სიახლეები
ფრანკოფონია 2016-ის კონკურსების გამარჯვებულების დაჯილდოება
საფრანგეთის საელჩო, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, შვეიცარიის საელჩო, კანადის საელჩო და საქართველოს ყველა ფრანკოფონი აღნიშნავს ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო დღეს. ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე, აღინიშნება მთელს მსოფლიოში და საქართველოც, როგორც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრი, უერთდება აღნიშნულ დღესასწაულს.
საქართველოში ესტონეთის ელჩის საჯარო ლექცია
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში - პრიიტ ტურკმა შეხვედრა გამართა სკოლის მსმენელებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან.
თსუ-ს სტუდენტთა საყურადღებოდ
ძვირფასო სტუდენტებო, ვაფასებთ თქვენს სურვილს, წვლილი შეიტანოთ იმ ცვლილებების პროცესში, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს საუნივერსიტეტო ცხოვრება. ამასთან, მყარად გვჯერა, რომ ამ ტიპის ცვლილებების სრულფასოვნად განხორციელება მხოლოდ თქვენი მონაწილეობითაა შესაძლებელი.ჩემი მეგობრები - ჩემი გარემოცვა
ერთი ქრომოსომა და ზღვარი, რომელიც რეალურად არ არსებობს - 21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პანტომიმის სახელმწიფო თეატრის და საქართველოში პლასტიკოს საერთაშორისო ცენტრის თანამონაწილეობით (ხელმძღვანელი ამირან შალიკაშვილი), საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით - მე და ჩემი მეგობარი. ღონისძიების ფარგლებში, მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეებს და მათ მეგობრებს უმასპინძლა.მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრების ტრენინგები მიმდინარეობს
„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“ მასწავლებლის შეფასების კომპლექსურ სისტემას ეფუძნება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს მასშტაბით ტრენინგები დაიწყო.საკლასო დაკვირვების სრული პროცესის პილოტირება მიმდინარეობს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში საკლასო დაკვირვების პროცესის პილოტირება 2016 წლის მარტიდან დაიწყო. პილოტირების პირველი ეტაპისათვის ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის 20 სკოლა შეირჩა. პროცესში რუსთავისა და კასპის საჯარო სკოლის 80 პედაგოგი ჩაერთო. დღეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი პილოტირების პროცესში ჩართულ პედაგოგებს შეხვდნენ და პროცესის მიმდინარეობაზე იმსჯელეს.სამინისტროს პანკისის ხეობიდან მოსწავლეები სტუმრობდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. დუისელ მოზარდებს, თბილისის 202-ე საჯარო სკოლაში ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ამუშვებული კითხვის კლუბის წევრებმა, სუსტადმხედველი მოზარდებისა და თემში მდებარე 77-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების სოციალიზაციის მიზნით დაგეგმილი აქტივობები გააცნეს და ურჩიეს, მათაც შექმნან კითხვის კლუბი, რომელიც საერთო მიზნის გარშემო გააერთიანებს პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტ, ჩეჩენ და ახმეტის რაიონის საჯარო სკოლების მოზარდებს.მასწავლებლები პროფესიული განვითარების სქემაზე მსჯელობენ
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თბილისისა და რუსთავის საჯარო სკოლების პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვის საკითხებზე მსჯელობა იყო. სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარის ანალიზზე გაკეთდა.თამარ სანიკიძე უნივერსიტეტის წარმოამდგენლებთან მორიგ შეხვედრას მართავს
უნივერსიტეტში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სამინისტროში მორიგ შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრულ შემადგენლობასთან, უნივერსიტეტის რექტორ ვლადიმერ პაპავასთან და სენატის სპიკერთან მართავს.უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება
უნივერსიტეტში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე უნივერსიტეტის რექტორს ვლადიმერ პაპავას, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს, აკადემიური საბჭოსა და სენატის წევრებს შეხვდა. მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს და გადაწყდა, რომ ურთიერთობა სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. სამინისტრო მიმართავს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შეარჩიოს პარიტეტული პრინციპით ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელი, რათა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს, 20:00-ზე გაიმართოს შეხვედრა.ევროკომისია მხარს უჭერს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებას
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
უნივერსიტეტი უპირველეს ყოვლისა აკადემიური საქმიანობის სივრცეა, სადაც სრული ავტონომიის პირობებში, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს დამოუკიდებლად სწავლის, სწავლებისა და კვლევის, ასევე საკუთარი აზრისა და მოქალაქეობრივი პოზიციის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.
