ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8104

ფილტრი

ნაპოვნია8104

განათლების საერთაშორისო ცენტრის ხუთი სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დასრულდა კონკურსი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ხუთ სასტიპენდიო პროგრამაზე. განათლების საერთაშორისო ცენტრი ულოცავს გამარჯვებულებს და წარმატებას უსურვებს მათ სწავლის შემდეგ საფეხურზე!

ირინა აბულაძემ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

საქართველოსა და ევროპას შორის საგანმანათლებლო-კულტურული პროექტების ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ ესეების რამდენიმე კონკურსში გამარჯვებული 28 მოსწავლე დააჯილდოვეს, რომელთაც სასაჩუქრე ბარათები და დიპლომები გადასცეს.

საქართველოს სამუსიკო სკოლების VIII რეგიონული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველოს სამუსიკო სკოლების VIII რეგიონული კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია და დასკვნითი კონცერტი გაიმართა.

მე-7 კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისა და საბაზო საფეხურის VII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებზე გრიფირების პროცესი დასრულდა.

სამინისტრო ალექსანდრე (სანდრო) მრევლიშვილის ოჯახს უსამძიმრებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ღირსების ორდენის კავალერის, რეჟისორის, ალექსანდრე (სანდრო) მრევლიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

პროექტის „ციფრული სკოლა - საქართველო“ შემაჯამებელი კონფერენცია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „ციფრული სკოლა - საქართველო“ ორდღიანი შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის პირველ დღეს პროექტში მონაწილე სკოლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს თუ რას ნიშნავს ციფრული სკოლა მათ რეალობაში და როგორ განახორციელეს ეს იდეა. ამავე დღეს უნივერსიტეტის ღია სივრცეში პოსტერების გამოფენა გაიმართა, სადაც თითოეული სკოლის გამოწვევა, მიზანი, ციფრული ხედვა, სტრატეგია, განხორციელებული აქტივობები და მიღებული შედეგებია ასახული.

შსს სტრუქტურულ დანაყოფებში 400-მდე კურსდამთავრებული დასაქმდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„ხელოვნება სკოლებში“ შემაჯამებელი ღონისძიება

20 ივნისს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში პროექტის - „ხელოვნება სკოლებში“ შეამაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

„ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ დირექტორად ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანი დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, „ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ დირექტორად ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანი დაინიშნა.

რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა და ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, მაინის ფრანკფურტში, შოთა რუსთაველის კაბინეტი გახსნეს

2019 წლის 7 ივნისს გერმანიაში, მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში, რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა პროფ. ზვიად გაბისონიამ, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა, საერთაშორისო ურთიერთობებში პროფ. როლფ ვან დიკმა, ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ლევან დიასამიძემ და პროფ. მანანა თანდაშვილმა ენათმეცნიერებისა და კულტუროლოგიის ფაკულტეტზე გახსნეს შოთა რუსთაველის კაბინეტი.

ქართველი მოსწავლეების გამარჯვება Intel-ISEF-ის სამეცნიერო და საინჟინრო საერთაშორისო კონკურსზე

არიზონას შტატის ქ. ფინიქსში (აშშ), Intel-ISEF-ის პრესტიჟულ სამეცნიერო - საინჟინრო საერთაშორისო კონკურსზე, რომელშიც მსოფლიოს 80 ქვეყნის 2500 მოსწავლე ეჯიბრებოდა ერთმანეთს, გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

11-13 ივნისის ოფიციალური ვიზიტის დასკვნითი შეხვედრები

11-13 ივნისს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის ოფიციალური ვიზიტი იულიხის ცენტრში

11-13 ივნისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან, იულიხის სამეცნიერო - კვლევით ცენტრში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

საჯარო სკოლებში სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნები დასრულდა

საქართველოს საჯარო სკოლებში, სადაც 2019 წლის 17 ივნისს სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართა, პროცესი ხარვეზების გარეშე, მშვიდ ვითარებაში დასრულდა. საქართველოს 2084 საჯარო სკოლიდან არჩევნები 2071 საჯარო სკოლაში ჩატარდა. კანდიდატების არ არსებობის გამო არჩევნები არ გამართულა მცირეკონტიგენტიან და იმ ორ საჯარო სკოლაში, რომელიც საქარტველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.

განათლების სისტემისთვის მსოფლიო ბანკი 90 მილიონ ევროს გამოყოფს

საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერა ფინანსურ შეთანხმებას, დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების სისტემისთვის მსოფლიო ბანკი 90 მილიონ ევროს გამოყოფს.

მიხეილ ბატიაშვილი: „საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც იზრუნებს, განათლების სისტემა გადავიდეს მოწინავე მესამე თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე“.

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების რეფორმის ფარგლებში პარტნიორობას უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიასთან იწყებს.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე 126-ე საჯარო სკოლას ესტუმრა და სამეურვეო საბჭოს არჩევნების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.

ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია "ნუ წაართმევ ბავშვობას" დაიწყო. კამპანია სიმბოლურად 18 დღე გაგრძელდება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადრეულ ასაკში ქორწინების მავნე შედეგებისა და ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების შესახებ.

მიხეილ ბატიაშვილმა „უნარები საქართველოსთვის - პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“ გახსნა

„უნარები საქართველოსთვის - პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“ ფარგლებში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა კონფერენცია “Expert to Expert Talks" გახსნა.

მიხეილ ბატიაშვილი: „პროფესიული განათლების მიმართულებით საქართველოში 1200 მსმენელზე გათვლილი მაღალტექნოლოგიური ცენტრი აშენდება"

„უნარები საქართველოსთვის - პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“ ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში პროფესიული განათლების განვითარებისთვის, 23 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება.

სტუდენტური კალათბურთის ლიგის ახალი სეზონი 15 ივნისს დაიწყება

საქართველოს სტუდენტური კალათბურთის ლიგა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ახალი სეზონიდან, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციასთან ერთად ლიგის ორგანიზატორი კალათბურთის ეროვნული ფედერაცია იქნება.