ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა

ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა განხორციელდა, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.

პლატფორმის მეორე შეხვედრა გაიმართა

როგორც ცნობილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, შეიქმნა პლატფორმა, რომელიც ღიაა ნებისმიერი დაინტერესებულისთვის, მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებში, იქნება განათლების რეფორმა, ხარისხის გაუმჯობესება, პროცესებში სტუდენტთა მონაწილეობის გაზრდა, სტუდენტური ცხოვრების მოწესრიგება და სხვა.

ლია გიგაური სკოლის მასწავლებლებსა და დირექტორებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გასული სასწავლო წლის შედეგები ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგიურ საზოგადოებასთან და სკოლების ადმინისტრაციასთან ერთად შეაჯამა.

მინისტრი საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა

მე მაქვს მანდატი და დიდი სურვილი სკოლებს დავეხმარო - ასე მიმართა ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოწვეულ თბილისის დიდკონტიგენტიანი და სპეციალიზირებული სკოლების დირექტორებს, რომელთანაც გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ინკლუზიური განათლების განხორციელების წესზე დოკუმენტი შეიქმნა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საქართველოს საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების განხორციელების წესთან დაკავშირებული დოკუმენტი განიხილეს.

პედაგოგებმა მინისტრისაგან მხარდაჭერის პირობა მიიღეს

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით, სწავლა/სწავლების აქტუალურ საკითხებზე საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) და ინფორმაციული–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას 700–ზე მეტი პედაგოგი ესწრებოდა საქართველოს ყველა რეგიონიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

განათლების განვითარებაზე მომუშავე პლატფორმის შექმნის მიზნით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება 6 ივლისს, 12:30 საათზე ახლადაშენებული სტუდენტური საცხოვრებლის ბიბლიოთეკაში (მის: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, ყოფილი ე.წ. ტაქსოპარკის უკან).

ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობას სისტემის განვითარების ხედვა წარუდგინა

ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგიული ხედვა და პრიორიტეტები პრემიერ მინისტრსა და მთავრობის წევრებს კახეთში, სოფელ კაჭრეთში მდებარე პროფესიულ კოლეჯში „აისი“ წარუდგინა.

სწავლება მთელი სიცოცხლის მანძილზე

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ზრდასრულთა განათლების თემაზე კონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარი კონცეფცია იყო „სწავლება მთელი სიცოცხლის მანძილზე“.

შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამომავლო პლატფორმის შემუშავების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საორგანიზაციო შეხვედრა შედგა, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტის 60-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.

მოდულური პროფესიული პროგრამების სტუდენტებთან შეხვედრა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულმა ცენტრმა მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს უმასპინძლა.

სასკოლო ოლიმპიადების გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

2015-2016 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დღეს ისინი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სხვადასხვა საგანში მოპოვებული გამარჯვებისთვის დააჯილდოვეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს მთავრობის ინიციატივით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 1 ივლისს 13:00 საათზე შედგება საორგანიზაციო შეხვედრა სამომავლოდ პლატფორმის შექმნის მიზნით, რომელიც იმუშავებს უმაღლესი განათლების და მეცნიერების საკითხებზე.

მსჯავრდებულებისთვის კულინარიის ხელოვნებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში დღეიდან პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში 20 მსჯავრდებული კულინარიის ხელოვნებას შეისწავლის. კურსი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საყურადღებოდ!

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს განაცხადების მიღებას მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების განსახორციელებლად.

სამეცნიერო - კვლევითი პროექტების შეფასების ერთიანი პლატფორმა

თბილისში, მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციების მიმართულებით (Workshop on STI Evaluation Platform), ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელიცაღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული პლატფორმის შექმნას დაეთმობა.

გამოყენებითი ფსიქოლინგვისტიკის მე-11 მსოფლიო კონგრესი

27 ივნისს გამოყენებითი ფსიქოლინგვისტიკის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერითა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, გამოყენებითი ფსიქოლინგვისტიკის მე-11 მსოფლიო კონგრესი გაიხსნა, რომელიც 1981 წლიდან იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადას ბიზნეს სექტორი მხარს უჭერს

ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის (IChO-48) მზადება აქტიურ ფაზაშია. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, პირველად საქართველოში მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდება ქიმიაში. „ოლიმპიადა 2016-ში“ მონაწილეობის მისაღებად, 2016 წლის 23 ივლისიდან 1 აგვისტომდე, საქართველოში 80 – მდე ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი ჩამოვა.

თბილისში 320 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ლისის ტბის ფერდობზე 320 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაასრულა.

მინისტრები კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში „აისი“

პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში „აისი“ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის შესაბამისი გარემო მოეწყო.

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პროფესიული კოლეჯი „მერმისი“ დაათვალიერეს, სტუდენტებს შეხვდნენ და ჟურნალისტებთან იმ ერთობლივი პროექტის მიმდინარეობაზე ისაუბრეს, რომელიც ზრდასრული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებით და ახალი პროფესიის დაუფლებით, მათი დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.