Elsevier-ისა და Scopus-ის სემინარი სამეცნიერო ჟურნალებისთვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გამომცემლობა ELSEVIER-ის ორგანიზებით, სამეცნიერო ჟურნალებისათვის ELSEVIER-ისა და SCOPUS-ის სემინარი ჩატარდა. სემინარს ესწრებოდნენ: ELSEVIER-ის ბაზებზე წვდომის მქონე უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების კონსორციუმის წევრი ინსტიტუციების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოში დარეგისტრირებული ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალების წარმომადგენლები.ინკლუზია და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები საქართველოში
ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტიორობით, 12-13 მარტს კონფერენცია ტარდება სახელწოდებით: „ინკლუზია და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები საქართველოში“. კონფერენცია ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა ზაზა ფურცელაძემ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე საქართველოში ქალბატონი ტიფანი სედლერი.საქართველოს სოლიდარობის ფონდი - სიკეთე გადამდებია
საქართველოს სოლიდარობის ფონდმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ფონდის 2015 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა. შეხვედრას მინისტრი თამარ სანიკიძე, სამინისტროს წარმომადგენლები და დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.ნუმიზმატიკური საგანძური
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ნუმიზმატიკური საგანძურის გამოფენა გაიხსნა. საქართველოში ფულის მოჭრის ისტორია ოცდაშვიდ საუკუნეს ითვლის. კოლხეთი სამონეტო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერაა მსოფლიოში. აქ ძვ.წ. VI საუკუნეში იწყება მონეტების მოჭრა და ფულის მიმოქცევა. ნუმიზმატიკური საგანძურის ექსპოზიცია საზოგადოებას გააცნობს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მიმოქცევის ისტორიას ძვ.წ. VI საუკუნიდან 1834 წლამდე.სტუდენტური კონკურსი “ჩემი რუსთაველი”
რუსთაველის თეატრში, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ერთობლივად წარმოადგინეს სტუდენტური ნაშრომების ეროვნული კონკურსი „ჩემი რუსთაველი“.საბურთალოს რაიონში თანამედროვე სკოლა შენდება
საბურთალოს რაიონში, 61-ე საჯარო სკოლის ძველი ავარიული შენობის დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის პროცესს დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.საქართველო საერთაშორისო ტურნის მასპინძლობს
თბილისის ახალ სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა - IHF/EHF ქალთა მსოფლიო თასი ხელბურთში. ტურნირი 8-13 მარტს იმართება და მასში მონაწილეობას 8 ნაკრები გუნდი იღებს: საქართველო, ბელგია, ლატვია, ფარერები, კვიპროსი, ესტონეთი, ალბანეთი და სომხეთი. თბილისში გაირკვევა 2016 წლის ევროპის საუკეთესო გუნდის ვინაობა, რომელიც 2017 წელს ითამაშებს ინტერკონტინენტალურ თასზე.მინისტრმა 8 მარტს ღვაწლმოსილ პედაგოგს ჯილდო გადასცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ 8 მარტი პედაგოგ ქალბატონებს ღვაწლმოსილი მასწავლებლის ოჯახიდან მიულოცა. მინისტრი თბილისის 55-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ყოფილ მასწავლებელს ჟუჟუნა სამხარაძეს სახლში ეწვია, პირადად მიულოცა 8 მარტი და წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის სახელმწიფო ჯილდო „ღირსების ორდენი“ გადასცა.სიახლეები ვერ მოიძებნა.