ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8104

ფილტრი

ნაპოვნია8104

ირინა აბულაძე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საერთაშორისო სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩს, ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.

რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი იწყება

12 ივლისს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის.: სანაპიროს #4) რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე და ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე უძღვებოდნენ.

საქართველოში კომპანია „სამსუნგ ელექტრონიქსის“ წარმომადგენლობასა და სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონს“ შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

11 ივლისს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის. დ. უზნაძის №52-ში) „სამსუნგ ელექტრონიქსის კავკასიის კომპანიის“ დირექტორმა ჯეისონ ლიმ და ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმანდი ჭკუასელმა 3 წლიან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

პროფესორი ზვიად გაბისონია განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს

10 ივლისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს.

სამეცნიერო ფორუმი – ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

10 ივლისს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა სამეცნიერო ფორუმი – ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა და კონფერენცია „ქართული ხელნაწერი “, რომელიც ხორციელდება ლუვენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.

გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია

„სარბიელის“ ტრადიციული, რიგით მე-18 გამოკითხვის გამარჯვებული გახდა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების და ბელგიური „გენკის“ შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც 2018/2019 წლების სეზონის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

პროფესიული განათლების კუთხით კერძო სექტორთან თანამშრომლობისთვის სამინისტრო ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დასახელდა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტის შემუშავების პროცესში ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დაასახელეს, მას მაღალი შეფასება მისცეს და სამინისტრო სპეციალური სერტიფიკატით დააჯილდოვეს.

ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

ბათუმში, ადგილობრივი მთავრობის ხელშეწყობით, კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე დაესწრო.

USAID განათლების მიმართულებით ორ ახალ მასშტაბურ პოექტს იწყებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე USAID-ის მისიის დირექტორს პიტერ ვიბლერსა და დემოკრატიისა და სოციალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელს ადამ შმიდტს შეხვდა.

მედია-ფესტივალი „ბაჩოს თასი 2019“ თბილისი ჰილსის გოლფის მოედანზე ჩატარდა

სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, 2 ივლისს „თბილისი ჰილსის“ გოლფის მოედნებზე მედია-ფესტივალი „ბაჩოს თასი 2019“ გაიმართა. ტურნირი სპორტული ჟურნალისტების მონაწილეობით, საქართველოს გოლფის ფედერაციის მიერ დადგენილი წესებისა და რეგლამენტის გათვალისწინებით ჩატარდა. გამარჯვებულები და პრიზიორები გამოვლინდნენ ინდივიდუალური მაჩვენებლების შესაბამისად, კაცებსა და ქალებს შორის.

მიხეილ ბატიაშვილი: „მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ჩვენ გვეყოლება თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული 3000 მაღალანაზღაურებადი, კვალიფიციური კადრი.“

ICT - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში 3000 სპეციალისტი გადამზადდება. პროგრამა მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 7 მილიონ ლარს (2,5 მილიონ აშშ დოლარს) შეადგენს.

მე-7 კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისა და საბაზო საფეხურის VII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაასრულა.

მიხეილ ბატიაშვილი: „ყველა პირობა აქვთ ახალგაზდებს შექმნილი იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოავლილონ საკუთარი ცოდნა“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე 147-ე საჯარო სკოლაში საგამოცდო ცენტრში გამოცდების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ.

2019 წლის ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე თბილისის № 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გამოცდის მიმდინარეობას გაეცნენ.

მიხეილ ბატიაშვილმა აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების დაწყების პირველი დღე მიულოცა, წარმატებები, დასახული მიზნების მიღწევა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ თითოეული მათგანისთვის გამოცდები მაღალი შედეგით დასრულდება.

საქართველოს დელეგაციამ მეორე ევროპულ თამაშებზე 30 მედალი მოიპოვა!

მეორე ევროპული თამაშები - „მინსკი 2019“ საზეიმოდ დაიხურა. ცერემონიას „დინამოს სტადიონმა“ უმასპინძლა. 50 ქვეყნის ოლიმპიურმა გუნდმა 22 000 მაყურებლის წინაშე სახელმწიფო დროშებით ჩაიარა. საქართველოს დელეგაციის მედროშე ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია იყო.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადება

ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად. მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა დაცული იყოს ყველა აბიტურიენტის ინტერესი და მათ მიეცეთ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა.

საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ბელარუსის რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის მინისტრმა სერგეი კოვალჩუკმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას.

მიხეილ ბატიაშვილი მინსკში IT-ტექნოლოგიებისა და ინფორმატიკის სფეროში პროფესიული განათლების პროგრამებს გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში გრძელდება.

შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტში

21 ივნისს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია და დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ - მასწავლებლებს, მეცნიერებს შეხვდნენ. შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა თეონა ხუფუნიამ გახსნა.

განათლების საერთაშორისო ცენტრის ხუთი სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დასრულდა კონკურსი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ხუთ სასტიპენდიო პროგრამაზე. განათლების საერთაშორისო ცენტრი ულოცავს გამარჯვებულებს და წარმატებას უსურვებს მათ სწავლის შემდეგ საფეხურზე!