ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

„წერილები ჯარისკაცებს“ - მოსწავლეებმა ავღანეთიდან საპასუხო წერილები მიიღეს

„ჩვენი გამარჯვება დამოკიდებულია რწმენასა და იმედზე, რომელსაც თქვენ გვაძლევთ“, „თქვენი პატარა გულით ნათქვამი ეს სიტყვები ჩვენთვის ბევრს ნიშნავს“, „მიხარია, რომ ასეთი მაგარი ხალხი, როგორიც შენ და შენი მეგობრები ხართ, ჩვენზე ღელავენ“... ასე იწყება საპასუხო წერილები, რომელიც ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მყოფი ჯარისკაცებისაგან მიიღეს. ბარათები მოზარდებმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს, პროექტის - „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, რამდენიმე თვის წინ გაუგზავნეს.

სტუ-ში მედია-ტექნოლოგიების ახალი ლაბორატორია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მედია-ტექნოლოგიების ლაბორატორია და სტუდენტური ტელევიზია გაიხსნა. ლაბორატორიის ფარგლებში სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და ყველა დაინტერესებულ პირს სასწავლო პროცესის პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებასთან ერთად, საშუალება ეძლევათ შექმნან მედია-ბაზრისთვის (და არა მარტო) მოთხოვნადი პროდუქტები.

კონფერენცია სასკოლო განათლების თემაზე

სასკოლო განათლების ძირითად გამოწვევებზე მიძღვნილი კონფერენციის მეორე დღე დაეთმო დისკუსიებს იმ ქმედითი ღონისძიებების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებას და ზოგადად სასკოლო განათლების ხარისხის ზრდას.

სასკოლო განათლების სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ორდღიანი კონფერენცია - „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“ იმართება.

სპორტულ აქტივობებში კვირაში 17 ათასამდე მოსწავლეა ჩართული

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთა სპორტულ ღონისძიებებს დაესწრნენ და პროექტის მიმდინარეობა შეაჯამეს.

საუკეთესო გამოცდილების გაზიარება

აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრისა და ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს მიწვევით, პროექტის ,,ესტონური რეფორმის გამოცდილება და ესტონელი ექსპერტების შუამდგომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ესტონეთში იმყოფებოდნენ, სადაც მოხდა შიდა აუდიტის ფუნქციის ჩამოყალიბებისა და განვითარების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, პრაქტიკაში დანერგილი მეთოდოლოგიის, მიდგომებისა და სამუშაო დოკუმენტების გაცნობა.

G-PriEd - საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტით 585 საჯარო სკოლის 121 000 მოსწავლემ ისარგებლა

დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) აშშ-ს განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და მასში ყველა კატეგორიის 585 საჯარო სკოლა (საქართველოს სკოლების 28%) და 121 000 მოსწავლე იყო ჩართული. პროექტის ფარგლებში 7,944 ქართულის, მათემატიკისა და ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი გადამზადდა.

ახალციხის სკოლებში ბავშვთა მიმართ ძალადობის თემაზე ტრენინგები დასრულდა

ახალციხეში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის პროექტის „ბავშვთა მიმართ ძალადობა“ დასკვნითი-შემაჯამებელი ტრენინგი ჩატარდა. მონაწილეებს სერტიფიკატები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა გადასცა. პროექტის მთავარი მიზანია ძალადობის პრევენცია, ბავშვზე ძალადობის შემთხვევების ამოცნობა, მათზე რეაგირება და რეფერირების პროცედურების განხორციელება. სამიზნე ჯგუფებს (ბენეფიციარებს) წარმოადგენენ მანდატურები მთელი საქართველოს მასშტაბით და ასევე, საქართველოს ისეთი საგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების) დირექტორის მოადგილეები/ დირექტორები, სადაც არ არის წარმოდგენილი მანდატურის სამსახური.

„სპექტრი“ უნივერსალური დიზაინით მოეწყო

პროფესიულ კოლეჯში „სპექტრი“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის სრულად ადაპტირებული გარემო მოეწყო. დამონტაჟდა პანდუსები, ადაპტირებული სველი წერტილები ეტლით მოსარგებლეებისათვის, სენსორული ბილიკები, მოაჯირები, კიბეების და მოაჯირების მარკირება, ზონების კონტრასტული გამოყოფა, სახელურები, კარები - უსინათლო და სუსტად მხედველებისათვის და სხვა. კოლეჯში ასევე განხორციელდა ლაბორატორიების აღჭურვა, დასრულდა სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, მალე დაიწყება სარემონტო და აღჭურვითი სამუშაოები. განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა დაათვალიერა.

