ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის 2016 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან

ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ადამიანური რესურსების მართვისა და განათლების კომიტეტის წევრებსა და საქართველოში მოქმედი კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა წარმომადგენლებს შეხვდა.

პროფესიული სწავლების განვითარების მიზნით შეთანხმება გაფორმდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამასა (UNDP) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის სტანდარტული შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის გრანტის გადაცემა, სოფლის მეურნეობაში პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

სტუდენტთა ოლიმპიადის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებრივ კოლეჯში პროფესიულ სტუდენტთა ოლიმპიადა სამ პროფესიულ პროგრამაზე გაიმართა: ვებ პროგრამირება; კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება; სამგანზომილებიანი გრაფიკა 3D MAX.

მინისტრი USAID-ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა USAID მისიის ხელმძღვანელს დაგლას ბოლს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედრა მეცნიერებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო წამყვან მეცნიერებს სხვადასხვა უწყებიდან წარმოედგინათ მეცნიერების განვითარების საკუთარი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეუწყოს მეცნიერებამ ხელი ეკონომიკის განვითარებას.

გიორგი შარვაშიძე სამაგისტრო ნაშრომების დაცვაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო ნაშრომების დაცვას დაესწრო.

სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

ევროპის კვირეულის ფარგლებში, ვიდეო სიუჟეტების კონკურსი „ნაბიჯი ევროპისკენ“. კონკურსის მიზანი იყო მოზარდებს გაეაზრებინათ ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობა ქართულ თანამედროვე სივრცეში.

საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, უკვე მეხუთედ ატარებს ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლას „ქართული ხელნაწერი“

ალექსანდრე ჯეჯელავა საჩხერელ პედაგოგებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დასავლეთ საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბოლო შეხვედრა საჩხერელ პედაგოგებთან გამართა, სადაც ასევე ისაუბრა სისტემის განვითარების მიმართულებებსა და მოსალოდნელ სიახლეებზე.

ხარისხიანი, უფასო სკოლამდელი განათლებისთვის

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეფორმის ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის განხორციელების გეგმა,

საერთაშორისო კონფერენცია „პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითრებისთვის“

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ინიციატივით პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, კონფერენცია გაიმართა. პირველი ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის" საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით ჩატარდა.

ალექსანდრე ჯეჯელავა ქუთაისელ პედაგოგებს შეხვდა

დასავლეთ საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 400-ზე მეტ ქუთაისელ პედაგოგს შეხვდა.

მინისტრის ვიზიტი ჩოხატაურში

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას, ეროვნულ სასწავლო გეგმას, მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდებს, სახელმძღვანელოების გრიფირებას და სკოლებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს.

მინისტრი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პედაგოგებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დასავლეთ საქართველოში ვიზიტს და პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს. მინისტრი ამჯერად ლანჩხუთის მინიციპალიტეტის განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა მაღალმთიანი აჭარის პედაგოგებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აჭარის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ხელვაჩაურის, ქედას, შუახევისა და ხულოს საჯარო სკოლების პედაგოგებს, დირექტორებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა.

განათლების განვითარების პლატფორმის ფარგლებში მორიგი სხდომა გაიმართა

განათლების განვითარების პლატფორმის მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სტუდენტები, ტექნოპარკში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსა და განათლების ექსპერტებს შეხვდნენ.

შეხვედრა იოჰანეს ჰანთან

ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი მთავრობის თავმჯდომარეს და მთავრობის რამდენიმე წევრს შეხვდა.

საქართველოს ევროპული გზა

14-15 ივლისს, ქ. ბათუმში, რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა" იმართება.

ალექსანდრე ჯეჯელავასა და იან კელს შორის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავასა და ამერიკის შეერთებულ შტატების ელჩს საქართველოში იან კელს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

განათლების განვითარების პლატფორმის ფარგლებში მორიგი სხდომა გაიმართება

განათლების განვითარების პლატფორმის მეორე სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, 14 ივლისს, სტუდენტები, ტექნოპარკში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსა და განათლების ქართველ ექსპერტებს შეხვდებიან.