ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8104

ფილტრი

ნაპოვნია8104

პროფესიული განვითარების კურსი - „ლიდერობის აკადემია“

1800-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა, ამდენივე ფასილიტატორმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენელმა 2016-2019 წლებში პროფესიული განვითარების კურსი - „ლიდერობის აკადემია“ გაიარეს. კურსის მონაწილეებს დღეს შესაბამისი სერტიფიკატები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ გადასცა.

„დედა ენის“ კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით მოამზადებს და სასწავლო პროცესისთვის დაბეჭდავს.

ირინა აბულაძე საფრანგეთის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, გიორგი შარვაშიძესთან ერთად, „ილ დე ფრანსის“ რეგიონალურის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან ჟერომ შარტიესთან და საფრანგეთის დელეგაციის სხვა წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მიხეილ ბატიაშვილი: „თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ყველაზე საამაყო ადამიანები, რომელებმაც არაერთი წარმატებული თაობა აღზარდეთ“

განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თბილისის კლასიკური გიმნაზიის ღვაწლმოსილ პედაგოგებს შეხვდა და ზოგადი განათლების რეფორმის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მიხეილ ბატიაშვილი: „ყველა სტუდენტს, მეცნიერს, მკვლევარსა და დაინტერესებულ ადამიანს Elsevier-ის ძალიან ძვირადღირებულ სამეცნიერო ბაზებზე სრული წვდომა ექნება“

განათლების რეფორმის ფარგლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო ბაზას - Elsevier-ს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება, რომლის ფარგლებში საქართველოში აკრედიტირებულ ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და კვლევით ცენტრებს Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომა შეუფერხებლად ექნებათ.

პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“

21 მაისს პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს სკოლის მოსწავლეები თბილისს ესტუმრნენ და დედაქალაქში სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებებს დაესწრნენ.

კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღე დიალოგისა და განვითარებისათვის

21 მაისს მსოფლიო კულტურული განვითარების დღეს აღნიშნავს. ამ თარიღს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2014 წლიდან ტრადიციულად სხვადასხვა სახის ღონისძიებით უერთდება. თბილისის საკონცერტო დარბაზის „ივენთ ჰოლში“ კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურმა დასმა კონცერტზე მისულ სტუმრებს პროგრამა – „მსოფლიო ხალხთა ცეკვები“ წარუდგინა.

2019-2020 წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პირველკლასელთა საყოველთა ელექტრონულ რეგისტრაციას აცხადებს. რეგისტრაცია 21 მაისს 09:00 საათიდან დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი გოლფში

18-19 მაისს გოლფში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა. ისტორიული შეჯიბრების გამარჯვებული სანდრო ილაშვილი გახდა. ჩემპიონატი საზეიმოდ 18 მაისს გაიხსნა. პირველი სიმბოლური დარტყმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ შეასრულა, რის შემდეგაც ასპარეზობაში ჩემპიონატის მონაწილეები ჩაერთნენ.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ,,უმაღლესი განათლების განვითარების მიმდინარე ტენდენციები”

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით ტექნოპარკში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,უმაღლესი განათლების განვითარების მიმდინარე ტენდენციები”.

საჯარო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ერთკვირიანი სემინარი იმართება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებულ სასწავლო სემინარში მიიღო მონაწილეობა.

მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

17 მაისს, 12:00 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, (მის. სანაპიროს 4) მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებსაც სიგელები და საჩუქრები გადასცა. შედგა ასევე, იმ ღონისძიებების პრეზენტაცია, რომლებიც 18 მაისს - მუზეუმების საერთაშორისო დღის კვირეულისა და აქციის „ღამე მუზეუმში“ფარგლებშია დაგეგმილი.

მიხეილ ბატიაშვილი: „განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ თბილისსა და ბათუმში იქნება ცოდნისა და შემოქმედების კერა ჩვენი შვილებისთვის!”

განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა კომპლექსური რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ განათლების რეფორმა, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს, სისტემის სრულ ტრანსფორმაციას მოახდენს:

სოფელ დილიკაურში ახლადრეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორთან მაგდა მაღრაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურში ახლადრებილიტირებული სკოლა გახსნა.

„ხელოვნების ისტორია“ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ სახელმძღვანელო „ხელოვნების ისტორია“ (ХVI-ХVII საუკუნეების ევროპა)გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შედგა.

„ხელოვნება სკოლაში“ - სკოლის მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი კულტურული პროგრამების განხორციელება დაიწყო

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ წარადგინა. ღონისძიებას პროექტის ხელმძღვანელი მაია დათუნაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე, რეჟისორები ნანა ჯანელიძე, კოტე ჩლაიძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამებზე სამინისტრო რეგისტრაციას იწყებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამებზე მიღებას იწყებს. თბილისის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში მომზადება-გადამზადების პროგრამებზე მსმენელთა რეგისტრაცია 15 მაისიდან ექვს სახელმწიფო საგანამანთლებლო დაწესებულებაში დაიწყება და პირველ ეტაპზე კოლეჯები 400-მდე მსურველს მიიღებენ.

საქართველოში ხელოვნებისა და ინოვაციების პირველი ჰაბი გაიხსნება პრესკონფერენცია და ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია

რუმს თბილისის გარდენ ჰოლში გაიმართა პრესკონფერენცია საქართველოში ხელოვნებისა და ინოვაციების პირველი ჰაბის დაფუძნებასთან დაკავშირებით.

მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს მუზეუმებში ღია კარის დღე გამოცხადდება, სადაც ვიზიტორებისთვის შესვლა უფასო იქნება. მთელი კვირის მანძილზე მრავალფეროვანი ღონისძიებები - გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები გაიმართება.

განათლების რეფორმის ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) სამინისტროსთან მჭიდროდ ითანამშრომლებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორთან, გაელ ასაიაგსთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მას განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე ქართული ეროვნული პავილიონი ოფიციალურად გაიხსნა

„შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ვენეციის 58-ე საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე, ქართული ეროვნული პავილიონი ოფიციალურად გაიხსნა.