ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2017-2018 სასწავლო წლისათვის.

დევნილი ახალგაზრდების პროფესიული განათლების ხელშეწყობა

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, 2016 წლიდან, დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს. პროგრამით გათვალისწინებულია სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ დევნილთა მხარდაჭერა, კერძოდ, ტრანსპორტირების ან საცხოვრებელი ფართის ქირის ხარჯების ანაზღაურება.

პროფესიულ კოლეჯში „მოდუსი“ რეგისტრაცია მიმდინარეობს

რუსთავის პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“ პროფესიულ პროგრამებზე მსურველთა მიღებისთვის ემზადება. რეგისტრაციის პროცესს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრნენ, ისინი ასევე შეხვდნენ ღია კარის დღეზე მოსულ სკოლის მოსწავლეებს. ქეთევან ნატრიაშვილმა აქვე დააანონსა, რომ სამინისტრო მიმდინარე წლის მაისიდინ იწყებს კოლეჯის სრულ რეაბილიტაციას.

სპორტის საერთაშორისო დღე ფესტივალით აღინიშნა

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, თბილისის სკოლების მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების მონაწილეობით, სპორტულ ღონისძიებათა ფესტივალი გაიმართა.

ათენის 50-ე საჯარო სკოლაში ქართულ ენას შეისწავლიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით, დღეს ათენის 50-ე საჯარო სკოლაში ქართველი მოსწავლეებისათვის ქართული ენის საპილოტე პროგრამა ამოქმედდა და პირველი გაკვეთილები ჩატარდა.

კოლეჯი „აისი“ საგაზაფხულო მიღებისთვის ემზადება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს, კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში „აისი“ რამდენიმე ღონისძიებას დაესწრნენ.

საინტერესო ერთი კვირა ბაკურიანში

მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი პროექტის „ვისწავლოთ და დავისვენოთ ერთად“ ფარგლებში, დაბა ბაკურიანში მყოფი 300-მდე მოსწავლე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მოინახულა. მინისტრის მოადგილე მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ რამდენიმე სპორტულ ღონისძიებასაც დაესწრო და გამარჯვებულებიც დააჯილდოვა.

შეხვედრა ინტეგრირებული კლასების მოსწავლეთა მშობლებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისისა და რუსთავის საჯარო სკოლებში არსებული აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეების ინტეგრირებული კლასების მშობლებს უმასპინძლა. 2017 წლის მონაცეემბით ინტეგრირებულ კლასებში 70 აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლე იღებს დამატებით მომსახურებას მათი სასწავლო პროცესში ინტეგრაციის მიზნით.

პროფესიული განათლების ფესტივალი გაიმართა

პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიის ორგანიზებითა და ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დაფინანსებით, პროფესიული განათლების ფესტივალი გაიმართა.

პროექტი „კინო სკოლაში“ ახალ სეზონს იწყებს

ეროვნული კინოცენტრი პროექტის „კინო სკოლაში“ ახალ სეზონს იწყებს. ამასთან დაკავშირებით დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა ზურაბ მაღალაშვილმა პრესკონფერნცია გამართეს.

ალექსანდრე ჯეჯელავამ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები წარმოადგინა

ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები დიპლომატიურ კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.

2013 წლიდან აუტისტი მოსწავლეებისთვის სპეციალური პროგრამა მოქმედებს

2013 წლიდან აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის სპეციალური პროგრამა მოქმედებს.

შეჯიბრი ტექნოლოგიებით დაინტერესებული პროფესიული სტუდენტებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ორდღიანი „ჰაკათონი“ დაიწყო, რომელშიც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური იდეის პროტოტიპების შექმნის მიზნით, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ჯგუფები იღებენ მონაწილეობას. შეჯიბრი გახსნა და მონაწილეებს წარმატება უსურვა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ქართული ენის დისტანციური სწავლება

საქართველოს მთავრობა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს ქართული ენის დისტანციურად შესწავლას სთავაზობს. ამ პროექტის ფარგლებში, დისტანციური სწავლების პედაგოგთათვის სპეციალური პროგრამა შემუშავდა.

მიღება აშშ-ის ელჩთან საქართველოში

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს, სანდიეგოს(აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტის რაგბის გუნდი ეწვია.

შეხვედრა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელთან

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს თეიმურაზ მურღულიას, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელს ხოსე ბორგინოსა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარეს გვანცა ჯობავას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გამოფენა გაიხსნა სახელწოდებით „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“.

ვისწავლოთ და დავისვენოთ ერთად

ბაკურიანში, უკვე მეორედ, მოსწავლეთა ახალი, 300 კაცამდე ჯგუფი გაემგზავრა. თითქმის ყველა რეგიონის მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლების მოზარდები საინტერესო, მხიარულ და სხვადასხვა სპორტული თუ, შემეცნებითი ღონისძიებებით დატვირთულ ერთ კვირას გაატარებენ ბაკურიანში.

კოლეჯის „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ კურსდამთავრებულებმა კომპანია დაარსეს

პროფესიული კოლეჯის „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ ვებ-დიზაინისა და ვებ-დეველოპერის სპეციალობის 8 კურსდამთავრებულმა კომპანია „ვებ ჰაუსი“ დაარსა.

ხელბურთის ფედერაცია სპორტის მასწავლებლებს გადაამზადებს

მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების უნარების განვითარების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ, პირველად სპორტის ისტორიაში, საჯარო სკოლების სპორტის პედაგოგებისათვის ტრენინგის მოდული შექმნა, რომლის პრეზენტაციაც თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში გაიმართა.

ისწავლე მეტი თამაშით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, ახალი პროექტი „ისწავლე მეტი თამაშით“ ამოქმედდება. პროექტის ფარგლებში, სკოლებში სასწავლო პროცესის გახალისება და მოსწავლეთათვის სხვადასხვა საგნის განსხვავებულ ფორმატში სწავლების მიზნით, სამინისტრო დაინტერესებულია სკოლებში საგანმანათლებლო, ინტელექტუალური სამაგიდო თამაშების შეტანით და დანერგვით. აღნიშნულ თემაზე ბრიფინგი დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ გამართა.