სიახლეები
ლატვიასთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აგრძელებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთნ შეხვედრებს. ამჯერად, მინისტმა საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იანის ზლამეტს უმასპინძლა.თანამედროვე სასწავლო გარემო ბათუმის უნივერსიტეტში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.საბერძნეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა საბერძნეთის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტერენს-ნიკოლაოს ქუიკსი ხელმძღვანელობდა.შეხვედრა პროფესორ-მასწავლებლებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ.სკოლის დირექტორთა საბჭო აქტიურად აგრძელებს მუშაობას
საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა საბჭოს წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. სხდომა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა და საბჭოს წევრებს მთავრობის ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას გულისხმობს.„ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტი“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
პირველად საქართველოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად ბრიტანული „ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტი“ საბაკალავრო პროგრამის - ბიზნეს ადმინისტრირება-ფინანსების განხორციელებას იწყებს.თბილისის სკოლის მოსწავლეების ფოტოგამოფენა
სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ფოტოგამოფენა „მომავლის თაობა“ გაიმართა. ფოტოებში მოსწავლეებმა წინ წამოწიეს ისეთი თემები, როგორიც არის - ადამიანის უფლებების დაცვა, თანატოლთა შორის ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა, თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო ქმედებები და სხვა.მინისტრი ღვაწლმოსილ პედაგოგებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სასკოლო საზოგადოებასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს 62-ე საჯარო სკოლაში შეხვდა.Worldskills Georgia-ს მესამე ეროვნული შეჯიბრი დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 18-20 იანვარს ჩატარდება Worldskills Georgia-ს მესამე ეროვნული შეჯიბრება 6 პროფესიულ უნარში: გრაფიკული დიზაინი, ვებდიზაინი, საპარიკმახერო საქმე, სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე და სარესტორნო სერვისი.ქართული კვლევითი და ინოვაციური პროექტები დაფინანსდება
საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით, ჩვენი ქვეყნის მეცნიერები, მკვლევარები, ინოვატორები პირველად ჩაერთნენ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში - ჰორიზონტი 2020 და უკვე სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწიეს.საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართა. აკადემიური საბჭოს დადგენილებით, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ ათენის, კემბრიჯის, ლონდონისა და ბერლინის პროფესორებს საქართველოს პოპულარიზაციისა და ქართული კულტურის საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.სამუშაო შეხვედრა ირლანდიის საუნივერსიტეტო დელეგაციასთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCD) პრეზიდენტთან, პროფესორ ენდრიუ დიკსსთან სამუშაო შეხვედრა გამართა.სკოლის ახალი შენობა და ახალი მნიშვნელოვანი ინიციატივა სკოლებში
ისნის რაიონის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდრო დასახლებაში 1000 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე საჯარო სკოლა აშენდა.ილიას უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო შეიკრიბა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა. სხდომაში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები იღებდნენ მონაწილეობას.
კოლეჯ „სპექტრის“ 16 კურსდამთავრებული „ხელოსანთა ქალაქში“ დასაქმდა
ავეჯის აწყობა/კონსტრუირების მიმართულებით, ორგანიზაცია "ხელოსნების ქალაქში“ საზოგადოებრივ კოლეჯის „სპექტრი“ 16 კურსდამთავრებული დასაქმდა, მინიმალური ხელფასით - 1200 ლარი. მათგან ყველაზე მცირე ასაკის - 17, ხოლო ყველაზე ასაკოვანი 70 წლის კურსდამთავრებულია. ამ ეტაპზე საწარმოში სტაჟირებას კიდევ რამდენიმე სტუდენტი გადის, რომლებიც უახლოეს მომავალში დასაქმდებიან.არცერთი ბავშვი სავალდებულო განათლების გარეშე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროგრამის „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“ პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის მიზანია საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა, დაეხმაროს მიიღოს სავალდებულო ზოგადი განათლება (9 კლასის ატესტატი).განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიდი ბრიტანეთის ელჩს უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა.ყველა ახალი აშენებული და გარემონტებული სკოლა ინფრასტრუქტურას ახალი წესით მოუვლის
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის (O&M) პროექტის შემუშავებას ინიცირება გაუკეთეს. პროექტი სკოლებს საშუალებას მისცემს უკეთ მიხედონ ინფრასტრუქტურას, რაც აუცილებელი წინაპირობაა სასწავლო შედეგების გაუმჯობესებისთვის.ახალი სემესტრიდან მოსწავლეები სკოლებში უფრო კვალიფიციურ სამედიცინო რჩევებს მიიღებენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლების ექიმებისათვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, გაფართოებული შეხვედრა-სემინარების ციკლი დაიწყო.
საგანმანათლებლო დაწესებულებებში 14 ფაბლაბი ერთდროულად გაიხსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დახმარებით, საქართველოში არსებული 14 სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ”ფაბლაბი” მოეწყო.საახალწლო საჩუქრები მე-200 სკოლა-პანსიონის მოსწავლეებისთვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონს ეწვია, ბავშვებს ახალი წელი მიულოცა და მინისტრის სახელით, მათ საახალწლო საჩუქრები გადასცა. მინისტრის მოადგილემ მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთებიც დაათვალიერა და დამზადების პროცესსაც გაეცნო.სიახლეები ვერ მოიძებნა.