სიახლეები

განათლების ხარისხის, ინოვაციების და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის პროექტი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს განათლების ხარისხის, ინოვაციების და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის პროექტს. აღნიშნული პროექტი განხორციელდება მთელი ქვეყნის მაშტაბით და მოიცავს სკოლებისა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების მშენებლობასა და რეაბილიტაციას. პროექტი შედგება ხუთი ძირითადი კომპონენტისგან:
მიხეილ ბატიაშვილმა ლადო აფხაზავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, შესაბამისი კომისიის წარდგინებით, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევებისთვის ლადო აფხაზავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ მინისტრმა ლადო აფხაზავს პირადად ამცნო, როდესაც გლობალური ჯილდოს ფინალისტს საკუთარ სოფელ ჩიბათში ესტუმრა.
განათლების საერთაშორისო გამოფენა - IEFG 2019 22-23 თებერვალი
22 თებერვალს, გამოფენების ცენტრში ექსპოჯორჯია, უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-9 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაესწრო.განათლების რეფორმის სასკოლო მიმართულებაზე მასწავლებლებთან ერთად მსჯელობა გრძელდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, სკოლის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს. რეფორმის მიმდინარეობის პროცესი და მისი განხორციელების გზები ამჯერად მან რეგიონების სკოლების დირექტორებთან და მასწავლებლებთან ერთად განიხილა და როგორც წინა შეხვედრებზე, ამჯერადაც საუბარი სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა იმ ფუნდამენტურ საკითხს შეეხო, რომელიც სკოლას გააძლიერებს, მასწავლებლის და მოსწავლის მოტივაციას აამაღლებს, სასწავლო პროცესს საინტერესოს გახდის და სწავლების ხარისხს აამაღლებს.
რეზო ესაძე-85
21 თებერვალს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, მხატვრისა და პოეტის რეზო ესაძის ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა, კინოთეატრ რუსთაველის წინ კი მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ღონისძიება ხელოვანის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა.21 თებერვალს, თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა“ გაიმართა პროექტის „UP-start” პრეზენტაცია.
21 თებერვალს, თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა“ გაიმართა პროექტის „UP-start” პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორი ანა რიაბოშენკო და ბრიტანეთის საბჭოს ხელოვნების პროგრამების მენჯერი მაია დარჩია უძღვებოდნენ.შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს რიგით VIII სხდომა
2019 წლის 21 თებერვალს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის განახლებული საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს რიგით VIII სხდომა გაიმართა.
საქართველო-გერმანიას შორის კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, პრეზიდენტთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა.მიხეილ ბატიაშვილი: „დისპორასთან მეტი კომუნიკაციისთვის სამინისტროში დიასპორის სამმართველო შეიქმნება, რომელიც თქვენთან მუდმივ კავშირში იქნება“
საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ის სიახლე ამცნო, რომელიც ახლო მომავალში სამინისტროში იგეგმება.საქართველოს გამოწვევები და ფინური მოდელის დანერგვის მექანიზმები სწავლებასა და შეფასებაში
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განათლების პოლიტიკის საკითხებზე საერთაშორისო სემინარი გაიმართა, რომელიც განათლების სისტემის ფინური მოდელის გაცნობასა და დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.
გერმანიაში მყოფ ქართველ სტუდენტებს მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმა გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა
საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ბერლინში ქართველ სტუდენტებს შეხვდა, მათ საჭიროებებს გაეცნო და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
ჟვანიას სკოლამ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ISO 9001:2015 განახლებული სერტიფიკატი მიიღო
2018 წლის დეკემბერში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, განახლებული საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ISO 9001:2015 სერტიფიკატი მიიღო, რომელიც ძალაშია 2021 წლის ბოლომდე.
მიხეილ ბატიაშვილი: „საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის კუთხით სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა და დღევანდელი შეხვედრებიც ხელს შეუწყობს, ვილაპარაკოთ უფრო დიდ პერსპექტივებზე”
საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საქართველო-გერმანიის ერთობლივ თანამშრომლობაზე ისაუბრა, რის თაობაზეც საქართველოში მალე ახალი, უპრეცედენტო პროექტის პრეზენტაცია იგეგმება.
სსსმ და შშმ სტუდენტების მხარდამჭერი მომსახურების მოდელი შეიქმნა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების მხარდამჭერი მომსახურების მოდელი შეიმუშავა. პროექტს დღეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები გაეცნენ.განათლების რეფორმის მიმდინარეობის პროცესში სკოლების დირექტორები აქტიურად ჩაერთნენ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, განათლების რეფორმის განხორციელების გეგმებზე დირექტორებთან და მასწავლებლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ქართველი პარამოფარიკავეების 2 ოქრო საემიროებიდან
პარასპორტის განვითარების ცენტრში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე პარამოფარიკავეებს - ირმა ხეცურიანს და ნინა თიბილაშვილს შეხვდა და საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული წარმატებები მიულოცა. სპორტსმენებთან შეხვედრას დაესწრო მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.მოქნილი შესაძლებლობა კარიერული განვითარებისთვის
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდთან (GGF) თანამშრომლობით, კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-5 საფეხურის ახალი პროგრამები შეიმუშავეს. პროგრამების განხილვის მიზნით, დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართა.
NIKO PIROSMANI – A Wanderer Between Worlds არლში, ვინსენტ ვან გოგის მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საფრანგეთში, ქალაქ არლში მდებარე ვინსენტ ვან გოგის მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეში გამოიფინება.
მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენ შევეჭიდეთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას - განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმირებას და არა ფრაგმენტულ ცვლილებებს, რასაც, ყველამ ვნახეთ, რომ შედეგი არ მოაქვს“
საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც ბორჯომში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დეპუტატებს რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ცვლილებების დეტალები გააცნო.
გერმანიის ელჩი: „განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდება”
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, საქართველოში გერმანიის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა პროფესიული განათლების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება იყო.პროფესიული განათლების სფეროში ბრიტანელი ექსპერტები სულ უფრო აქტიურად ერთვებიან
ბრიტანეთის მთავრობის კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური ჩართულობით, ბრიტანეთის საბჭო ორგანიზებას უკეთებს ტრენინგებს, რომელიც პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა ტრენერ-მენტორების გუნდის ჩამოყალიბებას ემსახურება და პროგრამის „ინგლისური დასაქმებისთვის პროფესიულ განათლებაში“ ფარგლებში ხორციელდება.სიახლეები ვერ მოიძებნა.