სიახლეები
ქართული ენის დღე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ,,ქართული ენის დღესთან” დაკავშირებით პედაგოგთა და საზოგადო მოღვაწეთა მიღება გაიმართა. ქართული ენის მნიშვნელობაზე, ქართული ენის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისთვის ქართველი განმანათლებლების ღვაწლზე, სახელმწიფო ენისა და ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ, ენათმეცნიერმა ავთანდილ არაბულმა, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა და ქართული ენის სამმართველოს უფროსმა მარიკა ოძელმა.
გილოცავთ ქართული ენის დღეს!
ენა აძლიერებს სახელმწიფოს და სახელმწიფო აძლიერებს ენას − ეს ცნობილი ფრაზაა, რომლის დასტურია საქართველოს სახელმწიფოს ზრუნვა მისი მთავარი ძალის − ქართული ენის − განვითარებისთვის. ქართული ენის ფუნქციონირებას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა (კონსტიტუცია, პარლამენტის რეგლამენტი, კოდექსები, კანონები, ბრძანებულებები, დადგენილებები, ბრძანებები).დაწყებითი განათლების პროექტის შეფასება USAID / Georgia
ჩიკაგოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ეროვნული ცენტრის ექსპერტმა ალეხანდრო ომემ საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (USAID/G-PriED) შედეგების შეფასების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა. პრეზენტაციას საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სამინისტროსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) 64-ე საჯარო სკოლაში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ტომას მილია და USAID-ის მისიის დირექტორი დაგლას ბოლი თბილისის 64-ე საჯარო სკოლაში USAID-ის დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) მიმდინარეობას გაეცნენ.თამარ სანიკიძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მრჩეველს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესორ, ვონ ტურეკიანს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმის მხარდაჭერა, სიახლეების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება იყო.პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის მენეჯერების ტრენინგი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის თანამშრომლობით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის მენეჯერთა გადამზადება მიმდინარეობს. ტრენინგის მიზანია, პროფესიული მასწავლებლების საჭიროებათა ანალიზი და ამ მასწავლებლებისთვის ტრენინგების დაგეგმვა საწარმოებში. ტრენინგს ათასწლეულის გამოწვევის საერთაშორისო ტრენერი ალექსანდერ სიბონი უძღვება.სკოლების მოვლა-პატრონობის პროექტი ხორციელდება
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით, სკოლების მოვლა-პატრონობის (O&M) პროგრამის მიმდინარეობის შესახებ შეხვედრა-პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრა გახსნეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.წარმატებული თანამშრომლობა კერძო სექტორთან
საზოგადოებრივ კოლეჯ "სპექტრსა" და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს პროფესიულ სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებას მათი მომზადების, გადამზადებისა და შემდგომი დასაქმების კუთხით.„მერმისი“ საგაზაფხულო მიღებისთვის ემზადება
2016 წლის საგაზაფხულო მიღებაზე წარმატებით მიმდინარეობს რეგისტრაცია საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“. ბოლო წლებში კერძო სექტორის აქტიურმა ჩართულობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კოლეჯში მოთხოვნადი პროგრამების დახვეწა/განვითარებასა და სწავლების პროცესში თანამედროვე მიდგომების დანერგვას. ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, სრული სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს შრომის ბაზარზე მოთხოვნად სასურველ პროფესიას ხელოვნების, ბიზნესის ადმინისტრირების, ინჟინერიის მიმართულებებით და დასაქმდეს.საჯარო-კერძო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA - Georgia) მხარდაჭერით, პროფესიული განათლების რეფორმის ახალი ინიციატივის “საჯარო-კერძო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში“ პრეზენტაცია გაიმართა.რეგისტრაცია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ პროგრამებზე
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. სახელმწიფო დაფინანსებით უნივერსიტეტში 12 ავტორიზებული პროფესიული პროგრამა ხორციელდება: ბიბლიოთეკარი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი, ბაგა-ბაღის აღმზრდელი-პედაგოგი, ვებპროგრამისტი, სარეკლამო აგენტი, ღონისძიების მენეჯერი, პრაქტიკოსი ექთანი და სხვ.კოლეჯში „სპექტრი“ 10 აპრილის ჩათვლით მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს
