ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

N200 საჯარო სკოლა-პანსიონის სსსმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „ჰელადოსი“ წარმოადგინეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენლები ქ. თბილისის N200 საჯარო სკოლა-პანსიონში გამართულ სპექტაკლს დაესწრნენ, რომელიც ამავე სკოლის დრამის წრის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსი“-ს მიხედვით დადგეს. სპექტაკლი სკოლის მიერ ორგანიზებულ „ღია კარის დღის“ ფარგლებში გაიმართა სკოლა-პანსიონის სსსმ მოსწავლეების სწავლებისა და მათთან მუშაობის პრინციპების გაცნობისა და გაზიარების მიზნით.

ალექსანდრე ჯეჯელავამ ესტონეთის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტროში ოფიციალური შეხვედრა გაიმართა მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას, ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვიცე-კანცლერს ლაპაჯოესა და ესტონეთის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შორის.

შეხვედრა უნგრეთის ელჩთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ შეხვედრა გამართა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში სანდორ სზაბოსთან.

ახალქალაქის რაიონის სოფელ ჩუნჩხის სკოლასთან დაკავშირებული ინფორმაცია

მიმდინარე წლის 1 ნოემბერს ხანძრის შედეგად დაიწვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლის დამხმარე ხის შენობა, სადაც განთავსებული იყო სკოლის სამი საკლასო ოთახი, სკოლის ბიბლიოთეკა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორია. ხანძრის შედეგად დაიწვა და განადგურდა წიგნები და ლაბორატორიაში არსებული ინვენტარი.

მინისტრის თავისუფალი გაკვეთილი

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელებს დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თავისუფალი გაკვეთილის ფორმატში შეხვდა.

საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადებში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვა, რომელთაც მოპოვებული გამარჯვებებისთვის სხვადასხვა პრიზები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. მინისტრის მიერ 5 მოსწავლე საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში, ხოლო 13 ინფორმატიკის ეროვნულ ტურნირში გამარჯვებისთვის დაჯილდოვდა.

დიასპორის წარმომადგენლებისათვის ქართული ენის სწავლება

დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გელა დუმბაძეს შეხვდა. მინისტრებმა მოადგილეებთან და სამუშაო ჯგუფთან ერთად განიხილეს სხვადასხვა ქვეყნებში დიასპორის წარმომადგენლებისათვის ქართული ენის სწავლების საკითხები.

დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობენ (EUVEGE , UNDP, GIZ, MCA).

ქართულ-თურქული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამა

თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ორდუს სოციალური მეცნიერებების სკოლის მიწვევით ქართულ-თურქული საგანმანათლებლო გაცვლითი კვირეული გაიმართა, რომელშიც ქ. ბათუმის კერძო სკოლა „გორდა“-ს პედაგოგებმა და მოსწავლეებმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

მინისტრი ქართულ-ამერიკულ სკოლაში

ალექსანდრე ჯეჯელავა საჯარო და კერძო სკოლების მონახულებას აგრძელებს. დღეს მინისტრი ნაძალადევის რაიონში ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას ეწვია, მშობლებს გაესაუბრა, ინფრასტრუქტურას გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო განახლებული შემადგენლობით იწყებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საავტორიზაციო განაცხადების განხილვას.

პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა ტესტირება მიმდინარეობს

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა ტესტირება დღეს დილის 09:00 საათიდან მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო. აპლიკანტები, რომლებიც პროფესიული ტესტირებისას გადალახავენ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, შეძლებენ სახელმწიფო დაფინანსებით, მიიღონ პროფესიული განათლება სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებულ სასწავლებლებში.

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა პრეტესტი დღეს ჩატარდება

პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. აპლიკანტებს საშუალება აქვთ ყოველგვარი შეფასების გარეშე გაეცნონ საგამოცდო პროცესს. პროფესიული პროგრამებისათვის ტესტირება 29 ოქტომბერს ჩატარდება.

თელავში წარმატებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამარ ბაზერაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 34 მეათეკლასელი პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა.

ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სააპელაციო საბჭო შეიქმნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებით დაინიშნენ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სააპელაციო საბჭოს წევრები.

ალექსანდრე ჯეჯელავა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალ წარმომადგენელთან საქართველოში ლაილა ომარ გადთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ალექსანდრე ჯეჯელავა N47-ე სკოლას ეწვია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ქალაქ თბილისის N47-ე საჯარო სკოლას ესტუმრა და სასწავლო პროცესს გაეცნო.

პროფესიულ სასწავლებლებში ტესტირება 29 ოქტომბერს ჩატარდება

შეგახსენებთ, დარეგისტრირებულ პროფესიული განათლების მიღების მსურველ პირთა პროფესიული ტესტირება დანიშნული იყო 30 ოქტომბერს. ვინაიდან, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა დაემთხვა ტესტირების ჩატარების თარიღს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, პროფესიული ტესტირება ჩატარდეს 29 ოქტომბერს, ნაცვლად 30 ოქტომბრისა.

პროფესიული განათლების სისტემაში მეწარმეობის მოდულის დანერგვის შეფასება განხორციელდა

პროფესიული განათლების სისტემაში ახლად დანერგილი მეწარმეობის სწავლების მოდულის შეფასების მიზნით საქართველოს განათლებისა და მენიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, ეკონომიკის საეთაშორისო სკოლის (ISET) და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

რუსთავში 63 წარმატებულ მოსწავლეს საჩუქრად კომპიუტერი გადაეცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლების 63 მეათეკლასელი პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა.

„პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტი“

საქართველო გერმანიის ორმხრივი თანმშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოკვეთილი პრიორიტეტების შესაბამისად, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერით, „პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტს“ ახორციელებს.