ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

Microsoft-ის კონკურსის გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს, Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ინოვაციური ტექნოლოგიების კონკურში გამარჯვებულ მასწავლებლებს უმასპინძლა და საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცა მათ.

სოფელ ლეჟბადინის სკოლა სრულად განახლდა

კომპანია „სოკარის“ წარმომადგენლობამ საქართველოში, საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მარნეულის რაიონის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-მშენებლობა და აღჭურვა განახორციელა. სრულად რეაბილიტირებული სკოლა დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტთან როვნაგ აბდულაევთან ერთად, გახსნა.

ტურინის პროცესი (TRP) 2016 - გაცნობითი სამუშაო შეხვედრა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ევროპის განათლების ფონდის (ETF) მხარდაჭერით, „ტურინის პროცესის (TRP) 2016“ - გაცნობითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში „ტურინის პროცესის (TRP) 2016“ ძირითადი პრინციპები, მიმდინარე წლის ანალიტიკური ჩარჩო დოკუმენტი და განსახორციელებელი სამუშაო გეგმა.

თამარ სანიკიძემ მრავალშვილიან პედაგოგს დედის დღე მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლის დირექტორს, მრავალშვილიან დედას ირმა ცქიფაშვილს სახლში ეწვია და მეათე შვილის დაბადება და დედის დღე მიულოცა, პატარებს კი, საჩუქრები გადასცა.

ხარისხის სამსახური გერმანულ გამოცდილებას იზიარებს

საქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი რაინჰოლდ რ. გრიმი იმყოფება. პროფესორმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრში რამდენიმე შეხვედრა გამართა და იმ პერსპექტივებსა და სიახლეებზე ისაუბრა, რასაც გერმანიის აკრედიტაციის ახალი მოდელი ითავლისწინებს.

თსუ-ში ახალი ქიმიის ლაბორატორია ამოქმედდა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, პარტნიორი უნივერსიტეტების (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ბაზებზე, გარემონტდა და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აღიჭურვა 1688 კვადრატული მეტრის ფართი - მათ შორის 7 სალექციო ოთახი და 2 ლაბორატორია. უახლოეს მომავალში დაგეგმილია სამუშაოები მესამე პარტნიორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.

საჯარო ლექცია ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ფარგლებში არსებულ დაფინანსებაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვიცე-პრეზიდენტის, პროფ. მარტ საარმას საჯარო ლექცია/პრეზენტაცია გაიმართა თემაზე - დაფინანსების შესაძლებლობები ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) ფარგლებში: მოწინავე მეცნიერთა მხარდაჭერა ევროპის მასშტაბით (ERC Funding Opportunities: Supporting excellent researchers all over Europe).

ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს შემადგენლობაში არიან მსოფლიოში გამოჩენილი უცხოელი და ქართველი მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წევრები. საბჭოს თავმჯდომარეობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე.

ლია გიგაური სამტრედიელ პედაგოგებს შეხვდა

სასკოლო საზოგადოებასთან შეხვედრები გრძელდება. ამჯერად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური სამტრედიის რაიონის პედაგოგებსა და დირექტორებს შეხვდა. შეხვედრა ჩვეულ რეჟიმში, დიალოგის ფორმით წარიმართა და ყველა იმ თემას შეეხნენ, რაც სკოლის წარმომადგენლებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია.

საჯარო ლექცია -„ენერგეტიკა 21-ე საუკუნეში“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეებისთვის, გაერთიანებული სამეფოს ატომური ენერგიის მმართველი სააგენტოს თავმჯდომარის, პროფ. როჯერ ქაშმორის საჯარო ლექცია/ პრეზენტაცია - „ენერგეტიკა 21-ე საუკუნეში“ (“Energy in the 21st Century”) გაიმართა.

ჯარისკაცების წერილები ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებს

ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტში „წერილები ჯარისკაცებს“ პროექტი განხორციელდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ბავშვებს ავღანეთიდან ქართველი სამშვიდობოების მიერ გამოგზავნილი საპასუხო წერილები ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში გადასცეს.

პრემიერ-მინისტრი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან თამარ სანიკიძესა და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია, სადაც მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩვენება, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სწავლების ინოვაციური მეთოდების პრეზენტაცია გაიმართა.

სკოლამდელი განათლების პროექტს იმერეთის რეგიონში გაეცნენ

საქართველოს პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და გაეროს ბავშვთა ფონდის (უნისეფის) წარმომადგენელმა საქართველოში საშა გრაუმანმა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის“ საჯარო პრეზენტაცია ამჯერად იმერეთის რეგიონისთვის სამტრედიაში გამართეს

მეწარმეობის მასწავლებელთა ფორუმი

ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების განვითარების მიზნით, განახლებული სტანდარტის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად, ახალი სახელმძღვანელო შეიმუშავა როგორც მოსწავლის, ისე მასწავლებლის კომპონენტით.

სოფელ ხიდისთავში სკოლის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

მომავალი სასწავლო წლიდან სოფელ ხიდისთავში რეაბილიტირებული, თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლა შევა ექსპლუატაციაში და სკოლის 400-ზე მეტი მოსწავლე სრულიად განახლებულ გარემოში გააგრძელებს სწავლას. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე გაეცნენ.

ექსტერნის გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების პროგრამის დაძლევის მსურველთა რეგისტრაციას 2016 წლის 17 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით. გამოცდები ჩატარდება 2016 წლის 9 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით. რეგისტრაციის უფლება აქვთ პირებს, რომელთა ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს, თუ მათ დაძლეული აქვთ წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა.

პროფესიული სტუდენტების გამოფენა გაიმართა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისი“ პროფესიულ სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი “სოლარი” ნასაში გაემგზავრება

2016 წლის 12 თებერვალს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი გამართა. ფინალში მონაწილეობა მიიღო ათმა კონკურსანტმა გუნდმა, რომელიც 34 მოსწავლისგან შედგებოდა. გუნდების მიერ წარმოდგენილი პროექტები შეაფასა დამოუკიდებელმა ექსპერტთა კომისიამ. შედეგად, გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება მედიით გავრცელებულ ცილისმწამებლურ სტატიას „განგაშის ზარები“, რომლის ავტორი გურამ ფალავანდიშვილი (შპს უძრავი ქონების ფირმა „ერდო“), გამიზნულად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და განათლების სისტემის დისკრედიტაციის მიზნით აცხადებს: „განათლების სამინისტრო ევროკავშირის დავალებით სექტემბრიდან ჩვენ შვილებზე მასირებული შეტევის განხორციელებას აპირებს.

სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა (TALIS)

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის (TALIS) ეროვნული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. 2014 წელს კვლევაში მონაწილეობა მიიღო 440 სკოლის დირექტორმა და 6000-ზე მეტმა მასწავლებელმადა მას ადმინისტრირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გაუწია. საქართველოსთან ერთად კვლევა 35 ქვეყნაში ჩატარდა.

თანამშრომლობა მოზარდებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად

სკოლის ექიმებმა მოზარდებისა და ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის საკითხებში სასწავლო კურსი გაიარეს. დღეს მათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ შესაბამისი სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადასცეს.