სიახლეები

თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი
მწერალთა სახლში თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა..jpg)
კატარში ანსამბლ „სუხიშვილების“ პირველი კონცერტი გაიმართა
კატარში, ქ. დოჰას ოპერის თეატრში, ქართული ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების” პირველი კონცერტი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები 2019
2019 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის ნაკრები გუნდების წევრთა შესარჩევი ტურები მიმდინარეობს. საქართველო წელს მოსწავლეთა გუნდებს ხუთ დისციპლინაში წარადგენს: ქიმია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა და ბიოლოგია. მოსწავლეთა შერჩევა მიმდინარე წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურისა და შესარჩევი ტურების შედეგად შეირჩევიან.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების კომპლექსური რეფორმის შემდეგ ეტაპს იწყებს
მასწავლებელთა რეგისტრაცია კომპეტენციის დასადასტურებლად 2019 წლის 13 მაისდან დაიწყება და 24 მაისს 18:00 საათზე დასრულდება. პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საშუალება ექნებათ რეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.
სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით მაღალკვალიფიციურ პედაგოგებს ანაზღაურება ეზრდება
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით, განათლების სამინისტრო ზოგადი განათლების მიმართულებით ცვლილებების შემდეგ ეტაპს იწყებს.
"მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი საგაკვეთილო პროცესის ყოველდღიურ ნაწილად იქცეს" - მიხეილ ბატიაშვილი
10 მაისს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ევროპის დღეების ფარგლებში კონფერენცია „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფელიქს ჰეტი, ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე უძღვებოდნენ.
მიხეილ ბატიაშვილი ვატიკანის ელჩს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ვატიკანის ელჩს საქართველოში, არქიეპისკოპოს ჟოზე აველინო ბეტანკურს შეხვდა და მას განათლების სფეროში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმები გააცნო.დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთნ სამუშაო შეხვედრები გრძელდება
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთნ სამუშაო შეხვედრები გრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ამჯერად, ლატვიის ელჩს საქართველოში, ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა და მას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სისტემაში მიმდინარე კომპლექსურ რეფორმებსა და სისტემის განვითარების ძირითად მიმართულებებზე.მსოფლიო რბენას საქართველომ მეექვსედ უმასპინძლა!
5 მაისს, მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება - მსოფლიო რბენა - Wings for Life World Run ჩატარდა. საქართველოში მარათონი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
გოლფში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი პირველად გაიმართება
18-19 მაისს, საქართველოს გოლფის ფედერაციის ორგანიზებით პირველი ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდება. ტურნირს კომპლექსის - „თბილისი ჰილს“ – ‘Tbilisi Hills Golf & Residences’ - გოლფის მოედანი უმასპინძლებს. ჩემპიონატში მონაწილეობას 30-ზე მეტი გოლფერი მიიღებს, მათ შორის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები - მიხეილ ძაძამია და ანდრო შილაკაძე.
ბათუმის რიგით მეშვიდე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ბათუმის რიგით მეშვიდე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.
XIV საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, რიგით XIV საერთაშორისო ფესტივალთან „აღდგომიდან ამაღლებამდე“ დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართა.
საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi
წლევანდელი ფესტივალის „სტუმარი ქვეყანა“ უნგრეთია, რომელიც გამორჩეული, უახლესი, კრეატიული დოკუმენტური ფილმებით იქნება წარმოდგენილი.
ქართული ფილმი "თეთრი ქარავანი" კანის კინოფესტივალზე 55 წლის შემდეგ ბრუნდება
ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი "თეთრი ქარავანი" 1964 წელს კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა, 55 წლის შემდეგ კი ფილმი კანის კინოფესტივალს უბრუნდება! "თეთრი ქარავანი" სექციაში Cannes Classics იქნება ნაჩვენები.
„ცოცხალი წიგნები“ სტამბოლში
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში 19-24 აპრილს ქალაქ სტამბოლს თანამედროვე ქართველ მწერალთა ჯგუფი სტუმრობდა.
საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები კოლეჯში „სპექტრი“
განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, პროფესიული კოლეჯის „სპექტრი“ წარმომადგენლებს შეხვდა და კოლეჯის რამდენიმე კურსდამთავრებულს „პირსონის“ საერთაშორისო სერთიფიკატი გადასცა.თსუ-ში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული კვლევითი ცენტრი გაიხსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნა. ცენტრი დაეხმარება საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას ევროპის მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სივრცესთან დაახლოებაში და ხელს შეუწყობს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლაში.
მიხეილ გიორგაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს უმასპინძლა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან, ისა ალბაშა ალნოაიმისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადება
საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეხმაურება რიგი მედიასაშუალებებით გავრცებულ ინფორმაციას, თითქოს სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ სსიპ-ებს, მათ შორის დადიანების სასახლეს, 7 აპრილს მინისტრის ავტორობით მიუვიდა წერილი, რომლის თანახმად, მათ სივრცეში პოლიტიკური აქტივოვბების გამართვა იკრძალება.საერთაშორისო კონფერენცია - „დავით გარეჯი: მულტიდისციპლინარული კვლევა და განვითარების სტრატეგია“
2019 წლის 18, 19 და 20 აპრილს თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „დავით გარეჯი: მულტიდისციპლინარული კვლევა და განვითარების სტრატეგია“ გაიმართება. კონფერენცია 18 აპრილს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში „არტჰაუსი“, ოფიციალურად გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ.
შეხვედრა კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრების წევრებთან და მთავარ მწვრთნელთან
მიხეილ გიორგაძემ და შალვა გოგოლაძემ ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრების წევრებსა და მთავარ მწვრთნელს უმასპინძლეს და ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცეს.სიახლეები ვერ მოიძებნა.