სიახლეები
სახელმძღვანელოების პოტენციურ ავტორთა მხარდასაჭერად
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პოტენციური ავტორების მხარდაჭერის მიზნით, დაწყებითი განათლების პროექტთან (G-PriEd) ერთად, სახელმძღვანელოების ახალი პოლიტიკის, საავტორო უფლებების დაცვის, სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენის, სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე ტრენინგ-სემინარებს ატარებს.
გრიფირებასთან დაკავშირებული დოკუმენტების პროექტები საჯარო განხილვისათვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმძღვანელოების გრიფირების ახალ წესსა და თანმხლებ დოკუმენტებზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს. სამუშაო პროცესი ითვალისწინებს დარგის სპეციალისტებთან და გამომცემლებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით, მათ კიდევ უფრო დახვეწას და შემდგომ - დამტკიცებას.ჩინეთის მთავრობა ჩვენი ქვეყნის მეცნიერთა კვლევებს დააფინანსებს
აბრეშუმის გზის ქვეყნებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება; თანამშრომლობა ერთობლივი ფუნდამენტური კვლევების განვითარებისთვის; აკადემიური გაცვლითი პროგრამების შექმნა და მეცნიერთა მობილობის ხელშეწყობა - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რასაც ჩინეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფონდის მიერ შემუშავებული პროგრამის „მეცნიერება-ნიჭი-მომავალი (Science – Talent-Future)” სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს და როლის თაობაზეც დღეს, სამუშაო შეხვედრა ჩინეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დელეგაციასთან გაიმართა.პროფესიული განათლების ჰაკათონი
ინოვაციური იდეები და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი ის პლათფორმაა, რომელიც განაპირობებს რეალურ შესაძლებლობას დასაქმებისა და თვითდასაქმებისათვის. სწორედ ამ შესაძლებლობების შექმნისა და განვითარების მიზნით, ვითარდება სამეწარმეო განათლება პროფესიული განათლების ფარგლებში, ამ მიზნით ჩატარდა ე.წ. „ჰაკათონიც“, რომლის ფარგლებშიც პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებმა საკუთარი ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური იდეის პროტოტიპები შექმნეს.23 აპრილს პროფესიულ პროგრამებზე ტესტირება ჩატარდება
პროფესიული პროგრამებისათვის დარეგისტრირებულ აპლიკანტებს 22 აპრილს პრეტესტის გავლის საშუალება ჰქონდათ. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ყოველგვარი შეფასების გარეშე გაცნობოდნენ ტესტირების პროცესს.
ინტერესთა გამოხატვა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო “თავისუფალი გაკვეთილების” პორექტის ფარგლებში (სახელოვნებო, სპორტული, ინტელექტუალურ-შემეცნებითი და წიგნიერების კლუბები), საქართველოს მასშტაბით ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებებისთვის აუცილებელი რესურსების შესყიდვის საჭიროებიდან გამომდინარე, მოუწოდებს დაინტერესებას იმ ორგანიზაციებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან სკოლებს მიაწოდონ შემდეგი კატეგორიის საჭირო რესურსები:საუკეთესო ქართველ მკვლევართა მხარდაჭერა გაიზრდება
20-21 აპრილს, საქართველო პირველად მასპინძლობს ევროპული კვლევების საბჭოს (რეგიონულ კვირეულს. 2017 წელს ევროპული კვლევების საბჭო (ERC) 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებების „ევროპული კვლევების საბჭოს ათი წელი: საუკეთესო მკვლევართა მხარდაჭერა ევროპაში“, ორგანიზატორები ევროპული კვლევების საბჭო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდია. კვირეული დღეს კონფერენციით გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო ERC-ის მიერ მხარდაჭერილი გამორჩეული პროექტები, რომლებიც ასახავენ ევროპული კვლევების საბჭოს ხედვას, განვითარებას, კომუნიკაციას საზოგადოებასთან, ინოვაციას. წარმოდგენილ პროექტებს შორის იყო მსოფლიო დონის ქართველი მეცნიერების გია დვალისა და ზაალ კოკაიას პროექტებიც.
