ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტები დაფინანსდებიან

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს სწავლის საფასურს დაუფინანსებს.

სამუშაო შეხვედრა „მეწარმეობის კლუბის“ შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის პრიორიტეტულ მიმართულებად არის განსაზღვრული მეწარმეობის უნარ - ჩვევების განვითარება საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა და პროფესიული განათლების სტუდენტთა შორის.

მინისტრმა თელავის ორი სკოლა მოინახულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თელავის პირველი და მეოთხე საჯარო სკოლები მოინახულა. ალექსანდრე ჯეჯელავა სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა.

თელავში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.

,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის საკონფერენციო დარბაზში ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა მოისმინეს ბენეფიციარების - სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდებისა და მოხალისეების - საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაციები ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

მცხეთის რაიონში ახალი კოლეჯი ამოქმედდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. წინამძღვრიანთკარში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პირველი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი გაიხსნა.

ადამიანის უფლებათა დაცვის დღე

საქართველოს მთავრობის ინიციატივით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

გოგებაშვილის პედაგოგიკა - თანამედროვე გამოწვევები

2016 წელს შესრულდა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ პირველი ბეჭდური გამოცემიდან (1876 წ.) 140 წელი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ორგანიზებით, ახალგაზრდული კონფერენცია “გოგებაშვილის პედაგოგიკა - თანამედროვე გამოწვევები” გაიმართა.

პროფესიული უნარების ევროპული კვირეული დასრულდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა პროფესიული უნარების ევროპული კვირეულის დახურვა, პროფესიული განათლების სფეროში ახალი ინიციატივების განხილვის ფონზე განახორციელა.

წლის საუკეთესოები დასაჩუქრდნენ

ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის #4 საჯარო სკოლაში ყოველწლიურად იმართება წარმატებულ მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაჯილდოვების ცერემონია, რომელიც მიმდინარე წელსაც გაიმართა და მას ბევრი საპატიო სტუმარი ესწრებოდა.

კონკურსის „მე ომბუდსმენი 2016“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

კონკურსი „მე–ომბუდსმენი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ დაფინანსებით გაიმართა.

ახალი სკოლის მშენებლობა საბურთალოს რაიონში

საბურთალოს რაიონში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლა შენდება. 61-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა მომავალი სასწავლო წლიდან შევა ექსპლუატაციაში.

მინისტრი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში

კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში სტუმრობდა. ალექსანდრე ჯეჯელავა მოსწავლეებს შეხვდა და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი აუდიტორიები დაათვალიერა.

კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის ეგიდით, ფართომასშტაბიანი ფორუმი გაიმართა სახელწოდებით: „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის“.

პროფესიული კვალიფიკაციების თემაზე სემინარი ჩატარდა

EU4Business ინიციატივის ფარგლებში, თემაზე - პროფესიული კვალიფიკაციები მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისთვის საქართველოში, სტრატეგიული სემინარი გაიმართა.

,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო ,,ლოპოტა სპა რეზორტში“ სამდღიანი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადბა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 9 დეკემბერს, სხვადასხვა უწყებებთან ერთად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, კონფერენციის გამართვის ერთ-ერთი ინიციატორია.

2025 წელს ინკლუზიური განათლება გულისხმობს ყველას

ინკლუზიური განათლების მესამე საერთაშორისო კონფერენცია „2025 წელს ინკლუზიური განათლება გულისხმობს ყველას“ გაიმართა. კონფერენცია მიეძღვნა განათლების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ მიდგომას, რომელიც გულისხმობს გაცილებით მეტს, ვიდრე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობაა.

აშშ-ის მთავრობა საქართველოში პროფესიული განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველო ორგანიზებით, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის II რაუნდის პრეზენტაცია გაიმართა.

ცვლილებები უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით, ორდღიანი კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „ცვლილებები უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში - განვითარებასა და შედეგზე ორიენტირებული მექანიზმების ხელშეწყობა“.

კოლეჯი „მერმისი“ პროფესიული უნარების ევროპულ კვირეულში ჩაერთო

დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები საზოგადოებრივ კოლეჯს „მერმისი“ ეწვივნენ და მონაწილეობა მიიღეს ღია კარის ღონისძიებაში - დაათვალიერეს კოლეჯი, მიიღეს ინფორმაცია პროფესიული განათლებისა და გადამზადების არსებული პროგრამების შესახებ და პირადად ჩაერთნენ პროგრამების პრაქტიკულ დემონსტრაციაში.