სიახლეები
რექტორთა საბჭოს სხდომა ზუგდიდში გაიმართა
ქალაქ ზუგდიდში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა. სხდომაში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.მინისტრი რეგიონის სკოლებს ესტუმრა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აგრძელებს რეგიონის სკოლების მონახულებას. ამჯერად, მინისტრი ზუგდიდის N1 და N2, რუხის საჯარო სკოლებსა და ჯიჯის კერძო სკოლას ესტუმრა. ალექსანდრე ჯეჯელავა რეგიონის სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის, ამავე სკოლების მე-10 კლასელები პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა.კონკურსის ,,ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„თიბისი“ ბანკის ცენტრალური ოფისის საგამოფენო დარბაზში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ ფინალური ეტაპი გაიმართა. გამოვლინდნენ გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები. კონკურსი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 2010 წლიდან.საინფორმაციო დღე „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში
ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საინფორმაციო დღე ჩატარდა, რომელიც არსებული გლობალური გამოწვევებიდან გამომდინარე, მიგრაციის თემებს მიეძღვნა.არაფორმალური განათლების აღიარება
არაფორმალური განათლების აღიარების საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა.უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს ორგანიზებით და ასოციაცია „დეას“ მხარდაჭერით პროექტის ,,უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოში ავსტრიის ელჩს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოში ავსტრიის ახლადდანიშნულ ელჩს აქსელ ვეხს უმასპინძლა.სკოლის დირექტორთა სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა
სკოლის დირექტორთა საბჭოს წევრების არჩევასთან, საქმიანობის ფორმატთან და შინაარსთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა სამუშაო ჯგუფი, მორიგ შეხვედრაზე, კლასიკურ გიმნაზიაში შეიკრიბა.
კახეთის რეგიონის წარმატებული მოსწავლეები დასაჩუქრდნენ
წარჩინებულ მოსწავლეთა პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოება გრძელდება. სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის ამჯერად, კახეთის რეგიონის სკოლების 300-მდე მეათეკლასელი დასაჩუქრდა. მოსწავლეებს კომპიუტერები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინიტრაციის უფროსმა თამარ ბაზერაშვილმა გადასცა. ღონისძიება ტრადიციულად ყვარელში, ილიაობას, ილიას სახლმუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართა.განათლების საკითხებზე კლასიკურ გიმნაზიაში იმსჯელეს
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი მარიამ ჯაში მშობლიურ სკოლას, პირველ კლასიკურ გიმნაზიას ესტუმრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ლია გიგაურთან ერთად.ალექსანდრე ჯეჯელავა 122-ე საჯარო სკოლას ეწვია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ქალაქ თბილისის 122-ე საჯარო სკოლას ესტუმრა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.ტურინის პროცესის რეგიონული კონფერენცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ,,ტურინის პროცესის“ რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ჩამოსული არიან ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში ჩართული ქვეყნების წარმომადგენლები."ჰორიზონტი 2020"-ის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
საქართველოს ასოცირებას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამასთან ,,ჰორიზონტი 2020“ და მასში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის გაძლიერებას მიეძღვნა საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პარტნიორი ინსტიტუციებისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.იტალიასთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა
იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პაოლო ჯენტილონისა და სხვა ოფიციალური პირების საქართველოში ოფიციალური ვიზიტრის ფარგლებში, ხელი მოეწერა განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს.იტალია-საქართველოს ურთიერთობები და ევროპის მომავალი
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონი სტუმრობს. დღეს გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე განხილული იქნა ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები მრავალი მიმართულებით, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ და საგანმანათლებლო სფეროებში.ლია გიგაური ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ექსპერტს მეგი ნიკოლსონს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI), განათლების სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და ექსპერტები.რუსთავში საუნივერსიტეტო კამპუსი ამოქმედდა
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ქალაქ რუსთავში, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერისტეტის ახალი საუნივერსიტეტო კამპუსი გახსნეს.სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლაში სწავლა არ შეწყვეტილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლა მოინახულა.ქართული დიპლომატიის დღე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ქ. თბილისის საკრებულოში ქართული დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრო.სკოლებში სწავლა-სწავლების ტექნოლოგიების ინტეგრაციის მხარდასაჭერად
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და Microsoft-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც საქართველოს სკოლებში სწავლა-სწავლების პრაქტიკების მხარდასაჭერად, Wi-Fi ტექნოლოგიის დანერგვის კუთხით თანამშრომლობას ეხება.ლურჯი ოკეანე - წარმატების ბიბლიოთეკა
პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში, ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ ცენტრში „სილიკონ ველი თბილისი“, ბიზნეს ვორკშოპი გაიმართა თემაზე „მართვის სტანდარტები და გაყიდვების ხელოვნება თანამედროვე სამყაროში“.სიახლეები ვერ მოიძებნა.