ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8104

ფილტრი

ნაპოვნია8104

განათლების კუთხით საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა ახალ ფაზაში გადადის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ძი იანჩიმ ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიზანს საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობა წარმოადგენს.

ლევან კობიაშვილი სფფ-ს პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

15 თებერვალს, სასტუმრო “ჰუალინგში” გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 29-ე საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა, რომელზეც დელეგატებმა ხმათა უმრავლესობით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი - ლევან კობიაშვილი. ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში 29 დელეგეტიდან 28-მ მიიღო მონაწილეობა და ლევან კობიაშვილს მხარი ერთხმად დაუჭირა. კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციას 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. სფფ-ის პრეზიდენტთან ერთად რიგით 29-ე ყრილობაზე დელეგატებმა აღმასრულებელი კომიტეტის შემდეგი შემადგნელობა აირჩიეს: აკაკი ალადაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ილია ინჯია, ნინო სორდია, თენგიზ სულაქველიძე, რომან ფიფია, ბესიკ ჩიხრაძე, კახა ჭუმბურიძე, გოჩა ჯამარაული და ნიკოლოზ ჯღარკავა.

„საქართველოს აქვს ამბიციური გეგმები განათლების სექტორში, ეს არის ფუნდამენტური ქვეყნის მომავლისთვის და ჩვენ მზად ვართ, ამ პროცესის ნაწილი ვიყოთ“ - როს უილსონი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძემ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როს უილსონთან ერთად განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის მიმართულებებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელა. შეხვედრაზე განხილულ იქნა რეფორმის ყველა მიმართულება, როგორც ერთიანი სისტემის ნაწილი და მისი ცალკეული კომპონენტები, როგორებიცაა ახალი სკოლის მოდელი, კურიკულუმი, მასწავლებლების პროფესიული ზრდა, ინფრასტრუქტურა და სხვა.

იაპონიასთან თანამშრომლობა მეცნიერების განვითარებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და იაპონიის სოკენდაის ეროვნული უნივერსიტეტი (SOKENDAI) სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის. შესაბამის მემორანდუმებს დღეს მოეწერა ხელი.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ვიზიტი ოქსფორდის უნივერსიტეტში

2019 წლის 11-13 თებერვალს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია საქმიანი ვიზიტით იმყოფება ქ. ოქსფორდში. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას ოქსფორდის უნივერსიტეტსა და სამეცნიერო ფონდს შორის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ პროგრამის შესახებ, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდა მეცნიერებს ერთი წლის მანძილზე თავიანთი სამეცნიერო კვლევა აწარმოონ ოქსფორდის უნივერსიტეტში, მათ შორის ბოდლეინის ბიბლიოთეკაში მარჯორი და ოლივერ უორდროპების არქივების (Bodleian Library, University of Oxford) ბაზაზე ანთროპოლოგიის, სოციოლოგიის, ეკონომიკის, პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ისტორიის, ხელოვნების, რელიგიის, კულტურის, ხელნაწერთა შესწავლის მიმართულებით.

შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მსოფლიო ბანკის ეგიდით მოსამზადებელი პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები ირინა აბულაძე, ნათია ზედგინიძე და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.

თბილისის 195-ე საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი მოეწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქუტრის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა, საქართველოს პარლამეტის მაჟორიტარ დეპუტატთან ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად, თბილისის 195-ე საჯარო სკოლის ახალი სპორტული მოედანი გახსნეს.

კონფერენცია „ერთად სკოლამდელი განათლების განვითარებისთვის“

სამინისტროში კონფერენციის მონაწილეებს შეხვდა მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, რომელმაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა სკოლამდელი განათლების განვითარებისთვის საჭირო კომპლექსური სამუშაოების შესახებ, რომლებსაც სამინისტრო აქტიურად აწარმოებს სხვა პასუხისმგებელ სამინისტროებთან, მუნიციპალიტეტებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

ნათია ზედგინიძე: „ყველა პრობლემაზე, რომელზეც აქცენტი გაკეთდა სახალხო დამცველის ანგარიშში, ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურის მომართულებით პრეზენტაციის წარდგენისას“

"ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ სისტემაში ბევრი, წლების განმავლობაში დაგროვილი ინფრასტურქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემაა და შევიმუშავეთ კონკრეტული გეგმა, რაც სისტემურ მიდგომას ეფუძნება".

ნათია ზედგინიძემ ბიუჯეტის პრიორიტეტული გადანაწილების შესახებ ისაუბრა

ნათია ზედგინიძე: „გასამმაგებული ბიუჯეტით დავეხმარებით პირველ რიგში იმ სკოლებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ხოლო მარტივი პრობლემების მოგვარება პრიორიტეტული უნდა გახდეს სკოლების ადმინისტრაციისთვისაც“

გამარჯვებული სასკოლო სპორტული კლუბები გამოვლინდნენ

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში პროექტის „სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების გაძლიერება“ფარგლებში დაჯილდოება გაიმართა.

განათლების ექსპერტი თამარ ჯაყელი - ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტებში ძალიან ბევრი გაუგებრობაა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სისტემაში ფუნდამენტურ ცვლილებებს აანონსებს. უფრო კონკრეტულად, ცვლილებები ეხება როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ისე სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ სასწავლო პროცესს.

დამატებთი ინფორმაცია საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის გამოცდის ჩაბარების შესახებ ახალი რეგულაცია ამოქმედდა. ეს გამონაკლისია და ამ გამონაკლისის მთავარი საფუძველი თანაბარი პირობებისა და ყველასათვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა და უზრუნველყოფა გახდა.

მიხეილ ბატიაშვილი: „დღეს თქვენ ისევ დადგით სპექტაკლი, მიაგზავნეთ ხალხი სამინისტროში და გვაჩვენებთ დამონტაჟებულ ვიდეოს, 10 წუთის ნაცვლად ამოგლეჯილ წამებს”

დეპუტატ სერგი კაპანაძის მიერ პარლამენტში ნაჩვენებ დამონტაჟებულ ვიდეოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სიცრუე უწოდა, რადგან მის მიერ წარმოდგენილი მასალა იყო არასრულია და ტენდენციურ ხასიათს ატრებდა.

მიხეილ ბატიაშვილი: „რასაც აქ ვუყურებ შეურაცხყოფას, ტყუილს, მონტაჟს და ცილისწამებას, ამ ყველაფერზე მაქვს დეჟავის შეგრძნება, რომ ვცხოვრობ 9 წლის წინ“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტში ორდღიანი გამოსვლის შედეგები შეაჯამა.

გენერალური დირექტორის ზვიად გაბისონიას შეხვედრა სტუ-ს და სდასუ-ს პროფესორ - მასწავლებლებთან.

განათლების რეფორმის ფარგლებში სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ გამართა შეხვედრა სტუ-ს და სდასუ-ს პროფესურასთან. ზვიად გაბისონიამ სამეცნიერო საზოგადოებას გააცნო განათლების რეფორმის ფარგლებში ,,მეცნიერების“, მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები.

„მიხეილ ბატიაშვილი: ვმუშაობთ იმ კუთხით რომ მომავალ წელს გვქონდეს უმაღლესი განათლების ახალი მოდელი“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანასების ახალ მოდელზე ისაუბრა, რომ არსებული არაეფექტურა და სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად, ახალ მოდელზე მუშაობს.

მიხეილ ბატიაშვილი: „როდესაც წერილში საუბარია მძიმე დარღვევებზე, ჩვენი მოვალეობაა მასზე რეაგირება ძალიან სწრაფად მოვახდინოთ, მით უმეტეს, როდესაც საქმე ჩვენს ბავშვებს ეხება“

„ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებთ ყველა შეკითხვაზე მაქვს პასუხი და დეტალურად წარმოვადგენ სტატისტიკას, თუ რამდენი სკოლის შემოწმება ხდება წლების მიხედვით“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დეპუტატთა კითხვების საპასუხოდ, რომელის თქმით, სრულ ინფორმაციას კომიტეტის სხდომაზე ქრონოლოგიურად წარადგენს.

მიხეილ ბატიაშვილი: თუ უნივერსიტეტმა დაკარგა ავტორიზაცია, ერთი წელი მას არ აქვს საშუალება აღმოფხვრის შემთხვევაში, დაადასტუროს - ეს არ არის სწორი და ამაზე ვინუშავებთ

„თუ უნივერსიტეტმა დაკარგა ავტორიზაცია, მას ერთი წელი არ აქვს უფლება განაცხადი თავიდან შემოტანოს – ეს არ არის სწორი და ამაზე ვიმუშავებთ.

განათლების კომპონენტი მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამებში

„სამინისტროების გაერთიანებას ბევრი დადებითი მხარე აქვს. მნიშვნელოვანია კულტურის კომპონენტის გაძლიერება სასწავლო პროგრამებში. ეს არის შესაძლებლობა ბავშვებისთვის, მიიღონ განათლება სასკოლო პროგრამის გარეთ,“ – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„მიხეილ ბატიაშვილი: გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევას დაეფუძნა“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა, რომლებიც განათლების რეფორმის შემუშავების პროცესში სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობდნენ.