სიახლეები
ღია კარის დღე წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში
დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯს ეწვივნენ და ღია კარის დღის ღონისძიებაში მიიღეს მოანაწილეობა. მათ კოლეჯი დაათვალიერეს და ინფორმაცია მიიღეს პროფესიული განათლებისა და გადამზადების არსებული პროგრამების შესახებ. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო საინტერესო კუთხით წარმოჩენილიყო პროფესიული განათლება და ხაზი გასმოდა აქ მიღებული უნარების სხვადასხვა სფეროში დასაქმებისათვის გამოყენების რეალურ შესაძლებლობას.ლია გიგაური თბილისის სკოლებს ესტუმრა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური თბილისის მე-20 და 24-ე საჯარო სკოლებს ეწვია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ბოლო პერიოდში, მედიაში და საზოგადოებაში ახალი სახელმძღვანელოების მომზადების საკითხები აქტიურად განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო ყველა დაინტერესებულ მხარესთან მუშაობს, სამუშაო პროცესის მიღმა გარკვეული ძალები ცდილობენ თემის პოლიტიზებას. შესაბამისად, სამინისტრო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საზოგადოებამ ზუსტად იცოდეს პროცესის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი.ტრენინგკურსის შედეგად 7000-ზე მეტი მასწავლებელი გადამზადდება
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს ყველა საჯარო სკოლის 7000-ზე მეტ მასწალვებელს “აქტიური სწავლება საგნებში“ ტრენინგის კურსს შესთავაზებს. ამჟამად, უკვე დასრულდა ტრენინგის ექვსი მოდულების საცდელი ფაზა ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის სწავლებაში. საცდელ ფაზაში ცენტრის 132 ტრენერი იღებდა მონაწილეობას.
ქართული ენის დისტანციური სწავლება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს ქართული ენის დისტანციური სწავლების პროექტს უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის.შეხვედრა ირანული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ირანის ისლამური კულტურისა და ურთიერთობების ორგანიზაციის ხელმძღვანელს აბუზარ იბრაჰიმს უმასპინძლა.პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 27 მარტიდან - 8 აპრილის ჩათვლით, აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.ბულინგის პრევენციის მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს
ბულინგის პრევენციის მიზნით, მოსწავლეებისათვის, პედაგოგებისთვის და პირველად, სკოლის ფსიქოლოგებისა და მშობლებისთვის ტრენინგების ციკლი დაიწყო, რომლის მიზანია, სამიზნე ჯგუფისთვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება რა უნდა გაკეთდეს ძალადობის აღმოსაფხვრელად და მისი პრევენციისთვის მოზარდებში.ინგლისური ენის მართლწერის კონკურსის საფინალო რაუნდი გაიმართა
„ინგლისურის ენის მართლწერის ნაციონალური კონკურსი“ (NESC-GE) ამერიკული პროექტის, “Spelling BEE”- ს ანალოგია და წელს უკვე მეხუთედ იმართება საქართველოში. მასში ჩართულნი არიან მე-8 - მე-12 კლასის მოსწავლეები საქართველოს 12 რეგიონიდან.თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიები თსუ-ში
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა, აშშ-ის სავაჭრო პალატასთან (American Chamber of Commerce) თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეაბილიტირებული ქიმიის ლაბორატორიების პრეზენტაცია გამართა.პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს სხდომა გაიმართა
პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სხდომას ესწრებოდნენ სოციალური პარტნიორები და კოლეგა სამინისტოროების წარმომადგენლები. სხდომას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა.შსს-ს აკადემიასთან თანამშრომლობა გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობას აგრძელებს. დღეს შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ მოაწერეს.ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე აღინიშნა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე აღინიშნა. საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მიიღო.პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტის განხილვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტის განხილას აგრძელებს. სამუშაო შეხვედრა ამჯერად, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან გაიმართა.„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ (GWP)“ ინიციატივით გამართული კამპანიის “დაზოგე წყალი” ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.ჩვენი ხმა საზოგადოებაში
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური თბილისის 198-ე საჯარო სკოლის დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეებს ეწვია და მათთან ერთად, ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.შეხვედრა ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან
„ჯორჯია თუდეი ჯგუფის“ ორგანიზებით, ჟურნალ „ეკონომისტის“ წლიური გამოცემის „მსოფლიო 2017“ პრეზენტაცია და განათლების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა..png)
ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტები
ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტებილია გიგაური კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოებას დაესწრო
ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ნიკო კეცხოველის პრემია 2017-ისა და კონკურს „ფოტოსინთეზის“ ფინალური ტურის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ.ალექსანდრე ჯეჯელავა ბაირამის დღესასწაულზე მარნეულის მე-2 საჯარო სკოლაში
საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მოსწავლეების მიწვევით, მარნეულის მე-2 საჯარო სკოლას ეწვია, ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა და ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.აქტიური სპორტი ყველა სკოლას
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად, უპრეცედენტო საპილოტე პროექტი „აქტიური სპორტი ყველა სკოლას“ დაიწყო.სიახლეები ვერ მოიძებნა.