სიახლეები
მინისტრმა მშობლებს დედის დღე პირადად მიულოცა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მშობელთა კლუბების წევრ, აქტიურ მშობლებს შეხვდა, დედის დღე პირადად მიულოცა.სკოლის დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა საბჭოს წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.თავისუფალი გაკვეთილები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს „თავისუფალი გაკვეთილების“ ახალ, მაშტაბურ პროექტს, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის ზრდას, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოებას, საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრებას შეუწყობს ხელს.უეფას სამიტი საქართველოში გაიმართა
საქართველოში პირველად, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ, უეფას სამიტი ჩატარდა.მინისტრის მოადგილე სკოლის დირექტორებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური ჭიათურის საჯარო სკოლის დირექტორებს შეხვდა. ანალოგიური შეხვედრების მიზანი სკოლის დირექტორების დახმარებაა, რათა მათ შეძლონ უფრო ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.11 საჯარო სკოლას ადაპტირებული ტრანსპორტი მოემსახურება
„ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ადაპტირებული ტრანსპორტით უზრუნველყოფას აგრძელებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვას
,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მრავალმხრივი ანალიზის, პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის (საქართველო 2020), საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, ადგილობრივი კონტექსტისა და პროფესიული განათლების სფეროში საუკეთესო ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა ,,პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონის პროექტი.ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი ნასაში გაემგზავრება
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ გუნდი გამოავლინა, რომელიც NASA-ში, აშშ–ში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამაში. დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიამ სულ უფროსკლასელებისაგან შემდგარი სამი საუკეთესო გუნდი გამოავლინა, რომელთაც წარმოადგინეს პროექტები ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს პრიზები გადაეცათ, ხოლო პირველ ადგილზე გასული გუნდი, 2017 წელს გაემგზავრება NASA-ში, აშშ–ში და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში.ჭიათურელი მოსწავლეების სპექტაკლის ჩვენება გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ყველა მოსწავლეს ექნება ხელოვნების სხვადასხვა დარგში საკუთარი ნიჭის გამოვლენის საშუალება. სკოლებში ამოქმედდება სახელოვნებო წრეები, ჩატარდება ხელოვნების საინტერესო გაკვეთილები ვინაიდან, მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეების ხელოვნებით დაინტერესება და მათი ჰარმონიულ განვითარება."სამოქალაქო ინიციატივათა პლატფორმის" მორიგი ზამთრის სკოლა გაიმართა
"სამოქალაქო ინიციატივათა პლატფორმის" მორიგი ზამთრის სკოლა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სკოლის მონაწილე ახალგაზრდებს ალექსანდრე ჯეჯელავა შეხვდა და თემაზე "განათლება და ლიდერობა" ლექცია წაიკითხა.მოსწავლეებმა მათ მიერ განხორციელებული პროექტები წარმოადგინეს
სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ მონაწილე მოსწავლეებმა, მათ მიერ განხორციელებული პროექტების ფოტოგამოფენა წარმოადგინეს.
სპორტული ცხოვრება სკოლებში
თბილისის 51-ე საჯარო სკოლა უერთდება მთავრობის ინიციატივას, რომელიც სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ითვალისწინებს და იწყებს სასკოლო ოლიმპიადას სპორტის 12 სახეობაში.სამეცნიერო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, 23-24 თებერვალს საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს რიგით IV სხდომა იმართება. სხდომა საბჭოს წევრმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.იუნკერთა ხსოვნის დღე
23 თებერვალს, იუნკერთა ხსენების დღეს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, იუნკერების შთამომავლებმა, ჩოხოსნებმა და სხვა საპატიო სტუმრებმა გვირგვინით შეამკეს იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა და პატივი მიაგეს 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას.ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის 2016 წლის საქმიანობის მიმოხილვა
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2016 წელს განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია გამართა.ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2017 წლის 22 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს.საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ფორუმი გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის რიგით მეოთხე ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. ფორუმზე ასოციაციის მიერ 2015-2016 წლებში გაწეული სამუშაოს ანგარიში და ამ ორი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები იქნა წარმოდგენილი.
სკოლების მართვის გაუმჯობესება - ლიდერობის აკადემია
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველო“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, ყველა საჯარო სკოლის დირექტორისა და ფასილიტატორისთვის სკოლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე ტრენინგები მიმდინარეობს.„ჰორიზონტი 2020“ - საინფორმაციო დღე
ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღეების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის - ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღე უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგიის მიმართულებით გაიმართა.საჯარო და კერძო პარტნიორობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და „ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზიას - ჯიჯი“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, საბუნებისმეტყველო საგნებში ოლიმპიადების ჩატარების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის განკუთვნილი სემინარებისა და კონფერენციების გამართვისა და ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენის მიზნით, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები შემუშავდება და განხორციელდება.განათლების მსოფლიო ფორუმი
ლონდონში განათლების მსოფლიო ფორუმი გაიმართა. ფორუმში 95 ქვეყნის განათლების მინისტრები და განათლების სფეროს 800-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.სიახლეები ვერ მოიძებნა.