ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

სტარტაპ საქართველოს პროექტში სტუდენტები ჩაერთვებიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რეგიონებში არსებული უნივერსიტეტების რექტორებს, სხვა ხელმძღვანელ პირებსა და შპს „სტარტაპ საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა.

ეროვნული პროფესიული საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს 2016 წლის ბოლო შეხვედრა ახალი შემადგენლობით გაიმართა, სხდომას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა.

მინისტრი სისტემის განვითარების ხედვის წარდგენას აგრძელებს

ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითადი მიმართულებები ამჯერად, განათლების თემებზე მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენლებსა და განათლების ექსპერტებს წარუდგინა.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები დაფინანსებული სტუდენტების სია

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსება (პირველი სემესტრი)

განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითადი მიმართულებები

ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითადი მიმართულებები პრემიერ მინისტრს, მთავრობის წევრებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.

საქართველო ჰორიზონტი 2020 პროგრამის ასოცირებული ქვეყანაა

საქართველოს პარლამენტმა მოახდინა ჰორიზონტი 2020 პროგრამაში ჩვენი ქვეყნის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება და საქართველო პროგრამის სრულუფლებიანი ასოცირებული ქვეყანა გახდა.

პროფესიულ განათლებაში მიღწეული შედეგები შეჯამდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, პროფესიული განათლების სფეროში 2016 წელს მიღწეული შედეგები ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად, „დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების საკოორდინაციო საბჭოს“ სხდომაზე შეაჯამა.

უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს „უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა“ პროგრამის განხორციელებას. პროგრამის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის სისტემის მოდერნიზაციის ხელშეწყობა.

იძულებით გადაადგილებულ პირებს გალფი სწავლას უფინანსებს

ნავთობკომპანია „გალფი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ სტუდენტებს სწავლას უფინანსებს. გალფის წამომადგენლებმა სასწავლო სტიპენდიები სტუდენტებს დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად გადასცეს.

გუდაურში ახალი საბაგირო გაიხსნა

გუდაურში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის - „Doppelmayr”-ის ახალი საბაგირო გაიხსნა. საბაგიროს გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.

პროფესიული რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპის შედეგების შეჯამება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპის შედეგების შეჯამების, არსებულ გამოწვევებზე რეაგირების და რეფორმის სამომავლო ნაბიჯების განხილვის მიზნით შეხვედრა გამართა იმ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან, რომლებიც მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.

სკოლის დირექტორთა ახლადარჩეული საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა ახლადარჩეულ საბჭოს წევრებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. მუდმივმოქმედი საბჭო საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებმა, საგანმანათლებლო სისტემის ინტერესთა ჯგუფების გათვალისწინებით, პირველად აირჩიეს.

WORLDSKILLS GEORGIA-ს რიგით მესამე ეროვნულ შეჯიბრებაზე რეგისტრაცია იწყება

გამოცადეთ თქვენი შესაძლებლობები, აღმოაჩინეთ თქვენი უნარების ძალა, მიიღეთ მონაწილეობა პროფესიული უნარების ეროვნულ შეჯიბრებაში!

სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულთა სიები

"უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე".

მინისტრი თელავის სასწავლო აეროპორტს ეწვია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის თელავის სასწავლო-საფრენოსნო ბაზა და თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით აღჭურვილი აეროპორტი “მიმინო“ დაათვალიერა. მინისტრი სტუდენტთა მიერ სასწავლო ფრენების შესრულებასაც დაესწრო.

განათლების პროექტების შეჯამება

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მიღება გამართა, რომელზედაც სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას, უმაღლესი სასწავლებლის რექტორებს, განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს წარუდგინა.

საუკეთესო კონცეფციის შექმნაში კონკურსი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, კონკურსი „კრეათონი“ განახორციელა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები 12 საათის განმავლობაში ერთმანეთს საუკეთესო კონცეფციის შექმნაში ეჯიბრებოდნენ.

მინისტრი აშშ-ის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აშშ-ის დელეგაციას შეხვდა.

საჯარო სკოლებში პროექტი „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“ ხორციელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, უსაფრთხოების გაკვეთილს დაესწრო. ალექსანდრე ჯეჯელავა და გიორგი მღებრიშვილი თბილისის 176-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ და ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარებულ უსაფრთხოების გაკვეთილს დაესწრნენ.

პროფესიული განათლების რეფორმა 2014-2016 წლებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, 2014-2016 წლებში პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმის შედეგები წარმოადგინა.

მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და კომისიის წევრებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან დაკავშირებულ ცვლიელბებზე იმსჯელეს.