ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

ინკლუზიური განათლება ჩეხეთში

ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის წარმომადგენლები, ბევრ წარმატებულ პროექტთან ერთად, ჩეხი კოლეგების ინკლუზიური განათლების მიმართ განსაკუთრებულ მიდგომებსა და მიღწეულ შედეგებსაც გაეცნენ.

წარმატებული ქვეყნის გამოცდილების გაზიარება

განათლების რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების - ბაზარზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემის განვითარების მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში კარიერის დაგეგმვისა და პროფორიენტაციის საპილოტე კურსი დაინერგა. პროგრამის განვითარებისა და საუკეთესო მოდელის შესწავლის მიზნით, მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი ლევან ზარდალიშვილი, ცენტრის ფსიქოლოგები და კარიერის დაგეგმვის გუნდის წარმომადგენლები, ჩეხეთის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიწვევით, ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. ჩეხეთში დიდი ხანია ეს პროგრამა მიმდინარეობს, გაიარა განვითარების სხვადასხვა ეტაპი და დღეს, ერთ-ერთ წარმატებულ მოდელადითვლება.

ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად

პროგრამის - „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ინგლისურ, ფრანგულ და ჩინურენოვან მოხალისე მასწავლებლებს პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ესეების კონკურსებში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა, ადგილობრივი უცხოური ენის პედაგოგებმა და სკოლის დირექტორებმა.

განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა

საქართველოს ყველა მოქალაქისთვის განათლების ხელმისაწვდომის უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, ხორციელდება პროგრამა „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“.

სამუშაო შეხვედრა ქობულეთში პედაგოგებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გასული სასწავლო წლის შედეგები ქობულეთის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგიურ საზოგადოებასთან და სკოლების ადმინისტრაციასთან ერთად შეაჯამა.

3D გამოსახულების გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა

საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ 3D გამოსახულების გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

შშმ პირთა უფლებათა დაცვის დღე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის დღე საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებთან გაატარა.

ტექნოლოგიურ პარკში საინფორმაციო ტური გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ინოვაციების განვითარების სააგენტოს თანამშრომლობით დაიწყო სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აღჭურვა ინოვაციური ლაბორატორიებით ე.წ FabLab-ის დაზგა-დანადგარები, რომლებიც ქმნიან კრეატიულ სივრცეს სასწავლებელში, საშუალებას აძლევს სტუდენტს დაინტერესდეს სამეწარმეო საქმიანობით და მოახდინოს ინოვაციური იდეების რეალიზება.

სამეცნიერო დაწესებულებების შეფასების ახალ კრიტერიუმებზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებათა იმპლემენტაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მორიგი კონფერენცია გაიმართა თემაზე „სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების შეფასების კრიტერიუმები“.

სამეცნიერო ფონდსა და ასოცირებულ უნივერსიტეტებს (ORAU) შორის თანამშრომლობა გაძლიერდება

2016 წლის თებერვალში შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ასოცირებულ უნივერსიტეტებს (ORAU) შორის კვლევითი თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მინისტრის შეხვედრა აჭარის წარმომადგენლებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ბათუმის საჯარო სკოლების პედაგოგებს, დირექტორებსა და აჭარის რეგიონის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

შუა საუკუნეების საგანძური

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ახალ საგამოფენო სივრცეში „შუა საუკუნეების საგანძური“ გაიხსნა.

სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნები

საქართველოს საჯარო სკოლებში 10 ივნისს სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები იმართება. სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, მის წევრებს მშობლები და პედაგოგები ირჩევენ.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი 2017-2023 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.

ალექსანდრე ჯეჯელავა ბათუმის მინისტერიალზე სიტყვით წარსდგა

ბათუმში გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემო ევროპისათვის“ მე-8 გარემოსდაცვითი მინისტერიალი გაიხსნა, რომელშიც სხვა მინისტრებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაც მონაწილეობს.

შეხვედრა სტუდენტებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებს შეხვდა და ამით დაიწყო დიალოგი სტუდენტებთან.

მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელეს

სკოლამდელი და ზოგადი განათლების საკითხები, ინკლუზიური განათლება ყველასთვის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა, შრომის ბაზრის ანალიზი, დასაქმების პოლიტიკა, პროფესიული განათლების განვითარება, არაფორმალური განათლება და დიასპორის ინტეგრაცია განათლების საკითხებში, - ეს საკითხები განიხილეს ადამიანური კაპიტალის განვითარების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სამუშაო შეხვედრა ხაშურისა და კასპის პედაგოგებთან

შეხვედრები საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან გრძელდება. განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ამჯერად, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა სიახლეების გაცნობის შემდეგ ტრადიციულად, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ჰორიზონტი 2020-ის ასოცირების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-თან საქართველოს ასოცირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აბიტურიენტებთან

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) აბიტურიენტებისათვის ორდღიანი სემინარი - STEM აკადემია დაიწყო.

ხარისხის უზრუნველყოფის თემაზე საერთაშორისო სემინარი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საერთაშორისო სემინარი გაიმართა თემაზე „განვითარებაზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.