღვანელა, რომელიც ახალგაზრდა თაობის გაძლიერებასა და კულტურათა შორის კავშირების დამყარებას ეხებოდა.სიახლეები ვერ მოიძებნა.