მინისტრმა ახალციხეში ორი სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, ალექსანდრე ჯეჯელავამ ახალციხეში სამუშაო შეხვედრა 300-მდე პედაგოგთან გამართა და რექტორთა საბჭოს სხდომას დაესწრო.პროექტის „ვისწავლოთ საქართველოში“ წარმატებული პრეზენტაცია
ქალაქ დუბაიში სამდღიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა დასრულდა. გამოფენაზე, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების გვერდით, ღირსეული ადგილი ქართულ უნივერსიტეტბსაც ეკავა. პროექტით "ვისწავლოთ საქართველოში" პირველი გასვლა საერთაშორისო ფორუმზე, წარმატებული აღმოჩნდა. ქართული სტენდი, შეთავაზებული პროგრამები დამთვალიერებელთა დიდ ინტერესს იწვევდა. შესაბამისად, სამი დღის განმავლობაში, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების უცხოენოვან პროგრამებზე 600-მდე უცხოელი დარეგისტრირდა, არაერთი აგენტი დაინტერესდა ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, რამდენიმე მემორანდუმზე იქვე განხორციელდა ხელმოწერა.
საქართველო საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე
დუბაიში საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა გრძელდება, სადაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ჩვენი ქვეყნის უნივეტსიტეტებთან ერთად, წარმატებით წარმოადგენს პროექტს "ვისწავლოთ საქართველოში".საქართველომ საგანმანათლებლო შესაძლებლობები საერთაშორისო გამოფენაზე წარმოადგინა
არაბეთის გაერთიანებულ საემიროში, ქალაქ დუბაიში სამდღიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა გაიმართა, რომელიც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელვამ და არაბეთის გაერთიანებული საემიროების განათლების მინისტრმა ჰუსეინ იბრაჰიმ ალ ჰამადიმ გახსნეს.ახალი სასწავლო ცენტრი ამოქმედდება
კომპანიამ ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, სასწავლო ცენტრი შექმნა, რომელსაც რეგიონის მასშტაბით ანალოგი არ გააჩნია.ბიზნესსექტორმა პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტი განიხილა
ბიზნესგაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ წევრმა კომპანიებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილესთან, ქეთევან ნატრიაშვილთან ერთად, საქართველოს კანონში „პროფესიული განათლების შესახებ“ შესატანი ცვლილებები განიხილეს.ამერიკის მთავრობის დაფინანსებული პროექტები შეჯამდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელვა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი გუნდის წარმომადგენლებს - ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტის მოადგილეს ფატიმა სუმარსა და კორპორაციის მმართველ დირექტორს ჯონათან ბრუქსს შეხვდა.საერთაშორისო მასტერკლასი
CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია, ჟენევა, შვეიცარია) ორგანიზებით, საქართველოში პირველად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ორდღიანი ონლაინ საერთაშორისო მასტერკლასი გაიმართა, რომლის მიზანიც მოზარდებში ფიზიკის პოპულარიზაცია იყო.ბოშათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“, ა(ა)იპ ,,ბერილუსისა“ და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლობით, თბილისის 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღში ჩატარდა ბოშათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროგრამის მოხალისეების მიერ მომზადებული პრეზენტაციები ბოშების ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, ბოშათა ყოფის დამახასიათებელი ნივთები, რომელიც დამზადდა ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, ბოშების ისტორიის შესახებ დამუშავებული ინფორმაციის გათვალისწინებით.ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით კანონპროექტი მომზადდა
პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტების განხორციელებისთვის მყარი სამართლებრივი საფუძვლების შექმნის მიზნით, ახალი კანონპროექტი შეიქმნა, რომლის მორიგი განხილვა პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით მოეწყო.
ტრენინგ - სემინარები პოტენციურ ავტორთა მხარდასაჭერად
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს პოტენციურ ავტორთა მხარდაჭერას და პარტნიორებთან ერთად, ა.წ. 21 აპრილიდან იწყებს ტრენინგებს/სემინარებს საავტორო უფლებების დაცვის, სასკოლო სახელმძღვანელოების კონსტრუირების, სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე.კომპანია „რუსთავის ფოლადი“ კოლეჯთან „მოდუსი“ ითანამშრომლებს
საქართვერლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კომპანია „რუსთავის ფოლადსა“ და რუსთავის პროფესიულ კოლეჯს ,,მოდუსი“ შორის პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.სამედიცინო განათლების საერთაშორისო აღიარება
საქართველოს საქმიანი ვიზიტით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი - პროფესორი დევიდ გორდონი და ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელი სიობჰან ფიცპარტიკი ეწვივნენ.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ ბუნდი (ASB), ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის ფინანსური მხარდაჭერით, DIPECHO IV ფაზის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“.სიახლეები ვერ მოიძებნა.