სიახლეები
მინისტრი 64-ე საჯარო სკოლას ეწვია
ალექსანდრე ჯეჯელავა საჯარო სკოლებში ვიზიტებს აგრძელებს. ამჯერად, მინისტრის N64 საჯარო სკოლას ეწვია და სასწავლო წლის დაწყება ამ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცა.თსუ არქეოლოგების უახლესი აღმოჩენა გრაკლიან გორაზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რამდენიმე დღის წინ, ახალი არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინა. უახლესი აღმოჩენა ძვ. წ. XI-X საუკუნეებით თარიღდება. დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გრაკლიანის არქეოლოგიურ ბაზაზე ახალ არტეფაქტებს გაეცნო.2016–2017 სასწავლო წელი დაიწყო
15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონიდან მიულოცა. ამავე დღეს, მინისტრი თბილისის მე-60, 186–ე, 112–ე საჯარო სკოლებსა და კერძო სკოლას „პოლიგლოტი“ ეწვია და სკოლის წარმომადგენლებს პირადად მიულოცა სასწავლო წლის დაწყება.სომხეთის განათლების მინისტრი განათლების ხარისხის ეორვნულ ცენტრში
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი ლევონ მკრტჩიანი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დიასპორისა და საგარეო ურთიერთობების სამმართველოს დიასპორის განყოფილების უფროსი ბატონი კარენ მნაცაკანიანი.ალექსანდრე ჯეჯელავა სომეხ კოლეგას შეხვდა
საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ლევონ მკრტჩიანის ხელმძღვანელობით.მომავლის ბანაკში ზაფხული 2 300-ზე მეტმა მოზარდმა გაატარა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე ანაკლიაში „მომავლის ბანაკს" ეწვივნენ.სამუშაო შეხვედრა საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებთან
საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა მუდმივმოქმედი საბჭო ამოქმედდება. დღეს, დირექტორთა საბჭოს წევრების არჩევასთან, საქმიანობის ფორმატთან და შინაარსთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, დირექტორთა სამუშაო ჯგუფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური შეხვდნენ.საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისში
ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მთავრობის სხვა წევრები, მეცნიერები და განათლების სისტემის წარმომადგენლები დაესწრნენ.
განათლების განვითარების პლატფორმის შეხვედრა
გაცნობებთ რომ განათლების განვითარების პლატფორმის მორიგი შეხვედრა გაიმართება ხვალ, 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრში.ინვესტიცია განათლებაში
ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული, საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაცია და წარმატებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის, ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს პროგრამის „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის საქართველოში“ ფარგლებში დაიწყო ტრენინგების ციკლი საჯარო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციისთვის თემაზე „მოწყვლადი ჯგუფების ბავშვთა საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიკაცია, მათთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის სტრატეგიები“.რექტორთა საბჭო განახლებული შემადგენლობით შეიკრიბა
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორთა საბჭოს განახლებული შემადგენლობის პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა. სხდომაში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები იღებდნენ მონაწილეობას.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2016 წლის 8 სექტემბრის №888 ბრძანებით დამტკიცდა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პოგრამაზე 2016 წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარმოსადგენი სპეციალური ანკეტა-კითხვარის ფორმა და ასევე განისაზღვრა მისი წარმოდგენის ვადები.შეხვედრა სამართლის მიმართულების სპეციალისტებთან
ინტერბიზნესის აკადემიის ინიციატივით, პროფესიული განათლების სამართლის მიმართულების პროგრამების განხილვის მიზნით, საქართველის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა.მინისტრი რესურსცენტრების ხელმძღანელებს შეხვდა
იმისათვის, რომ სისტემამ გამართულად იფუნქციონიროს და სწავლა/სწავლების ხარისხი და ხელმისაწვდომობა თანაბარი იყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რესურცენტრების ხემძღვანელებს შეხვდა.თსუ-ში თანამედროვე ექსპერიმენტული ფიზიკის სმარტ-ლაბი გაიხსნება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანულ-ქართული სამეცნიერო ხიდის ფარგლებში თანამედროვე ექსპერიმენტული ფიზიკის სმარტ-ლაბი (SMART|Lab) გაიხსნება.მულტილინგვური განათლება-გამოწვევები და პერსპექტივები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტემპუსის ერთობლივი პროექტის "DIMTEGU-მულტილინგვურ მასწავლებელთა მომზადების პროგრამების შექმნა და დანერგვა საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტებში" შემაჯამებელი კონფერენცია "მულტილინგვური განათლება-გამოწვევები და პერსპექტივები" გაიმართა.შეხვედრა ალექსანდრე ჯეჯელავასა და მოლდოვას რესპუბლიკის ელჩს შორის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ბ-ნ ალექსანდრე ჯეჯელავასა და საქართველოში მოლდოვას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ბაქოში) გეორგე ლეუკას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.ევროპის ლექსიკოგრაფთა მე-17 საერთაშორისო კონგრესი თბილისში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის მე-17 საერთაშორისო ლექსიკოგრაფიული კონგრესი გაიხსნა, რომელშიც მსოფლიოს 40 ქვეყანიდან 150 დელეგატი მონაწილეობს.მინისტრმა ქვემო ქართლის რეგიონის პედაგოგებს სიახლეები გააცნო
გრძელდება მინისტრის შეხვედრები საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან. ალექსანდრე ჯეჯელავამ ამჯერად ორი შეხვედრა ქვემო ქართლის რეგიონში გამართა, ერთ-ერთი შეხვედრა ბოლნისელ, დმანისელ და მარნეულელ 500-მდე პედაგოგთან გაიმართა.ქართველი მოსწავლეები დიდ ბრიტანეთში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბაქსვუდის საზაფხულო სკოლის მონაწილე ქართველ მონაწილეებს შეხვდა.სიახლეები ვერ მოიძებნა.