სიახლეები
მინისტრმა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ზოგად განათლებაში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით, მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
26 სექტემბერი – ენების ევროპული დღე
უკვე ტრადიციად იქცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობით 2­­6 სექტემბერს ენების ევროპული დღის საერთაშორისო მასშტაბით აღნიშვნა.სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციები
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის დასკვნითი დღე მთლიანად დაეთმო სტუდენტებს. რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებული სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციები ერთიან სივრცეში გაერთიანდა.ენების ევროპული დღე
მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ ევროკავშირის კულტურულ ინსტიტუციათა გაერთიანებამ EUNIC (European Union National Institutes for Culture), სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ენების ევროპული დღე აღნიშნა. ღონისძიება გახსნეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, EUNIC-ის პრეზიდენტმა საქართველოში შტეფან ვაკვიციმ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ.საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოფენა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოფენა გახსნა.სამეცნიერო პიკნიკი ვაკის პარკში
ვაკის პარკში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, რიგით მეხუთე სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა. ღონისძიება წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა.ალექსანდრე ჯეჯელავა ფხვენისის რეაბილიტირებულ სკოლას ეწვია
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დღეს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში რეაბილიტირებულ ფხვენისის საჯარო სკოლას ეწვია.კონფერენცია ინკლუზიური განათლების საკითხებზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს (British Council) ორგანიზებით, ინკლუზიური განათლებაზე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმდინარე საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების, ინკლუზიური განათლების პოლიტიკის პრაქტიკაში განხორციელებისა და სკოლებში ინკლუზიური კულტურის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.საინფორმაციო სემინარი დარგობრივი საბჭოების წევრებისთვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დარგობრივი საბჭოების საინფორმაციო სემინარი გაიმართა თემაზე: „დარგობრივი საბჭოების წევრთა შესაძლებლობების გაძლიერება მათი როლისა და ფუნქციების, პროფესიული სტანდარტების განხილვა-შეფასების საკითხებსა და პროფესიული კვალიფიკაციების განვითარება/განახლების მეთოდოლოგიაში“.ქართველი სტუდენტები საერთაშორისო კვლევებში ჩაერთვებიან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის ფარგლებში, სმარტ-ლაბი (SMART|Lab) გაიხსნა. SMART|Lab-ი დაეხმარება ქართველ სტუდენტებს ჩაერთონ იმ საერთაშორისო მნიშვნელობის კვლევებში, რომლებიც იულიხის კვლევით ცენტრში მიმდინარეობს.
შეხვედრა GIPA-ს მაგისტრანტებსა და პედაგოგებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკის, მედია ინჟინერიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობების მაგისტრანტებსა და პედაგოგებს, ასევე, საჯარო მმართველობისა და სამართლის სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა.სკოლის მოსწავლეებისათვის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა სკოლის მოსწავლეებისთვის, 2016-2017 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოაცხადა. ინოვაციის კონკურსის მიზანია, გამოავლინოს სამი საუკეთესო გუნდი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარმოადგენენ პროექტებს ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო სფეროში, ხოლო პირველ ადგილზე გასული გუნდი, 2017 წლის აპრილში, გაემგზავრება NASA-ში, აშშ–ში.12 მილიონიანი პროექტი დასრულდა
აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის განვითარებისთვის საქართველოს მთავრობამ 12 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ეს თანხა მოხმარდა ინფრასტრუქტურულ, აღჭურვით და პროგრამული უზრუნველყოფისათვის აუცილებელ სამუშაოებს.აშშ-ის სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის წამომადგენლები თბილისში
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა თემაზე: „უსაფრთხო სკოლა“. ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მანდატურის სამსახურის უფროსი ვახტანგ მეიფარიანი, აშშ-ს ამერიკის სკოლის ოფიცერთა ეროვნული ასოციაცია ნასროს (NASRO) აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს მაურის კენედი, სკოლის მანდატურები და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.შეხვედრა კერძო კოლეჯების წარმომადგენლებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით, კერძო კოლეჯების ხელმძღვანელებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრაზე კერძო კოლეჯების წინაშე მდგომი გამოწვევები და ასოციაციის საქმიანობა განიხილეს, ასევე იმსჯელეს პროფესიული განათლების განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე.მინისტრი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში
2016–2017 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ალექსანდრე ჯეჯელავა ეწვია. მინისტრმა პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.მინისტრი ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ეწვია. მინისტრმა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერა, ასევე შეხვედრა გამართა ფაკულტეტების წარმომადგენლებთან და აკადემიურ საბჭოსთან.თსუ-ში ბლუმბერგის საერთაშორისო კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა
კომპანია Bloomberg-მა შექმნა სპეციალური დამხმარე პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისათვის - Bloomberg Education - რომელიც გულისხმობს უნივერსიტეტში პროფესიული „დილინგ რუმის“ შექმნას 12 ტერმინალის ბაზაზე. ეს უნივერსიტეტს საშუალებას მისცემს რეალურ რეჟიმში ასწავლოს სტუდენტებს საბირჟო ოპერაციების წარმოება და ხელი შეუწყოს მათ განხორციელებაში.საქართველო-გერმანიის მეცნიერების დღე
მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზაციული ხელშეწყობით თსუ-ში ჩატარდა „საქართველო-გერმანიის მეცნიერების დღე“.მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016
პირველად საქართველოში, თბილისში „მეცნიერებისა და ინოვაციების“ ფესტივალი ტარდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ფესტივალი 17 სექტემბერს დაიწყო, 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და ყოველი დღე დატვირთული იქნება განსხვავებული ღონისძიებებით. გაიმართება გამოფენები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, ტრენინგები, ვორკშოპები, ღია კარის დღეები, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები, გასვლითი ღონისძიებები და სხვა.პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრის გახსნა
თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი - „სილიკონ ველი თბილისი“ გაიხსნა, რომელიც IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში გააერთიანებს.სიახლეები ვერ მოიძებნა.