ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8104

ფილტრი

ნაპოვნია8104

სტუდენტური კალათბურთის ლიგის ახალი სეზონი 15 ივნისს დაიწყება

საქართველოს სტუდენტური კალათბურთის ლიგა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ახალი სეზონიდან, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციასთან ერთად ლიგის ორგანიზატორი კალათბურთის ეროვნული ფედერაცია იქნება.

შეხვედრა „მშვიდობის კორპუსის“ წარმომადგენლებთან

"სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტმა „მშვიდობის კორპუსის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა. მოხალისეები გაეცნენ საქართველოს ზოგადი განათლების სისტემას - საკანონმდებლო ბაზას, ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადად პრინციპებსა და მიმართულებებს, ასევე რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ და მიმდინარე აქტივობებს. მოხალისეები რეგიონების სკოლებში ორი წლის მანძილზე დარჩებიან და ინგლისურ ენას შეასწავლიან სკოლის მოსწავლეებს."

მიხეილ ბატიაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ძი იანჩის უმასპინძლა.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2019 მოკლე სია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მოკლე სია ცნობილია.

კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება

გორში კომედიის საერთაშორისო მეექვსე თეატრალური ფესტივალი საზეიმო მსვლელობით გაიხსნა, ხოლო გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი ,,მეფე მოკვდა“ იყო წარმოდგენილი. ფესტივალის გახსნას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაესწრო.

სან-ფრანცისკოს სილიკონი ველის კომპანია "აიდიტექის" აღმასრულებელი დირექტორი პიტ-ინგრამ ქაუჩი: „განათლებაში მიმდინარე ტრანსფორმაცია თქვენი ქვეყნის სტრატეგიული უპირატესობა გახდება“

აშშ-ში, სან-ფრანცისკოში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის სამუშაო ვიზიტი გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სან-ფრანცისკოს სილიკონ ველის კომპანია “აიდიტექის" აღმასრულებელ დირექტორს პიტ-ინგრამ ქაუჩის საქართველოს განათლების კომპლექსური რეფორმის დეტალები გააცნო.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება

2019 წლის 17 ივნისს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (საჯარო სკოლებში) სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება.

მსოფლიო ეკონომოკური ფორუმის ცენტრის ხელმძღვანელი მურატ სონმეზი: „განათლების მიმართულებით საქართველო გახდება წარმატების ნიმუში დანარჩენი მსოფლიოსთვის“

აშშ-ში, სან-ფრანცისკოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის - C4IR-ის გლობალური ქსელის ხელმძღვანელს, პროფესორ მურათ სონმეზს განათლების კომპლექსური რეფორმის მიმართულებები გააცნო.

მინისტრის ბრძანებით სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინიციატივით, სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ორგანიზატორებისთვის რეგულაციები გამკაცრდა და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით დარეგულირდა ექსკურსიებში მონაწილე მხარეების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები.

1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა!

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სამინისტროს სისტემაში შემავალ ყველა მუზეუმშიბავშვებისთვის და მოზარდებისთვის შესვლა უფასო იქნება.

პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ახალი მოდელი შეიქმნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბრიტანეთის მთავრობის „კარგი მმართველობის ფონდის (GGF)“ ფინანსური მხარდაჭერითა და მსოფლიო ბანკის თანამონაწილეობით ახალ პროექტს იწყებს სახელწოდებით „პროფესიული განათლების მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება“.

მოსწავლეები ფინანსურ განათლებას მიიღებენ

საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განვითარების სამომავლო პერსპექტივები და სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომელშიც კომიტეტის წევრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ.

მიხეილ ბატიაშვილი: „დღეს სომხეთში მიმდინარეობს სამინისტროების გაერთიანება და ყალიბდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის გაერთიანებული უწყება. კოლეგებს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება და სტრატეგია“

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს არაიკ არუთინიანს უმასპინძლა.

არაიკ არუთინიანი: „უახლოეს მომავალში სომხეთშიც თქვენ მსგავსად გვექნება განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ამჟამად სამუშაო პროცესში ვართ და თქვენი უკვე არსებული გამოცდილების გაზიარება ძალიან სასარგებლოა ჩვენთვის”

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა არაიკ არუთინიანმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.

„ოდისეა“ – პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

29 მაისს, 19:00 საათზე, და 30 მაისს, 12:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში მულტიმედიური, ექსპერიმენტული სპექტაკლის „ოდისეას“ პრემიერა გაიმართება.

მიხეილ ბატიაშვილი: „პროექტს „მომავლის განათლება“ - აშშ- ში ტექნოლოგიური მიმართულების წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან წარვადგენთ“

განათლების სფეროში განხორციელებული პირველი პილოტირებული პროექტები აშშ-ში ქნება წარდგენილი -მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და სილიკონ ველიში. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გლობალური სტარტაპ ფონდის ოფიციალურ გახსნისაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და პროექტის უპრეცენდენტო მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომ ტექნოლოგიების სფეროში ქართველი ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული იქნება.

ნათია ზედგინიძე უსაფრთხო სკოლების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე უსაფრთხო სკოლების მე-3 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ. კონფერენცია გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), ნორვეგიისა და ესპანეთის მთავრობების მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ესპანეთის ქალაქ პალმა დე მალიორკაში იმართება.

საქართველოს პრეზიდენტი ხელოვნების სასახლეს პატრონაჟს გაუწევს

28 მაისს, საქართველოს ხელოვნების სასახლეში გაიმართა ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრეზიდენტმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ ხელი საზეიმოდ მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.

„გააზიარე ცოდნა“ - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. წელს დამოუკიდებლობის დღე მიეძღვნა ცოდნას, როგორც ადამიანის მამოძრავებელ ძალას, როგორც გზას, რომელსაც თავისუფლებამდე მივყავართ.

თბილისი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ანტი-დოპინგური ორგანიზაციის საბჭოს სხდომას მასპინძლობს

27-28 მაისს, საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ანტიდოპინგური ორგანიზაციის (აერადო) საბჭოს სხდომა და შედეგების მართვის ტრენინგი იმართება. ორ დღიანი ღონისძიება სასტუმრო „მოქსი“-ში გაიხსნა. კონფერენციაზე დასასწრებად თბილისს ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისა და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ. მათ შორის მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი სებასტიან ჟილო და მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს ანტი-დოპინგური პროგრამების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი ტომ მეი.

მიხეილ ბატიაშვილი: „ძალიან გვიხარია, რომ დამოუკიდებლობის დღის მთავარი თემა განათლებაა. ცოდნას ნამდვილად მივყავართ თავისუფლებამდე, სწორედ განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს“

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი კონცეფციით - „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე” იმართება, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად არის წარმოდგენილი.