სიახლეები

საქართველოს მთავრობის წევრებმა ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვეს
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და მთავრობის სხვა წევრები, ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალს დაესწრნენ და ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა და სხვადასხვა ტურებში გამარჯვებული მონაწილეები დააჯილდოეს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის გასაცნობად საქართველოს იორდანიის განათლების მინისტრი ეწვია
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის გაცნობისა და გაზიარების მიზნით, საქართველოში იორდანიის მაღალი რანგის დელეგაცია ჩამოვიდა. დელეგაციას იორდანიის ვიცე-პრემიერი და განათლების მინისტრი მოჰამად თნეიბათი ხელმძღვანელობს. ვიზიტის მხარდაჭერას გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) ახორციელებს.სამუშაო შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში გრძელდება
სამეგრელოს რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ორი დღის განმავლობაში, ხუთ ქალაქში რამდენიმე საათიანი შეხვედრა გამართა და ჯამში 1200–ზე მეტ პედაგოგს შეხვდა.შეხვედრა სამეგრელოს რეგიონის მასწავლებლებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებთან შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით აგრძელებს. მინისტრი ამჯერად სამეგრელოს რეგიონის, კერძოდ წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებს შეხვდა.
თსუ მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის 2016 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.ალექსანდრე ჯეჯელავა საფრანგეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საფრანგეთის ელჩს საქართველოში პასკალ მენიესს და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორს ჟან-ივ ლავუარს შეხვდა.მინისტრი სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას ეწვია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს შეხვდა.ალექსანდრე ჯეჯელავა ჩეხეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავასა და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, ტომას პერნიკს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგასკოლის დირექტორთა საბჭო შეიქმნება
საქართველოს განათლების სისტემაში რეფორმების აქტიური ფაზა იწყება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სისტემის შემადგენელი სხვადასხვა რგოლის წარმომადგენელთა მოსაზრებები ახალ ხედვებთან, დასახული მიზნების მიღწევის გზებსა და თანამშრომლობის ფორმატთან დაკავშირებით.
ქართულ-ამერიკულ „მომავლის სკოლას“ უნგრეთის მთავრობა დახმარებას გაუწევს
სტიქიის შედეგად დაზარალებულ ქართულ-ამერიკულ „მომავლის სკოლას“ უნგრეთის მთავრობა ფინანსურ დახმარებას გაუწევს. შეთანხმებას ხელი დღეს მომავლის სკოლის დირექტორმა, რაიან არნერმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიარტომ მოაწერეს.
2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო!
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ. ამისთვის სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე - www.students.eqe.ge.შეხვედრა მშვიდობის კორპუსის საქართველოს ოფისის დირექტორთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მშვიდობის კორპუსის საქართველოს ოფისის დირექტორს სტეფან სმიტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს მშვიდობის კორპუსსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე პროექტები და სექტორებს შორის არსებული პროგრამული პრიორიტეტები.ალექსანდრე ჯეჯელავა ამბასადორიალზე სიტყვით გამოვიდა
თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფარგლებში კულტურული და საგანმანათლებლო დიპლომატიის განვითარებისა და დიასპორებთან თანამშრომლობის საკითხებს სპეციალური სამუშაო სესია მიეძღვნა.საჯარო სკოლაში პროფესიული განათლების პროგრამები დაინერგება
გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლობამ, შპს ,,აგარის შაქრის კომპანიამ“ და ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარის საჯარო სკოლამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს აგარის საჯარო სკოლაში პროფესიული განათლების დანერგვისა და ამ მიზნით, კერძო სექტორთან თანამშრომლობის შესახებ.ამბასადორიალი 2016
თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა -“ამბასადორიალი 2016” გაიხსნა.შეხვედრა კახეთის რეგიონის პედაგოგებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ კახეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში მეორე შეხვედრა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლაში გამართაალექსანდრე ჯეჯელავა ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერების დესპანს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერების დესპანს (U.S. Science Envoy), პროფესორს ნანოტექნოლოგიების სფეროში მარკ ჰერსამს შეხვდა.მინისტრი პედაგოგებთან დიალოგს აგრძელებს
პედაგოგებთან შესახვედრად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამჯერად, კახეთის რეგიონს ეწვია. ალექსანდრე ჯეჯელავამ პირველი სამუშაო შეხვედრა საგარეჯოს მე-4 საჯარო სკოლაში საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ყველა საჯარო სკოლის წარმომადგენლებთან გამართა.ქიმიაში მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადა გაიხსნა
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, პირველად საქართველოში მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადა ტარდება ქიმიაში. „ოლიმპიადა 2016“ დღეს საზეიმოდ გაიხსნა. ოლიმპიადა (IChO-48) 23 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობისათვის საქართველოს 75 – მდე ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი ეწვია.შეხვედრა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან
ტექნოპარკში გრძელდება ინკუბაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ინკუბატორის გუნდებმა ე.წ ფიჩინგი გამართეს და საკუთარ ბიზნეს იდეები საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს წარუდგინეს.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოზარდი სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობელთა კონფერენცია გაიმართა.სიახლეები ვერ მოიძებნა.