სიახლეები

150-ე სკოლაში ინოვაციური პროექტი წარმატებით მიმდინარეობს
თბილისის 150-ე საჯარო სკოლა მეორე წელია მონაწილეობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამაში, რომელიც ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით მიმდინარეობს.
სკოლისშემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს ინიციატივით, თსუ-სა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება სკოლისშემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის.
ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი
საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში „ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა.
ქართული დელეგაცია სან დიეგოს უნივერსიტეტში
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, ამერიკული მხარის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფება.
ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოთხი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ თანამედროვე სტანდარტებით განახლდა და აღიჭურვა ლაგოდეხის პირველი და სოფლების განჯალის, ვარდისუბნისა და აფენის საჯარო სკოლები.პროფესიული განათლების გამოფენა - „ გაიცანი პროფესია “
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, პროფესიული განათლების გამოფენა - „გაიცანი პროფესია“ გაიხსნა. გამოფენა საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანი იყო პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციის მიღების, ხელმისაწვდომობისა და დასაქმების ხელშეწყობა. გამოფენა გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს განათლების, მეციერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.
სამინისტრო დიმიტრი თუმანიშვილს ოჯახს უსამძიმრებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს დიმიტრი თუმანიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 51-ე სკოლაში
თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ სკოლის მოსწავლეებთან ერთად, 51-სკოლის შენობაში 9 აპრილს გარდაცვლილი ორი მოსწავლის, თამარ ჭოველიძისა და ნათია ბაშალეიშვილის მემორიალური დაფა გახსნა.ქართულ-ფრანგული სასტიპენდიო პროგრამები და თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე ,,ფრანკოფონიის თვის’’ ფარგლებში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში საგანმანათლებლო სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის საკითხებისადმი მიძღვნილ ოფიციალური ღონისძიებას დაესწრო.
შემოქმედებითი მეწარმეობის აკადემია 2019
4 აპრილს ლოლიტას საკონფერენციო სივრცეში კონფერენცია „შემოქმედებითი მეწარმეობის აკადემია 2019“ გაიხნა. წლევანდელი აკადემიის მთავარი თემაა: ფესტივალების როლი ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში. ღონისძიებას მასპინძლობენ ორგანიზაციები: შემოქმედებითი კავკასია, შემოქმედებითი საქართველო და შემოქმედებითი ესტონეთი.
„სპორტფოტო 2018“-ს სპორტის უნივერსიტეტმა უმასპინძლა
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტ „სფორტფოტოს“ ავტორები სტუდენტებსა და ლექტორებს შეხვდნენ. მოეწყო 2018 წლის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა.
განათლების მეცნიერებათა აკადემია საგანმანათლებლო რეფორმაში ერთვება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.შეხვედრა შრი-ლანკის ბიზნესისა და ტექნოლოგიების კოლეჯის წარმომადგენლებთან
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნინო სვანაძემ შრი-ლანკის ბიზნესისა და ტექნოლოგიების კოლეჯის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
სპორტული ორგანიზაციების აღიარების მიზნით სამინისტრო განაცხადების მიღებას იწყებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაიწყო განაცხადების მიღება სპორტული ორგანიზაციების აღიარების საკითხის განხილვის მიზნით. მიღებულ განაცხადებს განიხილავს სამინისტროსთან არსებული სათათბირო ორგანო, სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 1 მაისი.
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 8-დან 19 აპრილის ჩათვლით აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.
მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენი მიზანია მეცნიერების მიმართულებით გვქონდეს განვითარებაზე ორიენტირებილი გრძელვადიანი სტრატეგია“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით სამეცნიერო ფორუმი - „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების,მ კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გახსნა.
მიხეილ ბატიაშვილი: „მიხარია, რომ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდაა დაინტერესებული და ჩართული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში"
„საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული სამეცნიერო გუნდი „ობერტონი” დააჯილდოეს.საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გახსნა
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც კენჭისყრის შედეგად ჩემპიონატში მონაწილე გუნდები დაწყვილდნენ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საჯარო სკოლების მასშტაბური გამწვანება დაიწყო
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების მასშტაბურ გამწვანებას იწყებს.სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან გამოცდილების გასაძლიერებლად
საქარველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ ქართველ და უცხოელ პარტიორებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვადრაში, სადაც საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს პრიორიტეტები, სამომავლო გეგმები და საერთაშორისო პარტნიორებთან გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს.
თბილისი ძიუდოს გრან პრის მეექვსედ მასპინძლობს
29-31 მარტს, საქართველოს დედაქალაქი თბილისის გრან პრის უმასპინძლებს. ტურნირზე საქართველოს ნაკრების სახელით 37 სპორტსმენი იასპარეზებს.სიახლეები ვერ მოიძებნა.