მრავალპროფილიან საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ 28 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით, პროფესიულ პროგრამებზე მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კოლეჯში ყველაზე დიდი მოთხოვნა არის ბიზნესის ადმინისტრირების, სურსათის უვნებლობის და ინჟინერიის მიმართულებით, უკვე დარეგისტრირებულია 260 აპლიკანტი, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები. რეგისტრაციის პროცესს დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გაეცნო.რეგისტრაცია სატელევიზიო მიმართულების პროფესიულ პროგრამებზე
მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრში მე-4 საფეხურის ხუთ აკრედიტებულ პროფესიულ პროგრამაზე: ფოტოგრაფია; მონტაჟის რეჟისორი (მემონტაჟე, აუდიო-ვიზუალური გამოსახულების სპეციალისტი); კინოტელერეჟისორი; საინფორმაციო პროგრამის ოპერატორი - მემონტაჟე (საოპერატორო ხელოვნება); ტელერადიორეპორტიორი (ჟურნალისტიკა).სტრატეგიული მნიშვნელობის პროფესიული სასწავლებელი ამოქმედდება
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში, რეგიონში ერთადერთი პროფესიული სასწავლებელის სრული რეაბილიტაციის პროცესი სრულდება. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ დანელიასთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ნოდარ ჯავახიშვილთან ერთად, შესრულებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
„ინტელექტის დღე 2016“ იწყება
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ყველაზე მასშტაბური ინტელექტუალური პროექტის „ინტელექტის დღე 2016“-ის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ და საქართველოს ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის?" პრეზიდენტმა გიორგი მოსიძემ წარუდგინეს.წარმატებით მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია IT სპეციალობებზე
საქართველოს მასშტაბით არსებულ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებსა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია წარმატებით ხორციელდება. ყოველდღიურად ასობით ადამიანი რეგისტრირდება მათთვის სასურველ პროგრამაზე. არის პროგრამები, სადაც მსურველთა რაოდენობამ ბევრად გადააჭარბა მისაღებ კონტიგენტს.სკოლების რეაბილიტაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ახალი დირექტორი ჯენერ ედელმანი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე გორის მე-5 საჯარო სკოლას ეწვივნენ და ათასწლეულის კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.ინოვაციური პროექტი მასწავლებლობის მსურველებისთვის
უმაღლესი განათლების მქონე პედაგოგობის მსურველებს სახელმწიფო აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გაიაროს შესაბამისი პროგრამა და სკოლაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭოს. სახელმწიფოს მიზნია როგორც თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საუკეთესო პედაგოგების მოზიდვა, ამასთანავე, კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტის აღმოფხვრა განსაკუთრებით რეგიონებში.პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია გრძელდება
საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. რეგისტრაციის პროცესს დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში გაეცნო.სკოლების რეაბილიტაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ერთ–ერთი დიდი სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. ძირითადი, ფუნდამენტური სამუშაოები დასრულებულია, ამ ეტაპზე ოთახებისა და დერეფნების რემონტი მიმდინარეობს. მალე სოფელს ევროპული სტანდარტების სასწავლო დაწესებულება შეემატება, სადაც მოსწავლეებს სწავლისთვის კომფორტული გარემო და ყველა საჭირო რესურსი ექნებათ.მეწარმეობის სწავლება სკოლებში
2015-2016 სასწავლო წლიდან, განახლებული პროგრამით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 221 საჯარო სკოლაში დანერგვის ეტაპს გადის არჩევითი საგანი „მეწარმეობის საფუძვლები“. საგანი ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებში სამეწარმეო, დაგეგმვისა და ორგანიზების უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს, ასევე მოსწვალეებს ეხმარება არჩევანის გაკეთებაში თუ როგორ შეიძლება იდეა გადაიქცეს კონკრეტულ საქმიანობად, რომელმაც მას მომავალში შეიძლება მოუტანოს როგორც შემოსავალი ასევე, მისცეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების, თვითგამოხატვის, თვითდასაქმებისა და სხვების დასაქმების საშუალება.სიახლეები ვერ მოიძებნა.