ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

ინოვაციების როლი XXI საუკუნის საქართველოში

ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსი (CELA) საქართველოში ატარებს ორდღიან რეგიონულ კონფერენციას, სახელწოდებით, „ინოვაციების როლი XXI საუკუნის საქართველოში“.

სკოლებში თავისუფალი გაკვეთილების დანერგვა დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „თავისუფალი გაკვეთილების“ ახალი, მაშტაბური პროექტი დაიწყო, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის ზრდას, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოებას, საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრებას შეუწყობს ხელს.

თავისუფალ პროფკავშირებთან დარგობრივი შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა საქართველოში, რომელმაც თავისუფალ პროფკავშირებთან დარგობრივი შეთანხმება გააფორმა.

ლია გიგაური ბორჯომის სკოლების დირექტორებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ინიცირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი საპილოტე რეჯიმში მიმდინარეობს, სწორედ ამ სიახლეებზე სასაუბროდ და მათი დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. ზოგადად, ანალოგიური შეხვედრების მიზანი არის სკოლის დირექტორების დახმარება, რათა მათ შეძლონ უფრო ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.

დისტანციური სწავლება საქართველოში

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოში დისტანციურ სწავლებას მიეძღვნა.

რექტორთა საბჭო სამედიცინი უნივერსიტეტში შეიკრიბა

რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა ამჯერად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა და მას საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა.

ქართული მხარე უცხოელ კოლეგებს გამოცდილებას უზიარებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტრომ, საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფ, მაროკოს სამეფოსა და ელ-სალვადორის რესპუბლიკის ათასწლეულის გამოწვევის ფონდების დელეგაციას უმასპინძლა.

დონორთა ჩართულობა პროფესიულ განათლებაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, დონორებისა და პროფესიული განათლების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ის საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობენ (EU, UNDP, GIZ, MCA, ETF).

სასწავლო ექსკურსია ახალციხის ციხესიმაგრეზე

„ახალციხის ციხეზე“ მეცხრე კლასის მოსწავლეებს, „თავისუფალი გაკვეთილების” ფარგლებში, სასწავლო ექსკურსია ჩაუტარდათ თემაზე - საქართველოს ისტორია და სამცხე–ჯავახეთი. მოსწავლეებმა, რომლებიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ოთხი საჯარო სკოლიდან იყვნენ, ციხესთან ერთად, სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმიც დაათვალიერეს. ღონისძიების შემდეგ, მოსწავლეებს შეხვდა და მათი შეფასებები მოისმინა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.

„ჰორიზონტი 2020“-ის მორიგი საინფორმაციო დღე გაიმართა

პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ საინფორმაციო დღეების ციკლის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროგრამის ჯანმრთელობის მიმართულების საინფორმაციო დღე გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოში მედიცინის სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს.

300-მა მოსწავლემ არდადეგები ბაკურიანში გაატარა

მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, დაბა ბაკურიანში სასკოლო არდადეგებზე მყოფი 300 მოსწავლე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მოინახულა. მინისტრი მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ რამდენიმე სპორტულ ღონისძიებას დაესწრო და გამარჯვებულებიც დააჯილდოვა.

დუალური პროფესიული განათლება საქართველოში

საქართველოს პროფესიულ კოლეჯებში წარმატებით მიმდინარეობს დუალური განათლების - პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა. ამ თემას მიეძღვნა სემინარი „დუალური პროფესიული განათლება საქართველოში - განვითარების უახლოესი ტენდენციები და პერსპექტივები“.

ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მონაწილეობა მიიღო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებულ კომპანიების დაჯილდოების ცერემონიაში.

სხვადასხვა სასკოლო კონკურსში გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, ინტერვიუებისა და რეპორტაჟების კონკურსი ჩატარდა, ილუსტრაციებისა და ესეების კონკურსები გაიმართა შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად.

ინფორმატიკის ტურნირის ჩატარება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების მიზნით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის“ „სასკოლო კონკურსების ქვეპროგრამის“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს ინფორმატიკაში ეროვნული ტურნირის განმხორციელებლი ორგანიზაციის შესარჩევად.

300 მოსწავლე არდადეგებს ბაკურიანში გაატარებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობას გულისხმობს, სკოლებში საგაზაფხულო არდადაგები აღდგა.

პროექტის „შეისწავლე ისტორია, გახდი მკვლევარი“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ახორციელებენ ერთობლივ პროექტს „შეისწავლე ისტორია, გახდი მკვლევარი“.

პოტენციურ ავტორთა საყურადღებოდ!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ა.წ. 10 მარტს, 15:00 სთ.-ზე შეხვედრაზე იწვევს დაწყებითი საფეხურის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებით დაინტერესებულ პირებს - ავტორებს „ეროვნულ სასწავლო გეგმაში“ (ბრძანება N40/ნ, 18.05.2016წ.) განხორციელებული და სახელმძღვანელოების მაკეტის რეცენზირებაში დაგეგმილი სიახლეების გასაცნობად, ასევე, შესაბამისი ტრენინგებისა და საკონსულტაციო შეხვედრების დასაგეგმად.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სამეცნიერო STEM ვორქშოფი ჩაატარეს

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ქიმია-ბიოქიმიისა და კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სკოლის 70-მდე მოსწავლეს შეხვდნენ. სტუდენტებმა მოსწავლეებს ის ქიმიური ექსპერიმენტები და ტექნოლოგიურ-შემეცნებითი თამაშები გააცნეს, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლისას გამოიყენება.

შეხვედრა ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრებთან

ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებული ტრადიციული შეხვედრა- Business Luncheon ამჯერად, განათლების სფეროსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის თემას დაეთმო. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნო. მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გავუსვი კერძო სექტორის როლს პროფესიული განათლების რეფორმაში, საგანმანათლებლო პროფესიული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში.

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდელ სკოლის დირექტორებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ინიცირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი საპილოტე რეჯიმში მიმდინარეობს, სწორედ ამ სიახლეებზე სასაუბროდ და მათი დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ზუგდიდის საჯარო სკოლის დირექტორებს შეხვდნენ. შეხვედრები სკოლის წარმომადგენლებთან ყველა რეგიონში მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.