ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

ვეფხისტყაოსანი და რუსთაველის ეპოქა - გამოფენა თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა „ვეფხისტყაოსანი და რუსთაველის ეპოქა“ გაიმართა.

მშობელი - სკოლის თანამშრომელი

51 საჯარო სკოლაში აქცია გაიმართა სახელწოდებით ,,მშობელი - სკოლის თანამშრომელი“. აქციის მიზანი იყო მშობელთა აქტიური, რეგულარული მონაწილეობა შვილის განათლებაში, მაქსიმალური ჩართულობა დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის სასწავლო პროცესში.

ცვლილებები საერთაშორისო დონეზე უმაღლესი განათლების ხარისხის ასამაღლებლად

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომაზე განათლების ხარისხის განვითარების კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა, რაც საერთაშორისო დონეზე გაზრდის როგორც უმაღლესი სასწავლებლების იმიჯს, ასევე კურსდამთავრებულთა დასაქმების ინტერნაციონალიზაციის ხარისხს.

ალექსანდრე ჯეჯელავა სამუშაო ვიზიტით სომხეთს ეწვია

საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვია.

2017 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები - (მე-11 კლასი) განრიგი

გთავაზობთ 2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების (მე-11 კლასი) ჩატარების განრიგს:

2013-2016 წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები

2013-2016 წლებში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები.

პროფესიული განათლების საკითხებზე ბიზნეს კონფერენცია გაიმართა

„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა და საზოგადოებრივმა კოლეჯმა „სპექტრი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ბიზნეს კონფერენცია გამართა.

ინკლუზიური განათლების თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ინკლუზიური განათლების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ დამოკიდებულების, ცნობიერების ამაღლების მიზნით, საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან შეხვედრა გაიმართა.

გერმანიის მთავრობის წევრის ვიზიტი საქართველოში

საქართველოს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი, დოქტორი გერდ მიულერი სტუმრობს. მიულერის საქართველოში ვიზიტი საქართველო-გერმანიას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს უკავშირდება.

15 მაისი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დღეა

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დღე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ღონისძიებით აღნიშნა. ამ დღეს გაიმართა ევროპული კვირეულის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის „ჩემი ევროპული საქართველო“ გამარჯვებულთა დაჯილდოება.

განათლების კუთხით გერმანია საქართველოს მხარდაჭერას აქტიურად გააგრძელებს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრ გერდ მიულერთან, სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელა.

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის ვიზიტი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრს, გერდ მიულერს დახვდა.

საქართველოში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ წესდება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ წესდება. ამ მიზნით, კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის გამოფენა

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელი პედაგოგები სამოქალაქო განათლების სფეროს სიახლეებს და იმ წარმატებების ამსახველ ფოტოგამოფენას გაეცნენ, რომელიც სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში, პედაგოგთა ხელშეწყობით განხორციელდა.

განათლების ხელმისაწვდომობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრების, ფონდებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის საკითხები განიხილეს.

ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“

კოლეჯში დასრულდა სარემონტო სამუშაოების დიდი ნაწილი, შენობა ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის. სწავლის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, კოლეჯში „ახალი ტალღა“ გაგრძელდება სასწავლო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი.

ქართულ-ესტონური საგანმანათლებლო პროექტი

ქართულ-ესტონური საგანმანათლებლო პროექტის - "ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაძლიერება საქართველოს ბავშვებისთვის“ განხორციელებაში ჩართულია ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს ფონდი „ინოვე“, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდი. პროექტს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.

არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის მასშტაბური პროექტი ამოქმედდა

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, პირველად ზოგად განათლებაში, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა მასშტაბურ გადამზადებას იწყებს.

პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ საინფორმაციო დღე

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, პროგრამის “ჰორიზონტი 2020” საინფორმაციო დღე გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია თემაზე „ჰორიზონტი 2020-ის პროგრამაში მონაწილეობის წესები და რჩევები, მიმდინარე კონკურსები - მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები, SME ინსტრუმენტი და Twinning-ის აქტივობები“.

400-მდე ბათუმელი მოსწავლე ახალ, თანამედროვე შენობაში აგრძელებს სწავლას

2002 წელს დაარსებული ბათუმის კერძო მრავალპროფილიანი საერო სკოლა „გორდა’“ ახალ, კეთილმოწობილ და თანამედროვედ აღჭურვილ შენობაში გადავიდა.

ბათუმში პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრი გაიხსნა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ბათუმში პროფესიული გადამზადების ცენტრი გახსნა.