სიახლეები
მინისტრმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს პროფესიული განათლების რეფორმის პროექტი გააცნო
საქართველო განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი: “საჯარო კერძო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში” პროექტი გააცნო. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში.გამოცდილების გაზიარება ელექტრონული პლათფორმის ფორმატში
საქართველოში ,,ტურინის პროცესი (TRP)“ ევროპის განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ,,ტურინის პროცესი (TRP)“ პროფესიული განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, ახდენს სისტემის მონიტორინგს და შეფასებას პროფესიული განათლების პოლიტიკის შედეგების გასაუმჯობესებლად.
მანდატურები ახალქალაქისა და ნინოწმინდის სკოლებში
მანდატურის სამსახური რეგიონებში ფართოვდება. ახალქალაქისა და ნინოწმინდის რამდენიმე დიდკონტიგენტიან საჯარო სკოლაში მანდატურები პირველად შევიდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა მანდატურები პირადად წარუდგინეს სკოლებს. უახლოეს მომავალში სამცხე–ჯავახეთის კიდევ რამდენიმე სკოლაში ამოქმედდება მანდატურის სამსახური.ქართველი და ესტონელი ექსპერტების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა
ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ორგანიზებით ქართველი და ესტონელი ექსპერტების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო „ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა საშუალო საფეხურზე“.ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა საქართველოში
2016 წლის 23 ივლისიდან 1 აგვისტომდე საქართველო პირველად უმასპინძლებს საერთაშორისო ოლიმპიადას ქიმიაში (IChO-48), რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 76 ქვეყნის 300-მდე მოსწავლე...png)
საერთაშორისო კვლევის - „ევროსტუდენტის“ - მე-6 ტალღა დაიწყო
„ევროსტუდენტი“ არის ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევა, რომელსაც ახორციელებს „ევროსტუდენტის“ საერთაშორისო კონსორციუმი. კვლევის მიზანია შეისწავლოს ევროპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური პირობები და გამოავლინოს სტუდენტების წინაშე მდგარი გამოწვევები.გერმანული გამოცდილება პროფესიულ განათლებაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად, პროფესიული განათლების რეფორმის ახალი ეტაპი მიმდინარეობს. პროცესში ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი პარტნიორი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაა.წარმატებული მოსწავლეები ბრიტანეთის პრესტიჟულ სკოლებში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში HMC პროექტის გამარჯვებული კანდიდატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. გამარჯვებულ კანდიდატებს საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სერტიფიკატები გადასცა.დიდი ჩაილურის სკოლაში დაღუპული გმირების მემორიალური დაფები გაიხსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და თავდაცვისა მინისტრებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის სკოლაში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების - ზურაბ ფეიქრიშვილისა და გიორგი კირაკოზაშვილის მემორიალური დაფები გახსნეს.პროფესიული გადამზადების პროგრამა სპეციალისტებისათვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროექტის „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთკავკასიაში” ფარგლებში, წარმატებით თანამშრომლობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან(GIZ).სასკოლო პროექტები პანკისის ხეობის სკოლებისთვის
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობის სოფელ დუისის საჯარო სკოლის უფროსკლასელთათვის პროექტის „წიგნის მოვლის კულტურა“ პრეზენტაცია გამართეს. პროექტის მნიშვნელობასა და მიზნებზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ ისაუბრეს
ქართულ-გერმანული სამეცნიერო პროექტები ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის
სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის სამომავლო გეგმების განხილვის, არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ქართველი მეცნიერების საქართველოში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, იულიხის კვლევით ცენტრში სამუშაო შეხვედრები გამართეს.თანამშრომლობა კერძო სექტორთან
კერძო სექტორი მხარს უჭერს პროფესიული განათლების რეფორმის ახალ ეტაპს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივამ, პროფესიულ განათლებაში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების, მათ შორის დუალური განათლების დანერგვის შესახებ, კერძო სექტორის დიდი ინტერესი გამოიწვია.
კონფერენცია „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“
ევროპის დღეების ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, მასწავლებლის სახლში კონფერენცია „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა.მინისტრი პანკისის ხეობაში სამუშაო შეხვედრებს მართავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა პანკისის ხეობაში. პანკისის ხეობის საჯარო სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და სამინისტროს სხვა წარმომადგენელთა შეხვედრები ყოველთვის განსაკუთრებულია. გამორჩეულია სამინისტროს დამოკიდებულებაც ამ ხეობის პედაგოგებისა და მოსწავლეების მიმართ.მანდატურის სამსახური რეგიონებში ფართოვდება
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა ფუნქციონირება დაიწყო კახეთის რეგიონის სოფელ დუისის, ახმეტის N1 და N2 საჯარო სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 500 აღემატება.სამუშაო შეხვედრა ეთნიკურ უმცირესობათა ხელშეწყობისთვის
სახალხო დამცველის ეროვნული უმცირესობების საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის წევრებიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან, რომელთაც ეთნიკური ჯგუფების განათლების საკითხებთან და რაც მთავარია, მცირე ენების სწავლებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააჩნიათ.პროექტები სხვადასხვა სოციალური ფენისა და შესაძლებლობის მქონე მოზარდებისთვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ბერილუსს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ,,ბერილუსის“ თანამშრომლობით 2014-2015 წლებში წამოწყებული საქმიანობის შენარჩუნებას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდების თანატოლებთან სოციალიზაციისა და მათი სწავლით დაინტერესების ხელშეწყობას.
ჰორიზონტი 2020-ის საქართველოსთან ასოცირების ხელმოწერის ცერემონია
2016 წლის 29 აპრილს, ბრიუსელში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარმა კარლოს მოედაშმა ხელი მოაწერეს “ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამაში “ჰორიზონტი 2020” საქართველოს ასოცირების შეთანხმებას”.SRNS-Elsevier - მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი და სემინარი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და „ელსევიერის“ საგამომცემლო სახლის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი და სემინარი ჩატარდა.პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია იწყება
2016-2017 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 4 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ ვებგვერდზე (www.registration.emis.ge) და დასრულდება 25 მაისს - 20:00 საათზე.სიახლეები ვერ მოიძებნა.