პირველად საქართველოში შვეულმფრენის პილოტების მომზადება დაიწყო

„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიული TVET პროგრამების განვითარება“ პროექტის ფარგლებში საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით კონფერენცია გამართა. კონფერენციის მიზანს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიული TVET პროგრამების განვითარება და ბიზნეს სექტორისთვის პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის შესაძლებლობების გაცნობა წარმოადგენდა.

საქართველოს პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ეწვია

თბილისს დღეს სახელმწიფო ვიზიტით პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ეწვია. პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოში მეუღლესთან აგატა კორნჰაუზერ-დუდასთან ერთად ჩამოვიდა.

საქართველოში ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტი იხსნება

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს - SEU, Block invest-სა და Vatel ჯგუფს შორის საერთაშორისო უნივერსიტეტის, „Vatel Georgia”-ს გახსნის თაობაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელის ოფიციალურ პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ინკლუზიური განათლების მონიტორინგის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინკლუზიური განათლების მონიტორინგის განხორცილების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ორგანიზაცია „დეა“-მ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო და მონიტორინგის განახლებული ინსტრუმენტები/კითხვარი წარმოადგინა.

მასწავლებლებისთვის კიბერუსაფრთხოების გზამკვლევი შეიქმნა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრმა, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოწვევების შესაბამისად, სპეციალურად პედაგოგებისთვის, კიბერუსაფრთხოების ვიდეოგზამკვლევი შექმნა.

ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მაქს პლანკის ინსტიტუტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გერმანიის მსოფლიო საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტის სამეცნიერო დელეგაცია ესტუმრა ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ჰანს იორგ ალბრეხტის ხელმძღვანელობით.

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმა

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. რეფორმის მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის გაუმჯობესება და სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა.

Erasmus+ 30 წლისაა

წელს Erasmus+ -ის პროგრამა 30 წლის ხდება. პროგრამა დაიწყო 1987 წელს და თავდაპირველად მხოლოდ ევროპის ქვეყნებს მოიცავდა. პროგრამაში ქართული უნივერსიტეტები 1995 წლიდან მონაწილეობენ, ხოლო სტუდენტების გაცვლითი პროგრამები ჩვენი მოქალაქეებისათვის ათი წლის წინ ამოქმედდა. Erasmus+-ის პროგრამა ხელს უწყობს პარტნიორობას ევროპულ უნივერსიტეტებთან და საერთო ჯამში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული უნივერსიტეტების განვითარებაში: შემუშავდა ახალი სასწავლო პროგრამები, ჩატარდა ადმინისტრაციული რეფორმა, დაინერგა ევროპული ხარისხის სტანდარტები.

ერთი დღე აკადემიაში

შსს-ს აკადემიაში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „ერთი დღე აკადემიაში“ მიმდინარეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი და შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე გაეცნნენ. პროექტს შსს-ს აკადემია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

ლიდერის ეტალონები ბათუმში

2017 წლის 22-23 მაისს, ბათუმი კავკასიის მასშტაბით პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს (IBF Batumi) მასპინძლობს, მასში 6 მსოფლიო კლასის სპიკერი და 14 ქვეყნის დელეგატი მონაწილეობს. ფორუმის მონაწილეებს მიესალმა და სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

პროფესიული განათლების მასწავლებლები სასწავლო ტურით სლოვაკეთში მიემგზავრებიან

პროფესიული განათლების მასწავლებლები ტურიზმისა და მშენებლობის მიმართულებით, სასწავლო ტურით სლოვაკეთის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვევიან. სასწავლო ტურის ფარგლებში მასწავლებლებს საშუალება ექნებათ დააკვირდნენ სასწავლო პროცესს, სამუშაო და სასწავლო გარემოს, სამუშაო შეხვედრები გამართონ სლოვაკელ კოლეგებთან და დაამყარონ მათთან თანამშრომლობა.

რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.