სიახლეები
ერთად გავიგოთ აუტიზმი და გავიზიაროთ A
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის 198-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ესტუმრა და აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდთა გამოფენა დაათვალიერა.რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნა. სხდომაში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები იღებდნენ მონაწილეობას.საჯარო-კერძო პარტნიორობა საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კერძო სექტორის პროფესიულ განათლებაში ჩართვის მექანიზმებზე მომუშავე თემატურ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა.330 პრაქტიკოსს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა
მასწავლებელთა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვა მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ პირველი წელი საპილოტედ განისაზღვრა და ჯერ მხოლოდ ერთი სემესტრი დასრულდა, სქემით განსაზღვრულ აქტივობებში, მაღალია მასწავლებელთა ჩართულობა. მასწავლებელთა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო - 330-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა წამატებით გადალახა საგნის გამოცდის ბარიერი და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.რეგულაციები პროფესიული განათლების მასწავლებელთა განვითარებისთვის
პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო პარტნიორ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, პროფესიული განათლების მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების რეგულირების დოკუმენტზე მუშაობს. ამ პროცესში სამინისტროს დახმარებას ევროკავშირის პროექტი და გაეროს განვითარების პროგრამა უწევს.
პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2016-2017 სასწავლო წლისათვის. რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად: I ეტაპი: 2016 წელი, 4 აპრილი - 18 აპრილი II ეტაპი: საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია. 2016 წელი, 4 მაისი - 25 მაისის ჩათვლით III ეტაპი: 2016 წელი, 14 ივნისი - 30 ივნისის ჩათვლითEFQM-ის „სრულყოფის მოდელის“ დანერგვა იგეგმება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროპული შიდა ხარისხის მართვის (EFQM) „სრულყოფის მოდელის“ დასანერგად ემზადება. ამასთან დაკავშირებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ცენტრში შიდა ხარისხის მართვის „სრულყოფის მოდელის“ სემინარი ჩატარდა, რომელსაც EFQM-ის კონსულტანტი დოქტორ სიუზან კალდშმიტი უძღვებოდა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016 ოფიციალურად გაიხსნა
მარნეულის სპორტის სასახლეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, საქართველოს კერძო და საჯარო სკოლების გუნდებს შორის. 2016 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებს 1200 სკოლის 5000-ზე მეტი გუნდი, რაც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით.სასურველი პროფესია ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს ინკლუზიური პროფესიული განათლება წარმოადგენს. სამინისტროს მიზანია ნებისმიერ პირს შეუქმნას ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო სივრცე და საზოგადოებაში დაამკვიდროს ადექვატური ღირებულებები სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ.გრძელდება მუშაობა პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის პროექტზე
ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის მხარდაჭერით, პროფესიული განათლების ახალი კანონ-პროექტის პრეზენტაცია და შემდეგ მისი განხილვა გაიმართა.მინისტრი ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სოფელ ოკამის საჯარო სკოლაში ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა.პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს! რეგისტრაცია იწარმოებს 28 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით. ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სრული სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.
საერთაშორისო მართლწერის კონკურსი (NESC - GE)
ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო ორგანიზაცია ,,მშვიდობის კორპუსისა“ და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს სკოლების მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის მართლწერის ეროვნული კონკურსი (NESC - GE) ჩატარდა. დღეს, კონკურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.კოლეჯებში საგაზაფხულო მიღებისთვის მზადება მიმდინარეობს
საქართველოს მასშტაბით არსებულ სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა საგაზაფხულო მიღებისთვის მზადება მიმდინარეობს. პროფესიულ კოლეჯებში ასაკის მიუხედავად, ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა 100-ზე მეტი პროფესიიდან მისთვის სასურველს დაეუფლოს სახელმწიფო დაფინანსებით და შემდეგ დასაქმდეს.სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
თბილისის 186-ე საჯარო სკოლაში გამოფენა და მოსწავლეთა თხზულებების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა თემაზე „ქალის როლი საქართველოს ისტორიასა და დღევანდელობაში“.გამოფენა საჯარო-კერძო პარტნიორობის და დასაქმების ხელშეწყობისთვის
თელავში განათლებისა და დასაქმების მასშტაბური გამოფენა „მომავალი შენია“ გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო კახეთის რეგიონში მოქმედი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების პროგრამები და სტუდენტების მიერ წარმოებული პროდუქცია.
პრემიერ-მინისტრმა პროფესიული განათლების რეფორმაზე ისაუბრა
ტექნოლოგიურ პარკში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროფესიული განათლების რეფორმის გეგმა წარმოადგინა. განათლების რეფორმა წარმოადგენს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს. რეფორმების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ეკონომიკის რეფორმას, განათლების რეფორმას, სივრცით მოწყობას და მმართველობის რეფორმას, ემსახურება ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას.საქმიანი უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეებში
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ფარგლებში, მოსწავლეების წიგნიერების, მათემატიკური და საქმიანი უნარების განვითარების მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა. 2015-2016 სასწავლო წლიდან საქართველოს მასშტაბით 39 საპილოტე სკოლის I-VI კლასებში საქმიანი უნარ-ჩვევების გაკვეთილები ტარდება. პროექტის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) დირექტორი ინდირა ამირანაშვილი და საქმიანი უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩაჩხიანი, თბილისის 64-ე საჯარო სკოლაში გაეცნენ.შეხვედრა სტუდენტებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო განცხადების შესაბამისად, დღეს შედგა შეხვედრა სტუდენტებთან.ლია გიგაური ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ირანის ისლამური რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილეს, ირანის უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოების ცენტრის ხელმძღვანელს და ფაიამე ნურის უნივერსიტეტის რექტორს ალი ასყარ როსტამს და ირანის დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.სოფელ იორმუღანლოში ახალი სკოლა აშენდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა დასრულდა. სკოლის შენობა დაათვალიერა და მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სკოლის ამოქმედება მიულოცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.სიახლეები ვერ მოიძებნა.