სიახლეები
მინისტრმა თბილისის სკოლები მოინახულა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამჯერად, თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონს, 136-ე საჯარო სკოლას და კერძო სკოლა აია-ჯესსის ესტუმრა. ალექსანდრე ჯეჯელავა სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა.ტურიზმისათვის საჭირო პროფესიული უნარები
,აღმოაჩინე შენი ტალანტი,, - აღნიშნული ლოზუნგით გაიხსნა დღეს პროფესიული უნარების ევროპული კვირეული, რომელიც წელს პირველად ტარდება და ამით საქართველო, პროფესიული უნარების ევროპულ კვირეულს უერთდება.საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობა 2014-2016
შემაჯამებელი ღონისძიება „ეროვნული სასწავლო გეგმა - განვითარება და დანერგვა“ გაიმართა. 2017-2023 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის ფარგლებში, უკვე მესამე წელია ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს ფონდ „ინოვეს“ ექსპერტები კონსულტირებას უწევენ ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საგნობრივ ექსპერტთა ჯგუფებს.პროფესიული უნარების მქონე პირების დასაქმება საქართველოში
განათლებისა და დასაქმების სფეროებში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრები, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდნენ.ქვეყნებს შორის პარტნიორობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ამ საელჩოსთან არსებული სამოქალაქო სამხედრო მხარდაჭერის მექანიზმის (Civil Military Support Element (CMSE)) წარმომადგენლებს შეხვდა.
ქართველი ბავშვები საბერძნეთში მშობლიურ ენას ისწავლიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთს ეწვია. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საბერძნეთში განათლების, კვლევის და რელიგიის საქმეთა სამინისტროსთან მოლაპარაკებების დასრულება საბერძნეთის სკოლებში ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ენის სწავლების ნებართვასთან დაკავშირებით.
კონკურსი "კრეათონი"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით აცხადებს „კრეათონს“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები 12 საათის განმავლობაში ერთმანეთს შეეჯიბრებიან საუკეთესო კონცეფციის შექმნაში.
განათლების სამინისტროს განცხადება თსუ-ში განვითარებული მოვლენების თაობაზე
სტუდენტების მცირე ჯგუფს, რომელიც უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რადიკალური ფორმებით გამოხატავს პროტესტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ისევე როგორც თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ თანამშრომლობის ყველანაირი ფორმატი შესთავაზა.
მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში
მინისტრობის კანდიდატების შეხვედრა მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქციების უმცირესობის წარმომადგენლებთანუპრეცედენტო პროექტი საინჟინრო სფეროში
თბილისში თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა აშენდება. პროექტის პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა და იგი სააქციო საზოგადოებამ „აეროსტრუქტურები, ტექნოლოგიები, ცილკონი“ (JSC "Aerostructures Technologies Cyclone") წარმოადგინა.ტექნოლოგიები განათლების სისტემაში
Microsoft - საქართველოს ორგანიზებით, განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თემაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მისი ქვეუწყებებისა და საგანმანათლებლო სფეროს სხვა წარმომადგენლებისათვის, ორდღიანი კონფერენცია გაიმართა.ტურინის პროცესის რეგიონული კონფერენცია გაიმართა
ევროკომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროპის განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებით, „ტურინის პროცესის” აღმოსავლეთ პარტნიორობის შემაჯამებელი, რეგიონული კონფერენცია გაიმართა.ესტონელები ქართველ კოლეგებს გამოცდილებას უზიარებენ
გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომში ორმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოწვევით, საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის განათლებისა და კვლევების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 19-20 ნოემბერს ყოველწლიური ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კონფერენცია ტარდება, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.მინისტრი რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, რეგიონული მედიის ჟურნალისტებისათვის, შრომის ბაზრისა და პროფესიული განათლების თემაზე, სემინარი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ჟურნალისტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა შეხვდა და იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე ესაუბრა, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან უკვე გატარდა და რომელიც, პროფესიული განათლების სისტემაში იგეგმება.ახალი კავშირები უმაღლესი განათლების სფეროში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს პასკალ მენიეს, საელჩოს წარმომადგენლებსა და პარიზი - სორბონა აბუ დაბის უნივერსიტეტის დელეგაციას, შეხვდა.შეხვედრა ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ბრიტანეთის საბჭოს (British Council) რეგიონალურ დირექტორს ენდი ვილიამსს და ბრიტანეთის საბჭოს დირექტორს საქართველოში ზაზა ფურცელაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგები და დასახეს სამომავლო გეგმები, რომელიც ხელს შეუწყობს ინგლისური ენის კიდევ უფრო პოპულარიზაციას და სწავლების არეალის გაფართოებას.შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის პედაგოგებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რეგიონებში მასწავლებლებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად მინისტრმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 1000-მდე პედაგოგთან გამართა შეხვედრა ამბროლაურსა და ცაგერში. შეხვედრების დაწყებამდე მინისტრმა რეგიონის წარჩინებული მეათეკლასელები პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა.ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს მიმდინარე და სამომავლო გეგმები გააცნო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალისტებს შეხვდა და ბოლო პერიოდის სიახლეები გააცნო.მინისტრმა თბილისის სკოლები მოინახულა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამჯერად, თბილისის 151-ე და 128-ე საჯარო სკოლებს და კერძო სკოლა მწიგნობართუხუცესს ესტუმრა. ალექსანდრე ჯეჯელავა სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა.სიახლეები ვერ მოიძებნა.