ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

STEM - საგანმანათლებლო სისტემაზე დაფუძნებული კურსები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოსწავლეებმა საინჟინრო ტექნოლოგიების, პროგრამირებისა და მათემატიკის მიმართულებით შექმნილი საკუთარი პროექტები წარმოადგინეს. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და პროექტში ჩართული სკოლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება დღეს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, თითქოს ერთ-ერთი რესურსცენტრიდან სკოლების დირექტორებმა მიიღეს წერილი, რომლითაც პედაგოგებს ეკრძალებოდათ მმართველი პარტიის გარდა, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობა.

ყველაზე წარმატებული სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური რუსთავის მე-4 საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დამამთავრებელ გამოცდებზე მიღწეული წარმატებები მიულოცა.

ლია გიგაური მოსწავლეების შეკითხვებს პასუხობდა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სკოლის მოსწავლეები ბავშვთა უფლებების თემაზე დეპუტატებსა და მთავრობის წარმომადგენლებს ესაუბრნენ. პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში უკვე ტრადიციად ქცეული ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეები მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვებს სვამენ და პასუხებს ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან იღებენ.

ბავშვზე ზრუნვის მიმართულებით - ანგარიში ხალხს

1 ივნისს მსოფლიო ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, იუსტიციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად ბავშვზე ზრუნვის მიმართულებით ანგარიში წარმოადგინა.

ამერიკული საბავშვო მიუზიკლი ჭიათურის თეატრის სცენაზე

ფრენკ ბაუმის საბავშვო ზღაპარის ,,ოზის ჯადოქარი“ მიხედვით შექმნილი მიუზიკლი ჭიათურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დადგეს. ინგლისურენოვანი მიუზიკლი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იდგმებოდა ბროდვეიზე, ქართველმა მოსწავლეებმა მშვიდობის კორპუსის მოხალისის დახმარებით მოამზადეს.

სამოქალაქო განათლების გაკვეთილები უფროსკლასელთათვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური ბორჯომის მე-3 საჯარო სკოლას ესტუმრა და „ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრში“ სპეციალურ გაკვეთილს დაესწრო, რომლის თემაც იყო „დემოკრატიული ფასეულობები და ადამიანის უფლებები“.

ევროპელი კოლეგების გამოცდილება ქართველ მეცნიერებს

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში, ქართველი მეცნიერებისთვის და პროგრამის ეროვნული საკონტაქტო პირებისათვის (NCP) სასტუმრო ,,Holiday Inn Tbilisi"-ში საინფორმაციო დღე და სემინარი გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა.

ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორიატის დირექტორის მოადგილეს კატარინა მატერნოვას შეხვდნენ.

ჭიათურისა და საჩხერის საჯარო სკოლების პედაგოგებთან შეხვედრა

შეხვედრები საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან გრძელდება. განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ამჯერად, ჭიათურისა და საჩხერის საჯარო სკოლების 400-მდე დირექტორსა და პედაგოგს შეხვდა.

მოსწავლეები მწერალ რატი ამაღლობელს შეხვდნენ

პროფორიენატაციისა და კარიერის დაგეგვმის საპილოტე პროგრამის განხორციელება 2013 წელს ნოემბრიდან დაიწყო. პროგრამის განმახორციელებელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ სტუდენტებთან შეხვედრები სისტემატურად იმართებოდა და სწორედ ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა შეთანხმება იმ პრინციპულ ცვლილებებზე, რომელიც უნდა აისახოს საკანონმდებლო ინიციატივაში.

კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთა ნამუშევრები ე.წ. „დროის კაფსულაში“ ჩაიდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. გამარჯვებულთა ნამუშევრები 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით შექმნილ ე.წ. „დროის კაფსულაში“ ჩაიდება, რომელიც 25 წლის შემდეგ გაიხსნება.

წიგნის მოვლის კულტურა - პროექტი უფროსკლასელთათვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები პროექტის „წიგნის მოვლის კულტურა“ წარდგენას რეგიონების საჯარო სკოლებში აგრძელებენ. ამჯერად, პროექტის პრეზენტაცია ჭიათურის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა.

შეხვედრა სენაკის, აბაშისა და ხობის საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მოადგილეები სისტემატიურად ხვდებიან პედაგოგებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. შეხვდერები კითხვა - პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს, სადაც პედაგოგებს საშუალება აქვთ მათთვის საინტერესეო ყველა კითხვაზე მიიღონ პასუხი.

საერთაშორისო მნიშვნელობის კვლევითი დაწესებულების რეაბილიტაცია მთავრდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძე, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ახალი შენობის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

„ეტალონი-2016”-ის გამარჯვებული გამოვლინდა

საქართველოში ყველაზე ფართომასშტაბიანი, 10-წლიანი გამოცდილების საგანმანათლებლო პროექტის „ეტალონი-2016”-ის ფინალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, საკანონმდებლო ორგანოსა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქველმოქმედო კონცერტი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად

პროფკავშირების კულტურის სახლში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) ორგანიზებით, საქველმოქმედო აქცია-კონცერტი „ვეხმარებით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს!“ ჩატარდა.

ქვემო ქართლში ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ რუსთავში ფსიქოლოგიური ცენტრი გახსნა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროს ვახტანგ მეიფარიანთან ერთად, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა ფსიქოლოგიური სამმართველოს წარჩინებული ფსიქოლოგები და რუსთავის საჯარო სკოლების მანდატურები.

შეხვედრა ინდონეზიის დელეგაციასთან

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ინდონეზიის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან. დელეგაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ უმასპინძლა და საქართველოს განათლების სისტემის ის სიახლეები გააცნო, რაც ამჟამად უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დარგში ხორციელდება.

ევროკავშირი - საქართველოს თანამშრომლობის საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა

ევროპის დღეების ფარგლებში ევროკავშირი - საქართველოს თანამშრომლობის საფოსტო მარკის პრეზენტაცია მოეწყო. მარკა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქარაძემ, საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით ხუციშვილმა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა წარადგინეს.