ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8104

ფილტრი

ნაპოვნია8104

ანსამბლი ,,ბასიანი” იაპონიაში ქართული ღვინის გამოფენაზე მონაწილეობს

იაპონიაში პროექტის - „საქართველო-ღვინის სამშობლო“ - ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება. მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით, ქალაქ ტოკიოში საქართველო მეორედ წარსდგება იაპონური საზოგადოების წინაშე.

ხელოვნებისა და კულტურის მე-8 მსოფლიო სამიტი კუალა-ლუმპურში

11-14 მარტს, მალაიზიაში, კუალა-ლუმპურში, იმართება ხელოვნებისა და კულტურის მე-8 მსოფლიო სამიტი, რომლის მთავარი თემაა „მობილური გონება: კულტურა, ცოდნა და ცვლილება“. აღნიშნულ ღონისძიებას სპიკერის რანგში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი ესწრება.

საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წელი

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ესეების კონკურსი ჩატარდა. კონკურსში გამარჯვებულები პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობაკიძემ დააჯილდოვა.

ხაშურში მრავალფუნქციური სპორტის სასახლე გაიხსნა

11 მარტს, ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე (#103) გაიხსნა ახლად აშენებული მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომელში მომზადებასაც შეძლებს სხვადასხვა სპორტის სახეობის 1500-ზე მეტი სპორტსმენი.

ფონდის გენერალური დირექტორის ოფიციალური ვიზიტი DAAD-სა და DFG-ში

მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი - ზვიად გაბისონია, ბონში ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და გერმანიის კვლევითი ფონდის (DFG) ხელმძღვანელობას შეხვდა.

რეგისტრაცია 2019 წლის გამოცდების ჩასაბარებლად 12 მარტიდან დაიწყება

რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2019 წლის 12 მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) ელექტრონულად უნდა გაიარონ.

განათლების რეფორმის ფარგლებში გადამზადების ახალი პროგრამები დაიწყება

განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კერძო სექტორთან თანამშრომლობით ახალ პროექტს იწყებს. ახალი ინიციატივა მიხეილ ბატიაშვილმა მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო, რომლებმაც თავის მხრივ, გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ახალ ინიციატივას, რათა ქვეყანაში კვალიფიციური სამუშაო ძალა განვითარდეს.

სასკოლო სახელმძღვანელოების პოტენციურ ავტორთა საყურადღებოდ

14 და 15 მარტს, 15:00 საათზე გაიმართება შეხვედრა საბაზო საფეხურის მე-7 კლასის და დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებით დაინტერესებულ პირებთან - ავტორებთან.

ირინა აბულაძე „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ სამუშაო ჯგუფს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინე აბულაძემ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის მე-2 ფაზის განხორციელების მაკოორდინირებელ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა, რომელსაც ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორი, ლორენს მერედიტი ესწრებოდა.

მემორანდუმი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და ეროვნულ მუზეუმს შორის

7 მარტს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში დაცულ, მართლმადიდებლურ საეკლესიო საგანძურზე ერთობლივ ზრუნვას ითვალისწინებს.

სკოლის მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსი ,,მომავლის ევროპელი,, გამოცხადდა

საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესა და ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლის მეცხრე-მეთორმეტე კლასელებისთვის ესეების კონკურსი “მომავლის ევროპელი” - “Imagining the European of the future?” გამოაცხადა.

მშობელთა ჩართულობა სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესში

სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოების ყველაზე დაინტერესებული სეგმენტის - მშობლების ჩართულობას.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ვიზიტი იაპონიაში

2019 წლის 28 თებერვალიდან 2 მარტის ჩათვლით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, ზვიად გაბისონია, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევით ორგანიზაციის - KEK-ის აღმასრულებელი დირექტორის - იასუჰირო ოკადას, იაპონიის პროტონების ამაჩქარებლების კვლევით კომპლექსის J-PAC-ის გენერალური დირექტორის - ნაოჰიტო საიტოსა და KEK-ის ნაწილაკებისა და ატომების შემსწავლელი ინსტიტუტის პროფესორის, კომეტის (COMET) სამეცნიერო პროექტის მენეჯერის - სატოში მიჰარას მოწვევით, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა იაპონიაში. ამასთან აღსანიშნავია , რომ პროფესორი სატოში მიჰარა 2019 წლიდან შეყვანილია ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრად.

საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამეცნიერო თანამშრომლობა გრძელდება

2019 წლის 5 მარტს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდში, ტრენინგ ცენტრის ფარგლებში, საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოსა და საფრანგეთის სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ.

ქართველი მოსწავლეების მორიგი საერთაშორისო წარმატება

მიმდინარე წლის 20-დან 25 თებერვლს, ბუქარესტში მათემატიკის მასტერსის (Romanian Masters) მე-11 ოლიმპიადა გაიმართა, სადაც მხოლოდ ის 25-მდე ქვეყანა იყო მიწვეული, რომელთა წარმომადგენლებმაც მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს.

სამინისტროს მიერ მასწავლებლებისა და მშობლებისთვის ინკლუზიური განათლების მეთოდური გზამკვლევები შემუშავდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ფსიქოლოგებისა და ოკუპაციური თერაპევტების ჩართულობით, შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის დამხმარე გზამკვლევები შეიქმნა.

განათლების რეფორმის ფარგლებში, „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვისთვის პედაგოგები და სკოლები აქტიურად ემზადებიან

განათლების რეფორმის ფარგლებში, „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვისთვის პედაგოგები და სკოლები აქტიურად ემზადებიან. 50 სკოლის მხარდამჭერი ჯგუფების მომზადება ინტენსიურად მიმდინარეობს.

ქაღალდის სეპარირებული შეგროვების კონკურსში გამარჯვებული სკოლები დაჯილდოვდნენ

მოსწავლეებმა 53 ტონა ქაღალდის ნარჩენი შეაგროვეს და კომპანიებს გადასცეს გადასამუშავებლად. პროექტი CENN, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სამ რეგიონში – კახეთი, აჭარა, შიდა ქართლი და ქ. თბილისში განხორციელდა და მისი მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება, ასევე ქვეყანაში ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზების ხელშეწყობა.

პროფესიული განათლება სკოლაში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის“ ორწლიანი საქმიანობა შეაჯამა, სადაც პროგრამაში ჩართულ პროფესიული კოლეჯების, უნივერსიტეტების, საჯარო სკოლების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ ემსჯელათ პროგრამაში არსებულ გამოწვევებსა და პროგრამის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე.

ლესია უკრაინკა 148

ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია განხორციელდება

მიხეილ ბატიაშვილი: საგანმანათლებლო გამოფენები უნიკალური შესაძლებლობაა აბიტურიენტებისთვის გაეცნონ უნივერსიტეტების პროგრამებს და მიიღონ მეტი ინფორმაცია

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-9 საერთაშორისო გამოფენას ეწვია და სხვადასხვა სასწავლებლების სიახლეებსა და შეთავაზებულ პროგრამებს გაეცნო.