სიახლეები

განახლებული პროფესიული კოლეჯი საზღვრისპირა სოფელში
წალენჯიხის რაიონის ქალაქ ჯვარში დასრულდა პროფესიული კოლეჯის „ლაკადა“ სრული რეაბილიტაცია. თანამედროვე სტანდარტების პროფესიული სასწავლო დაწესებულება განახლებული ინფრასტრუქტურით აგრძელებს ფუნქციონირებას.ვიზიტი სამეგრელოში
სამეგრელოს რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრებმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ლევან იზორიამ და გიორგი გახარიამ სოფელ ახუთში მერაბ კოსტავას მემორიალი გახსნეს, ასევე სოფლების ახუთის, მუხურისა და კირცხის საჯარო სკოლებიც მოინახულეს და მოსახლეობას შეხვდნენ.წარმატებულ ქვეყანასთან თანამშრომლობა გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ესტონეთის მთავრობას, გაეროს ბავშვთა ფონდსა (იუნისეფს) და ფონდ „ინოვეს“ შორის გაფორმდა შეთანხმების მემორანდუმი სამწლიანი პარტნიორობის შესახებ საქართველოში სკოლამდელი და ზოგადი განათლების რეფორმის მიზნით.შეხვედრა ევროპის ფონდის წარმომადგენლებთან
ევროპის ფონდისა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მეურვეთა საბჭოს წევრები საქართველოს ვიცე-პრემიერს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას შეხვდნენ და სამინისტროს მიერ განხორციელებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნენ.
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის II ეტაპი
2017-2018 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის II ეტაპი, 8 მაისს, დილის 9:00 საათზე დაიწყება.საერთაშორისო და სახელმწიფო კვლევების პრეზენტაცია
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებისთვის TIMSS-ისა და PISA-ს საერთაშორისო კვლევებსა და სახელმწიფო შეფასების შედეგებზე პრეზენტაცია გამართა. 2015-2016 წელს ჩატარებული კვლევები სწავლის შედეგებს, დინამიკასა და იმ ფაქტორებს უკავშირდება, რაც გავლენას ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე.სკოლის დირექტორთა საბჭო ახალი შემადგენლობით აგრძელებს მუშაობას
საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა საბჭო სამ თვეში ერთხელ ახალი წევრებით კომპლექტდება, ახალ წევრებს თავად დირექტორები ირჩევენ. დღეს განახლებული საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
2017 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები - (მე-12 კლასი) განრიგი
გთავაზობთ 2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების (მე-12 კლასი) ჩატარების განრიგს:ერთი დღე პროფესიაში - მოსწავლე მასწავლებელი
მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მოსწავლეებში კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, სკოლებში კამპანია ,,ერთი დღე პროფესიაში“ დაიწყო. კამპანია მოიცავს ისეთ აქტივობას, როგორიცაა აქცია - „მოსწავლე მასწავლებელი“. აქციის ფარგლებში, სკოლებმა მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს შესთავაზეს სასურველ საგანში, შესაბამის თემაზე მოემზადებინათ და ჩაეტარებინათ გაკვეთილი თანაკლასელებისთვის ან, სხვა კლასის მოსწავლეებისთვის. აქციაში მონაწილეობის სურვილი საქართველოს სკოლების 700-მა მოსწავლემ გამოთქვა.მიღწევები წარმატებული პროექტის ფარგლებში
საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული განათლების რეფორმის პროცესში, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SDC) მხარი დაუჭირა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (MoES) ახალი მოდელის - სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალური მიდგომით შემუშავებას.
პროფესიული და უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს განაცხადების მიღებას მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების განსახორციელებლად.წარმატებულ სკოლებთან თანამშრომლობა სწავლის ხარისხის ამაღლებისთვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლების გაძლიერებისა და მათ შორის პარტნიორობის ხელშეწყობის მიზნით, ახალ პროექტს იწყებს.წიგნიერების თავისუფალი გაკვეთილი გორის მე-3 საჯარო სკოლაში
არაფორმალური განათლების ფარგლებში, წარმატებით მიმდინარეობს თავისუფალი გაკვეთილების ახალი, მასშტაბური პროექტი, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის ზრდას, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოებას, საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრებას შეუწყობს ხელს.
მათემატიკური კონკურსი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან ერთად ატარებს მათემატიკურ კონკურსს - „იმედი ხვალის-2017“
სასკოლო ბუფეტებში არაჯანსაღი საკვები აღარ გაიყიდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო ბუფეტებში არსებული მდგომარეობის გამოსწორებას და ამ სფეროს რეგულირებას იწყებს.პროფესიული განათლების რეფორმის ხელშეწყობა
პირველად პროფესიულ განათლებაში, პროფესიული განათლების მასწავლებელთა მომზადების ახალი მოდელი ამოქმედდება, რომელიც ამ სფეროში შვეიცარიის საუკეთესო გამოცდილებას ეყრდნობა და პროფესიული განათლების მასწავლებლების სპეციალობის მისაღებად, დამატებითი საუნივერსიტეტო პროგრამების, ანუ მაინორების შემოღებას ითვალისწინებს.
სამინისტროს თანამშრომლებისთვის „სახლიდან მუშაობის დღე“ დაინერგა
თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, პირველად საჯარო სექტორში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საპილოტე რეჟიმში თანამშრომლებისთვის ახალი პროექტი „სახლიდან მუშაობის დღე“ (Work for home day) დანერგა.
საქართველოს დღეები სან-დიეგოში
ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 24-26 აპრილს გაიმართა “საქართველოს დღეები სან დიეგოში“.მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, პირველად განათლების ისტორიაში, არაფორმალურ და სკოლისგარეშე განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა თინათინ რუხაძემ მოაწერეს.
ვიზიტი აშშ-ში
ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზის ფარგლებში, ალექსანდრე ჯეჯელავამ შეხვედრები გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ-ს განვითარების ფონდში (USAID), ასევე შეხვდა მსოფლიო ბანკისა და ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის წარმომადგენლებს.
შეხვედრა აშშ-ის განათლების მდივანთან ბეტსი დევოსთან
საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.სიახლეები ვერ მოიძებნა.