სიახლეები

დღეიდან, მანდატურები საქართველოს რეგიონებში კიდევ 27 საჯარო სკოლას ეყოლება
სასკოლო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, მანდატურის სამსახური საქართველოს რეგიონულ ცენტრებს აძლიერებს. დღეიდან, მანდატურები 7 რეგიონის: აჭარის, კახეთის, გურიის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის, დამატებით - 27 საჯარო სკოლაშიც იქნებიან წარმოდგენილი.
ინკლუზიურობის, ინოვაციის და ხარისხის პროექტი საქართველოში
სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა“ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება ინკლუზიურობის, ინოვაციის და ხარისხის პროექტი საქართველოში, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით სკოლამდელი დაწესებულებების და სკოლების მშენებლობას ან/და რეაბილიტაციას.მეცნიერებათა აკადემიამ გიორგი მელიქიშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნა
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში მსოფლიო რანგის მეცნიერის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიური პრემიების მრავალგზის ლაურეატისა და საზოგადო მოღვაწის, გიორგი მელიქიშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ სიტყვით მიმართა.
რეგიონებში სპორტის მასწავლებლების გადამზადების ახალი ეტაპი დაიწყო
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლების გადამზადებისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესების მიზნით სემინარები ტარდება.
ტალინის მუზეუმი - „მიკელი“ ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ტალინის მუზეუმი - „მიკელი“ ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიცია ეროვნული სააგენტოს მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის მუზეუმში დაცულ სრულ კოლექციასა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კუთვნილ 3 ფერწერულ ტილოს მოიცავს.მინისტრმა ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა
მიხეილ ბატიაშვილმა “ახალი სკოლის მოდელში” ჩართული სკოლების დირექტორებსა და მათი მხარდამჭერი ჯგუფების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა პროექტის მიზნებზე, განხორციელების გზებზე, მოსალოდნელ შედეგებზე, ადმინისტრაციულ და შინაარსობრივ საკითხებზე.ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში გამარჯვებული მოსწავლეები „მომავლის ბანაკში“ დაისვენებენ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ნიკო კეცხოველის პრემიის სასკოლო გარემოსდაცვით კონკურსის საფინალო ღონისძიება გახსნეს, რომლის გამარჯვებული 50 ფინალისტი მოსწავლე „მომავლის ბანაკის“ საგზურით დაჯილდოვდება.ცნობიერების ამაღლების კამპანია - „მე ვირჩევ თანასწორობას“
ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისმა პროექტის - „დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში, ცნობიერების ამაღლების კამპანია - „მე ვირჩევ თანასწორობას“ დაიწყო.
საქართველო უერთდება ევროპის საბჭოს ცნობიერების ამაღლების კამპანიას
ევროპის საბჭოს პროექტი „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებას, შესაძლებლობების განვითარებას, ადვოკატირებასა და ცნობიერების ამაღლებას.რუსთაველის სამეცნიერო ფონდსა და ბელარუსის ფუნდამენტური კვლევის ფონდს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველო-ბელარუსის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და ბელორუსიის რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარემ ალექსანდრე შუმილინმა ბელორუსია-საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკურ კომისის თანამშრომლობის რეგლამენტს მოაწერეს ხელი.
ფრანკოფონიის კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში, ფრანკოფონია 2019-ის კონკურსების გამარჯვებული მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ, ბელგიისა და მოლდოვას ელჩებმა საქართველოსა და აზერბაიჯანში ბერტ შჰოფსიმ და გეორგე ლეუკამ, შვეიცარიის საელჩოს პირველმა მრჩეველმა ალვარო ბორგიმ დააჯილდოვეს.სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შევიდა
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, 2019-2020 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შევიდა.
ფრანკოფონიის დღეები საქართველოში
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის, შვეიცარიის, კანადის, ბელგიის, რუმინეთისა და მოლდოვის სელჩოები სასკოლო და საუნივერისტეტო დაწესებულებთან ერთად, ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღეებს აღნიშნავენ.მიხეილ გიორგაძემ ქალთა საჭადრაკო ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატიდან დაბრუნებული ქალთა ნაკრებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია გაიმართა. ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორებს ასტანაში წარმატებული გამოსვლა პირადად მიულოცეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ და მოადგილე შალვა გოგოლაძემ. მიღებას ესწრებოდნენ სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, ვეტერენი მოჭადრაკეები და მოწვეული სტუმრები.
მიხეილ ბატიაშვილმა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან განათლების რეფორმის შესახებ ისაუბრა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად უნივერსიტეტების რექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც განათლების რეფორმის ყველა მიმართულება, ამასთან, 2020 წელს დაგეგმილი საგამოცდო სიახლეები და მობილობის პროცედურები განიხილა.პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის ახალი მექანიზმები იქმნება
ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, „კარგი მმართველობის ფონდი“ (GGF) განათლების სამინისტროსთან ერთად ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის ახალ მექანიზმებსა და კოლეჯების მართვის ახალ მოდელს ითვალისწინებს. ამ მიზნით, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორის დონორი ორგანიზაციების მონაწილეობით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.საქართველოში მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა იწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, დიდი ბრიტანეთის „კარგი მმართველობის ფონდის“ (GGF) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში შემუშავებული მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის სამართლებრივი ჩარჩოები, მისი დანერგვისა და დაფინანსების შესახებ შემუშავებული რეკომენდაციები და პროექტები განიხილეს.NATO-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ პრეზენტაცია
მიმდინარე წლის 13 მარტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა პრეზენტაცია NATO-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ თაობაზე. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო, აკადემიური სფეროს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იწყებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენის მიზნით გასაუბრების პროცესს.
„სწორი გზა, რომელიც ქვეყანაში საგანმანათლებლო სექტორს მოწინავე დარგად აქცევს“ - ჯეფრი დევიდ საქსი
გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა მრჩეველმა პროფესორმა ჯეფრი დევიდ საქსმა თსუ-ს სტუდენტებისა და პროფესორებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა, სადაც ანათლების მიმართულებით მთავრობის ახალი ინიციატივის - მშპ-ს 6 %- ით განათლების დაფინანსების შესახებ ისაუბრა და განაცხადა:
მიხეილ ბატიაშვილმა და UNICEF წარმომადგენელმა განათლების რეფორმა განიხილეს
განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობისა და დაგეგმილი პროექტების განხილვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ღასან ხალილს შეხვდა.სიახლეები ვერ მოიძებნა.