სიახლეები

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მინისტრები „მომავლის კლასის“ კონცეფციას გაეცნენ
ფრანკფურტში, წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან ერთად ინოვაციების პავილიონს ეწვია და „მომავლის კლასის“ კონცეფციას გაეცნო.„სამუშაო ადგილზე სწავლების საუკეთესო პრაქტიკა“ - პროექტის შედეგების პრეზენტაცია
„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში", ათასწლეულის გამოწვევის ფონდის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ მცირე საგრანტო პროექტის შედეგების პრეზენტაცია გამართა, რომელსაც პროექტის მონაწილეებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო.ქეთევან ნატრიაშვილმა მცხეთაში წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 24 მეათეკლასელი პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა.თბილისში 25 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-გამაგრება განხორციელდება
ევროსაბჭოს განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ენერგო-ეფექტურობის პრინციპით, თბილსში 25-მდე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-გამაგრება განხორციელდება. „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტს“ ხელი დღეს მოეწერა.ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „ეტალონთან“
ცოდნის დონის ამაღლებისა და მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მედიაპროექტ „ეტალონს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და „ეტალონის“ ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა მოაწერეს.VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი გაიხსნა. სიმპოზიუმის თემაა „საქართველო ევროპული ცივილიზაციის კონტექსტში“.საერთაშორისო პროფესიული განათლების სპეციალისტების დაჯილდოება
სასტუმრო ბილტმორში საერთაშორისო ლიდერობის პროგრამის მონაწილეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. პროფესიული განათლების სპეციალისტები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, მივლენილი იქნენ გერმანიაში, მაგდებურგის უნივერსიტეტში პროფესიული განათლების შესწავლის მიზნით.
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია 16 ოქტომბერს სრულდება
პროფესიული განათლების მიღების მსურველებს კიდევ 2 დღის განმავლობაში, საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ 150-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე და მიიღონ განათლება უფასოდ, სახელმწიფო დაფინანსებით.გერმანული საერთაშორისო სკოლა ახალ შენობაში გადავა
2010 წელს დაარსებული თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა მალე ახალმოსახლეობას იზეიმებს. ახალი სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობის კარკასი უკვე აშენებულია.სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება
საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით და ასევე, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პოპულარიზაციის მიზნით, ახალციხის, ზუგდიდის, სენაკის, მცხეთისა და კახეთის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში ღია კარის დღე გაიმართა.ყირგიზეთთან თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას.რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა. სხდომაში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები იღებდნენ მონაწილეობას.ლამბალოში ახალი სკოლა აშენდა
საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, საქართველოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დიდკონტიგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. შედეგად, 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლას ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში გააგრძელებს, სადაც მათთვის ყველა სათანადო პირობაა შექმნილი.საგარეჯოელი მოსწავლეები კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
საქართველოს მასშტაბით წარჩინებულ მოსწავლეთა პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოება გრძელდება. სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის ამჯერად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მეათეკლასელები დასაჩუქრდნენ.ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი მეუღლესთან და შვილთან ერთად ეწვია. სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი.
ფულბრაითის პროგრამა კიდევ უფრო ფართოვდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ფულბრაითის (Fulbright) პროგრამის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელს სახელმწიფო დეპარტამენტში მიქაელა აიოვინს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე დემიენ უომპლერი, განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე. ფულბრაითის პროგრამის ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო პრემიერ მინისტრთან არსებულ განათლების საერთაშორისო ცენტრთან, რომლითაც ფულბრაიტის პროგრამა კიდევ უფრო ფართოვდება.დუალური პროფესიული განათლების განვითარება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში
11-13 ოქტომბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და მაგდებურგის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესიული განათლებისა და მომზადების UNEVOC ცენტრის თანამშრომლობით, სამხრეთ კავკასიაში პროფესიული განათლების განვითარების თემაზე, რეგიონული დუალური პროფესიული განათლების კონფერენცია ტარდება.მეათეკლასელთა კომპიუტერებით დაჯილდოება გრძელდება
სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პერსონალური კომპიუტერით ამჯერად, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის, გლდანი-ნაძალადევის და ძველი თბილისის საჯარო სკოლების 218 წარმატებული მეათეკლასელი დააჯილდოვა.სოხუმის უნივერსიტეტმა სწავლა განაახლა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს, მათ მშობლებს, პროფესორ-მასწავლებლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მიულოცა და წარმატებები უსურვა.მინისტრი კავკასიის უნივერსიტეტში
ალექსანდრე ჯეჯელავა კავკასიის უნივერსიტეტის 2016 წლის კურსდამთავრებულების დიპლომებით დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
წარჩინებული მეათეკლასელები დასაჩუქრდნენ
თბილისის ისანი-სამგორისა და ვაკე-საბურთალოს საჯარო სკოლების 240-მა წარმატებულმა მეათეკლასელმა საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი მიიღო.სიახლეები ვერ მოიძებნა.