ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

ბულგარეთთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ბულგარეთის ელჩთან საქართველოში დესისლავა ივანოვასთან.

ალექსანდრე ჯეჯელავამ გერმანიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში ჰაიკე ფაიჩთან შეხვედრა გამართა, რომელზედაც მხარეებმა არსებული ერთობლივი პროგრამები განიხილეს ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით.

ელექტრონული ინფრასტრუქტურის საერთაშორისო კონფერენცია

თბილისში ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული ინფრასტრუქტურის პირველი ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა და მის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვლი, ევროკომისიის დირექტორატის წევრი (ვიდეო ჩართვის საშუალებით) ლაურენს მერედიტი.

მასწავლებლის სახლმა მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღნიშნა

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პედაგოგთა საზეიმო მიღება გაიმართა. 100-ზე მეტ წარმატებულ პედაგოგს პროფესიული დღესასწაული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა მიულოცეს.

პროფესიული კოლეჯის „აისი“ ახალი სასწავლო ფილიალი ამოქმედდა

ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ „აისი“-ს ფილიალის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და მორიგი თანამედროვე სტანდარტების პროფესიული სასწავლო დაწესებულება განახლებული ინფრასტრუქტურით აგრძელებს ფუნქციონირებას. კოლეჯი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა მოინახულეს.

ისრაელის უმსხვილეს კომპანიასთან თანამშრომლობა შედგება

განათლების სისტემაში კერძო სექტორის ჩართულობის მიმართულებით კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა ისრაელის კომპანია ATC (JSC Aerostructure Technologies Cyclone)-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ალექსანდრე ჯეჯელავამ მეცნიერებს მხარდაჭერა აღუთქვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებსა და მეცნიერ-თანამშრომლებს შეხვდა.

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი - 2016

რედისონ ბლუ ივერია თბილისში განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისა და სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობით „განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი 2016“ გაიმართა.

ცარცით ხატვის ფესტივალი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ორგანიზაცია ,,ვორლდ ვიჟენ საქართველოსთან“ (,,World Vision Georgia”) ერთად, ახორციელებს ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროექტს მიუსაფარი ბავშვებისთვის.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო

3 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, 150-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. საქართველოს განათლების მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რეგისტრაციის პროცესს გლდანის პროფესიულ კოლეჯში გაეცნო.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის რეგისტრაცია იწყება

3 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, 150-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება.

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, პირველ ოქტომბერს, სხვადასხვა პროექტებსა და კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეთა 700–ზე მეტ წარმატებულ პედაგოგთან საზეიმო შეხვედრა გაიმართა.

„ საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პერსპექტივები“

დღეს, PMC კვლევითი ცენტრმა საქართველოში საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის პერსპექტივების შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია და საჯარო განხილვა მოაწყო.

ხიდისთავის რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნენსი ლიმ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნეს.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 3 ოქტომბერს დაიწყება

3 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით იწყება სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 150-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე.

ინკლუზიური პროფესიული განათლება საქართველოში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინიტროს გენერალური მდივნის მოადგილეს და ერთობლივი პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ ნორვეგიელ ლიდერს შეხვდა.

გორში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

700 მოსწავლე გორში, სწავლას თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლაში განაგრძობს, - გორის რეაბილიტირებული #5 საჯარო სკოლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან, აშშ-ის ელჩ იან კელისთან და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნენსი ლისთან ერთად გახსნა.

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შესახებ კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

მანდატურის სამსახური რეგიონებში ფართოვდება

გორის რაიონის სოფლების რამდენიმე დიდკონტიგენტიან საჯარო სკოლაში მანდატურები პირველად შევიდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, მანდატურის სამსახურის უფროსმა ვახტანგ მეიფარიანმა, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა მანდატურები პირადად წარუდგინეს სოფელ კარალეთის N1 საჯარო სკოლას.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა სწავლა განაახლა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონია გამართა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნენსი ლი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე.

12 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია პროფესიული განათლებისთვის

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გამართა.