ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

მინისტი სოფელ ურბნისის საჯარო სკოლაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა, ასევე გაეცნო სკოლის ინფრასტრუქტურას და ამ კუთხით არსებულ საჭიროებებს.

შეხვედრა ხაშურელ და ქარელ პედაგოგებთან

შიდა ქართლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე ჯეჯელავამ ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები ამჯერად, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების მასწავლებლებს გააცნო.

ბიზნესი მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის მხარდასაჭერად

2016 წლის 17-25 სექტემბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მიზანია სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა, ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

შეხვედრა შიდა ქართლის რეგიონის მასწავლებლებთან

ალექსანდრე ჯეჯელავა მასწავლებლებთან შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით აგრძელებს. დღეს, მინისტრი შიდა ქართლის რეგიონის, კერძოდ, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების მასწავლებლებს შეხვდა.

პალეოანთროპოლოგიური საველე სკოლის მე–8 სეზონი დაიხურა

დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დმანისის პალეოანთროპოლოგიური საველე სკოლის მე-8 სეზონი დაიხურა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და სკოლის სამეცნიერო ხელმძღვანელი, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე დაესწრნენ. დასკვნით ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრები დმანისის უახლეს აღმოჩენებსაც გაეცნენ.

ალექსანდრე ჯეჯელავა ყატარის ელჩს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავასა და საქართველოში ყატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა.

დიასპორული სტაჟირების პროგრამის მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე დიასპორული სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა თავად სტუდენტების ინიციატივით გაიმართა, განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეების გაცნობის მიზნით.

ალექსანდრე ჯეჯელავას ვიზიტი ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა და ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნო.

გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა გაიხსნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ” და საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციამ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის დაფუძნების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

შეხვედრა ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიო მედიცინის ცენტრში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენული ბიომედიცინის ცენტრის მეცნიერ-თანამშროლებთან გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა.

ცვლილება დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაციის სერვისში

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მუდმივად ზრუნავს მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებაზე და, შესაბამისად, ცენტრის მხრიდან მოქალაქეებზე გასაწევი სერვისებისა და პროცედურების გამარტივებაზე.

პრემიერმა და მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მთავრობის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მინისტრი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საინფორმაციო-გაცნობითი შეხვედრა გამართა.

სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სამინისტროში სტაჟირება გავლილ პირებს სერტიფიკატები გადასცა.

იორდანია საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა იორდანიის აშემიტური სამეფოს ვიცეპრემიერსა და განათლების მინისტრს მუჰამად სნეიბათს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.

ალექსანდრე ჯეჯელავა ტექნიკურ უნივერსიტეტში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აგრძელებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების გაცნობას. ამჯერად, მინისტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია და ფიზიკოსთა კორპუსში განთავსებული ფიზიკის ლაბორატორია დაათვალიერა.

დამსაქმებელთა ფორუმი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისათვის

პროფესიულ კოლეჯში „იკაროსი“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „დამსაქმებელთა ფორუმი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ორდღიანი ფორუმი

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრმა კაჭრეთის „ამბასადორში“ ცენტრის სტიპენდიანტთა ორდღიანი ფორუმი გამართა. ფორუმი მიზნად ისახავდა საერთაშორისო პროგრამების სხვადასხვა თაობის სტუდენტების შეხვედრასა და გაცნობას, მათი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას.

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობა

პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის თანამშრომლობით შეხვედრა გაიმართა.

ქართული პროექტებით უცხო ქვეყნები ინტერესდებიან

ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად მზარდია სხვადასხვა ქვეყნის ინტერესი საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების მიმართ, მათ შორისაა აღმოსავლეთის ქვეყნები. კერძოდ, ომანის სასულთნო, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან განათლების სექტორში თანამშრომლობას.

ალექსანდრე ჯეჯელავა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს მასშტაბით, კერძო და საჯარო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდა. მინისტრის ინიციატივით, ასეთი შეხვედრები თვეში ერთხელ უნივერსიტეტებში გაიმართება და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილებების მიღება, მხოლოდ მოსაზრებების შეჯერებითა და ერთობლივი შეთანხმებით მოხდება, რაც რექტორებს ერთმანეთთან დაახლოების საშუალებასაც მისცემთ.