ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

ბაღდათში პროფესიული სასწავლებელი ამოქმედდა

ქუთაისის პროფესიული კოლეჯის „იბერია“ ბაღდათის ფილიალის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და იმერეთის რეგიონს ერთ-ერთი ძლიერი პროფესიული სასწავლებლის ახალი კორპუსი შეემატა. სრულიად განახლებული და თანამედროვედ აღჭურვილი სასწავლებელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაათვალიერა და კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდა.

ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ბათუმის უნივერსიტეტში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. გარემონტდა უნივერსიტეტის ხუთსართულიანი სასწავლო კორპუსის ძირითადი ნაწილი, განახლდა ფიზიკის ლაბორატორიები, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ზოოლოგიისა და მინერალოგიის კაბინეტები, თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა კრიმინალისტიკური ლაბორატორია.

ლოგისტიკის ევროპული სტანდარტები საქართველოში

ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯს ,,ახალი ტალღა“ და ესტონეთის პროფესიულ სასწავლებელს “ვალგა“ შორის ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის ახალი პროექტი ამოქმედდა, რაც მძიმე და მასშტაბური ტვირთების ადგილობრივი და საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვებისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებას გულისხმობს.

ბათუმის უნივერსიტეტში ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ აჭარაში ვიზიტის ფარგლებში, რამდენიმე სასწავლო დაწესებულება მოინახულა. მათ შორის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის რეაბილიტირებული სასწავლო კორპუსი, ახლადშექმნილი ერთიანი საუნივერსიტეტო საგამოცდო ცენტრი დასამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია-ფაბლაბი, სადაც სტუდენტების მიერ დამზადებული პროდუქცია დაათვალიერა.

აჭარის სოფელ სალიბაურში ახალი სკოლა გაიხსნა

აჭარის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან გიორგი თავამაიშვილთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში ახლადაშენებული საჯარო სკოლა დაათვალიერა და სკოლის პედაგოგებს შეხვდა.

ინფრასტრუქტურული პროექტები პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“

პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, შესაბამისი ინფრასტრუქტურული და აღჭურვითი სამუშაოები მიმდინარეობს ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“. უკვე განხორციელებულ და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი გაეცნენ.

წარმატებული თანამშრომლობა წარმატებულ კომპანიასთან

კოლეჯი „სპექტრი“ სამი წელია წარმატებით თანამშრომლობს კომპანია „ელიტა-ბურჯთან“. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია სამშენებლო სამუშაოები და მშენებლობისათვის საჭირო მასალების წარმოება. კომპანია აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და აპარატურით, არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია როგორც საქართველოში ასევე, კავკასიაში.

საქართველოს პროფესიული განათლების ახალი პერსპექტივები ტურიზმის მიმართულებით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია „პროფესიული განათლების ახალი პერსპექტივები ტურიზმის მიმართულებით“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნა.

სსსმ და შშმ პირების პროფესიული ტესტირება მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულება „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში“ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების პროფესიულ ტესტირებას დაესწრო. ის ასევე გაეცნო დაწესებულებაში სწავლის პროცესს და შეხვდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებს.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ტესტირება მიმდინარეობს

23 აპრილს, დილის 9 საათიდან, საქართველოს მასშტაბით არსებულ საგამოცდო ცენტრებში პროფესიული განათლების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სრული სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

ამერიკელი პროფესორები ქართველ აბიტურიენტებს ორდღიან სემინარს ჩაუტარებენ

23 და 24 აპრილს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) მოწვეული პროფესორები აბიტურიენტებს ორდღიან სემინარს - STEM აკადემიას ჩაუტარებენ. დღეს, STEM აკადემია გახსნილად გამოაცხადეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველო აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა პროფესომა კენ უოლშმა.

მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები დუალური პროფესიული განათლების დასანერგად

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ბოლო წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა პროფესიული განათლების სფეროში. აღნიშნული ორგანიზაცია პროფესიული განათლების რეფორმის ერთ-ერთი მხარდამჭერია და ხელს უწყობს საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის განხორციელებას.

პროფესიულ განათლებასა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობა გაძლიერდება

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. საგრანტო კონკურსის პირველი ფაზის ფარგლებში დაფინანსდა შვიდი პროექტი, რომლის საერთო ბიუჯეტი 70,000 აშშ დოლარს შეადგენს.

სასკოლო კონკურსები გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს შემოქმედებით კონკურსებს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის: კონკურსი „ნაბიჯი თანადგომისკენ“ ტარდება სლოგანების, კონცეფციებისა და სასკოლო წარმოდგენების (ფლეშმობების) სახით, სადაც მოსწავლეებმა უნდა გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ძალადობასა და ბულინგთან მიმართებაში, ასევე უნდა წარმოადგინონ პრობლემების მოგვარების ხედვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე - 150

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ორგანიზებით, კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია „კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე - 150“ გაიმართა.

უპრეცედენტო პროექტი საჯარო სკოლაში

თავშესაფრის მაძიებელი და ლტოლვილი უცხოელი მოსწავლეები, რომელთაც ომის გამო სამშობლოს დატოვება მოუხდათ, დღეს თბილისის 81-ე საჯარო სკოლაში სწავლობენ. ეს მოსწავლეები ჩართულნი არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ „საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ქართულ ენაში მომზადების პროგრამაში“,

პედაგოგიური განათლების რეფორმა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პედაგოგიური განათლების რეფორმის განხორციელება დაიწყო. რეფორმა ორეტაპიანია - საშუალო და გრძელვადიანი. საშუალოვადიან პერიოდში, მოხდება კადრების თანამედროვე მეთოდოლოგიით მომზადება. კერძოდ, სექტებრიდან ამოქმედდება მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტი), რითაც უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელსაც პედაგოგობის სურვილი აქვს, ექნება შესაძლებლობა გაიაროს შესაბამისი საუნივერსიტეტო პროგრამა და გახდეს მასწავლებელი.

პროფესიული კოლეჯების მასწავლებლები გერმანულ გამოცდილებას გაიზიარებენ

პროფესიულ განათლებაში რეფორმის ახალი ეტაპის განხორციელება გულისხმობს კერძო სექტორის ჩართულობას პროფესიულ განათლებაში. ამ პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასწავლებლების მომზადებასა და მათ კვალიფიკაციას. ამ კუთხით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროექტის „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში, წარმატებით თანამშრომლობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ).

ტექნიკური უნივერსიტეტის ორი პროფესორი დაჯილდოვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამაგდარ პედაგოგსა და მეცნიერს, საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს ლიანა სუთიძეს და ამავე უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ბუნებრივი კატასტროფების განყოფილებისა და სამშენებლო ფაკულტეტის აგრომელიორაციის მიმართულების მოდულის ხელმძღვანელს, მეცნიერების დოქტორს, პროფესორს რობერტ დიაკონიძეს ღირსების ორდენები გადასცა.

თამარ სანიკიძე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრში საერთაშორისო კონფერენცია „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი საწარმოებისათვის“ გაიმართა. ღონისძიება ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა“ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენცია ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა, ღონისძიებას ასევე დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ბიზნეს-ომბუდსმენი გიორგი გახარია.

საქართველო ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლებს

პირველად საქართველოში მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდება ქიმიაში (IChO). ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადას თბილისი 2016 წლის 23 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. ეს ოლიმპიადა ქიმიის ოლიმპიადებს შორის ყველაზე ფართომასშტაბიანი, მსოფლიოში ცნობილი და ძალიან დიდი რეპუტაციის მატარებელი ღონისძიებაა, რომელიც არაჩვეულებრივ გამოცდილებას სძენს საუკეთესო მოსწავლეებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყნიდან.