სიახლეები
თავდაცვის აკადემიის დასრულებისა და ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერების აკადემიის დასრულებისა და ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. იუნკერებს აკადემიის დასრულება მიულოცა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.მოსწავლეები საქართველოდან ნოტინგემის საზაფხულო სკოლაში
დიდი ბრიტანეთის ნოტინგემის უნივერსიტეტსა და ნოტინგემის ახალ კოლეჯთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ინგლისური ენის კონკურსში გამარჯვებული ქართველი მოსწავლეები ნოტინგემის კოლეჯსა და საზაფხულო სკოლის პროგრამებში მონაწილეობით ჯილდოვდებიან. აქ ქართველი მოსწავლეები ინგლისური ენის ცოდნას იღრმავებენ, ასევე ჩართულები არიან სხვადასხვა ტიპის ინტელექტუალურ და სპორტულ აქტივობებში.
ახალი ინიციატივა პედაგოგებისთვის
განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლიგიების დანერგვისა და ახალი სტანდარტების პარალელურად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პედაგოგთა კვალიფიკაციის უკეთ დადასტურებისა და მათი იმიჯის მნიშვნელოვნად გაზრდის მიზნით, პროფესიული განვითარების ახალ მოდელზე მუშაობს, რომელშიც ჩართულები არიან თავად პედაგოგები, განათლების ექსპერტები და დაინტერესებული პირები.მე-7 ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იულიხის კვლევითი ცენტრისა და თსუ-ს ფუნდამენტურ მეცნიერებებში ერთობლივი მე-7 ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარის ფარგლებში პირველი, ე.წ. სმარტ-ლაბის (SMART|EDM_Lab) დაფუძნების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.ალექსანდრე ჯეჯელავამ სამუშაო შეხვედრები იმერეთში გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სამუშაო ვიზიტით ამჯერად, იმერეთს ეწვია. ალექსანდრე ჯეჯელავამ ორი შეხვედრა ხონსა და სამტრედიაში გამართა.ქართველი სტუდენტები ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლიან
2016-2017 სასწავლო წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგენითა და ჩინეთის მხარის გადაწყვეტილებით, ჩინეთის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 20 ქართველი სტუდენტი ისწავლის.მინისტრი სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სამუშაო ვიზიტით ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ეწვია.მემორანდუმი პროფესიული განათლების რეფორმის ხელშეწყობისთვის
პროფესიული განათლების დარგის განვითარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.ყაზახური მხარე საქართველოთი დაინტერესდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის მართვის, ეკონომიკისა და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დაზღვევისა და რისკების მართვის სფეროს მიმართულებით მომუშავე წარმომადგენლებთან.მეცნიერება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის
ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მეცნიერების როლი მნიშვნელოვანია. შესაბამისად, თავად მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და მისი აყვანა თანამედროვე მოთხოვნების დონეზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტია.უწყებათაშორისი დასაქმების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს შორის დასაქმების მემორანდუმი გაფორმდა.ალექსანდრე ჯეჯელავა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში, იოჰანეს დუმას უმასპინძლა.კოლეჯებში საშემოდგომო მიღებისთვის მზადება მიმდინარეობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი პროფესიულ დაწესებულებებში საშემოდგომო მიღებისთვის ემზადება. გუნდის წევრები ჩართულები იქნებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების შეფასებისა და ტესტირების პროცესებში. თბილისსა და რეგიონებში მომუშავე გუნდის წევრებისთვის შესაბამისი ტრენინგები სამ ეტაპად ჩატარდა, სადაც მათ მიიღეს დამატებითი ინსტრუქციები სსსმ პირებთან მუშაობისათვის. ასევე, მოხდა არსებული გამოწვევების განხილვა და გაანალიზება. ტრეინინგებზე მიღებული ინფორმაცია კიდევ უფრო მოქნილს გახდის სსსმ პირებისათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას.ქართველი მოსწავლეები დიდი ბრიტანეთის საზაფხულო სკოლებში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ინგლისის სხვადასხვა სკოლების, უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ბაზაზე არსებულ საზაფხულო სკოლებისა და არაფორმალური განათლების სასწავლო პროგრამების ქართველ მონაწილეებს შეხვდა.მინისტრი ახალქალაქელ და ნინოწმინდელ პედაგოგებს შეხვდა
ალექსანდრე ჯეჯელავამ სამცხე-ჯავახეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა ახალქალაქში გამართა და ახალქალაქელ და ნინოწმინდელ პედაგოგებს შეხვდა.საზაფხულო ბანაკები წარმატებული მოსწავლეებისთვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებსა და სხვადასხვა კონკურსებში მონაწილე მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ „ინგლისური ენისა“ და „ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა“ საზაფხულო სკოლებში, რომელსაც ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა სახელმწიფო დაფინანსებით ახორციელებს.
განცხადება არაავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, გია შარვაშიძემ არაავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის შესახებ პრესკონფერენცია გამართა.მინისტრი სამუშაო ვიზიტით სამცხე-ჯავახეთს ეწვია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი პედაგოგებთან შეხვედრის მიზნით, ამჯერად, სამცხე-ჯავახეთს ეწვია. ალექსანდრე ჯეჯელავამ პირველი შეხვედრა ახალციხეში გამართა და ახალციხის, ბორჯომის, ასპინძისა და ადიგენის სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა.პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს შორის დარგობრივი შეთანხმება დაიდება. გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის განხილვის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეთა აზრის, კომპეტენციებისა და გამოცდილების გაზიარებით, დისკუსიის ფორმატში, მუხლობრივად იქნა განხილული პროექტი, რის შემდეგაც ცალკეულ ნორმებთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა საერთო პოზიცია.სამეცნიერო დაწესებულებების პრობლემებზე მსჯელობა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს განათლებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო-გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს. ამჯერად. ალექსანდრე ჯეჯელავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.გიორგი შარვაშიძე მომავალ ლიდერებს შეხვდა
ორგანიზაცია „მოქალაქის“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ახალგაზრდა ლიდერთა საზაფხულო სკოლის ტრენინგები გაიმართა, სადაც 25 წარმატებულ ახალგაზრდას ახალი ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელების მეთოდები საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გააცნეს.სიახლეები ვერ მოიძებნა.