სიახლეები
კოლეჯები სართაშორისო გამოფენაზე
საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა გაიხსნა, სადაც საქართველოს უნივერსიტეტები მსოფლიოს 100-მდე საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად, სტუდენტებს, აბიტურიენტებს და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას, სწავლის დაფინანსების შესაძლებლობებს, სტიპენდიებსა და გრანტებს სთავაზობენ.ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო პროექტები ამოქმედდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პოლონეთის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარების მიზნით. ღონისძიებაზე მიმოიხილეს საქართველოსა და პოლონეთის უმაღლესი განათლების სისტემა. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გააცნეს მათი საუნივერსიტეტო პროგრამები და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.სპორტი სკოლებში
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სრულად იზიარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივას, რომელიც სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ითვალისიწინებს. ამ მიზნით, მანდატურის სამსახური საჯარო სკოლებთან ერთად, სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას იწყებს.გორის უნივერსიტეტიში რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, რექტორთა საბჭო შეიკრიბა. სხდომას ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა და მასში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები იღებდნენ მონაწილეობას.სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა
პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების უფლების რეალიზაციასა და ყველა ასაკში სასურველი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობაზე, სამმხრივი კომისიის შეხვედრაზე იმსჯელეს, რაც ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების პრობლემის გადასაჭრელად, მთავრობის ცენტრალურ ამოცანას წარმოადგენს.ახალი თვრამეტი სამეცნიერო წიგნი გამოიცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა თვრამეტი სამეცნიერო წიგნი გამოსცა. უნიკალური შინაარსის სამეცნიერო ლიტერატურა დიდ დახმარებას გაუწევს მეცნიერებს სამომავლო კვლევებში. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაარსების დღიდან მუშაობს სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით, ისეთი როგორიცაა უძველესი ხელნაწერების ტექსტის გამოცემა, ასევე ცენტრში დაცული სხვადასხვა საზოგადო მოღვაწის პირადი არქივების აღწერა, უძველეს ხელნაწერებში წარმოდგენილი მინიატურების კვლევა, მათი მხატვრული კუთხით წარმოდგენა და სხვა .
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2 სასტიპენდიო კონკურსი გამოაცხადა
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2 სასტიპენდიო პროგრამა - „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ და ,,სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2017-2018“ გამოაცხადა.
კიდევ ერთი რეაბილიტირებული სკოლა გორის რაიონში
გორის რაიონის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას თანამედროვე სტანდარტების სკოლაში აგრძელებენ. სკოლას, რომლის რეაბილიტაციაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში განხორციელდა, განათლებისა დ მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯენერ ედელმანი ეწვივნენ.მინისტრმა მედიას სისტემაში მიმდინარე სიახლეები გააცნო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს სისტემაში მიმდინარე სიახლეების ძირითადი აქცენტები გააცნო და აქტუალურ თემებზე მათ შეკითხვებს უპასუხა.მინისტრმა თბილისის სკოლები მოინახულა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თბილისის 161-ე საჯარო სკოლა და კერძო სკოლები „ლოგოსი“ და „ჰამილტონი“ მოინახულა.უნგრეთთან თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.აზერბაიჯანი საქართველოსთან თანამშრომლობას აგრძელებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა აზერბაიჯანის ახალ ელჩთან დურსუნ ჰასანოვთან გამართა.მინისტრმა ქვევრის სკოლა-სახელოსნო და იყალთოს აკადემია მოინახულა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ალავერდის მიტროპოლიტი დავითის მიწვევით, იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახელოსნო” და იყალთოს აკადემია მოინახულა.მინისტრი კახეთის სკოლებს ესტუმრა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ამჯერად, სოფელ ვარდისუბნის და სოფელ იყალთოს საჯარო სკოლები მოინახულა. ალექსანდრე ჯეჯელავა სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა.შეხვედრა პროფესორ-მასწავლებლებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. ალექსანდრე ჯეჯელავამ პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაზე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.შეხვედრა ევროკომისიის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალურ დირექტორს, კრისტიან დანიელსონს და ევროკომისიის მაღალი რანგის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.მინისტრი ფინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ფინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან არია მაკონენთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა ელჩს განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოში არსებული ვითარება და სამომავლო გეგმები გააცნო.ლია გიგაური თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.სოფელ დიოკნისში ახალი სკოლა გაიხსნა
მარნეულის რაიონის სოფელ დიოკნისის მოსწავლეები ახალი სასწავლო სემესტრიდან თანამედროვე სტანდარტების ახალ სკოლაში აგრძელებენ სწავლას. სკოლა დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.მინისტრის ახალი ინიციატივა
ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პირველად, მოსაწავლეთა მშობლების მოსმენა და მათთან ერთად, პრობლემური საკითხების მოგვარება დაიწყო.სლოვაკეთის რესპუბლიკა საქართველოსთან თანამშრომლობას აგრძელებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩ რუდოლფ მიხალკასთან გამართა.სიახლეები ვერ მოიძებნა.