სიახლეები
სკოლამდელ განათლებაზე ქალთა ფორუმზე იმსჯელეს
საქართველოს საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მესამე კონფერენცია გაიმართა, სადაც ადგილობრივ თვითმმართველობაში მოღვაწე ქალბატონები საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ფორუმზე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული, მათ შორის საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ სკოლამდელი განათლების რეფორმას.2016 წელს ინკლუზიურ პროფესიულ განათლებაში დაგეგმილი ინიციატივები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დონორებსა და ინკლუზიური პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინკლუზიური პროფესიული განათლების სფეროში 2016 წლისათვის დაგეგმილი სტრატეგიული მიმართულებების გაცნობა.მადლობის სიგელი თანამშრომლობისთვის
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დაფუძნების 11 წლისთავთან დაკავშირებით, ილია მეორე ფონდის მმართველი საბჭოს წევრებს, მეურვეებს, შემომწირველებს და საგრანტო კონკურსების გამარჯვებულებს შეხვდა. ღონისძიების ფარგლებში, მადლობის სიგელები გადაეცათ იმ ორგანიზაციებსა და პირებს, რომლებმაც ბოლო წლებში ქმედითი და ფინანსური წვლილი შეიტანეს ფონდის საქმიანობაში. დაჯილდოებულთა შორის იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პირადად, მინისტრი თამარ სანიკიძე.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 98 წლის იუბილე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 98 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, რომელიც თსუ-ს რექტორმა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ გახსნა. პროფესორებს, სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ და უნივერსიტეტის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.საჯარო სკოლების 37 ათასზე მეტი ბენეფიციარი გაუმჯობესებულ სასწავლო გარემოში ისწავლის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტის მოადგილე ფატემა სუმარი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, გორის N5 საჯარო სკოლაში ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.ამერიკული უნივერსიტეტი რეგისტრაციას და ახალ საბაკალავრო პროგრამას იწყებს
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა (SDSU) საქართველოში ადრეული რეგისტრაციის პროექტის პრეზენტაცია გამართა. ადრეული რეგისტრაციის ფარგლებში, სტუდენტები, რომლებიც მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან 15 მარტამდე შეიტანენ საბუთებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და წარმატებით გაივლიან შერჩევის პროცესს, პირობითად ჩაირიცხებიან SDSU-ში და ავტომატურად მიიღებენ ნაწილობრივ დაფინანსებას უნივერსიტეტისაგან.მინისტრი სასკოლო ინფრასტრუქტურას ეცნობა
განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ქალაქ ქუთაისის 30–ე საჯარო სკოლაში, სადაც ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია, ასევე დასრულდა თანამედროვე სტანდარტების ღია სპორტული მოედნის მოწყობა, რაც მრავალრიცხოვანი სკოლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მონიტორინგს უწყვეტად აგრძელებს. 2 და 3 თებერვალს განხორიცელებული მონიტორინგის თანახმად, ავადობის გამო, სკოლის გაცდენების რაოდენობა მკვეთრი კლებისკენ მიდის. თუმცა, გამოკვეთილია რამდენიმე სკოლა, სადაც გუშინ და დღეს 20%-ზე მეტი გაცდენების რაოდენობა დაფიქსირდა.
14 მილიონი აშშ დოლარის გრანტი საქართველოში მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებისთვის
ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს ორგანიზებით „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ პრეზენტაცია გაიმართა.კოლეჯი ,,ახალი ტალღა" უნივერსალური დიზაინით მოეწყობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში „ახალი ტალღა“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო, კოლეჯში სასწავლო კორპუსის და სასტუმროს ტიპის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის ადაპტირების პროცესი მიმდინარეობს, რაც არსებული ფიზიკური გარემოს ყველასათვის ხელმისაწვდომობის პრინციპით მოწყობას ითვალისწინებს.ეროვნული პროფესიული საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა
პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების, თემატური სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის მუშაობას შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით, ფასილიტაციას უწევს გაეროს განვითარების პროგრამა „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება” (UNDP).ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე კონფერენციაზე იმსჯელეს
საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის დეკემბერში მიღებული იქნა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც გადაიჭრება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში დღეისათვის არსებული მრავალი პრობლემა და საფუძველი ჩაეყრება ფუნდამენტურ ცვლილებებს.სადღესასწაულო მიღება ქართველი სინოლოგებისათვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ჩინეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას „გაზაფხულის სადღესასწაულო მიღება ქართველი სინოლოგებისათვის“ დაესწრო. ღონისძიებას ქართველი სინოლოგები, საუნივერსიტეტო და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.მინისტრმა უმაღლესი და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული პროექტები წარმოადგინა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელების მიზნით, 2015 წლის დეკემბერში საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა. კანონის იმპლემენტაციისთვის აუცილებელი სამუშაოები - უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო და ამ მიზნით, 50 მილიონი ლარი გამოყო.სკოლებში გრიპის ვირუსის პრევენციული ღონისძიებები გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თბილისის სხვადასხვა, მათ შორის N87-ე და N89-ე სკოლები მოინახულეს, სადაც პირადად გაეცნენ თუ როგორც მიმდინარეობს იმ რეკომენდაციების დაცვა, რომელიც გრიპის ვირუსის პრევენციას უკავშირდება. ამასთან, რამდენად სრულფასოვანია სკოლის ექიმის ჩართულობა ამ პროცესში და როგორ ხორციელდება გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების მონიტორინგი.მინისტრი მეცნიერებთან შეხვედრებს აგრძელებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილეები ქიმიის მიმართულების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და მეცნიერებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რამაც რადიკალურად უნდა შეცვალოს მდგომარეობა სამეცნიერო სფეროში. კანონის იმპლემენტაციისთვის აუცილებელია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, შესაბამისად, ეს პროცესიც ინტენსიურად მიმდინარეობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მონიტორინგს უწყვეტად აგრძელებს. 27 იანვრის საღამოს მონაცემებით, მოსწავლეთა გაცდენების მაჩვენებელი შეიცვალა. კერძოდ, 195 საჯარო სკოლას, სადაც დილის მონაცემებით სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო, საღამოს 72 დაემატა და საბოლოო ჯამში, საქართველოს მასშტაბით, 267-ს შეადგენს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისა და უამინდობასთან დაკავშირებით სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. 27 იანვრის დილის მონაცემებით, მოსწავლეთა გაცდენების მაჩვენებლის ზრდის გამო სწავლა დამატებით 15 სკოლაში შეწყდება თუმცა, მეტეოროლოგიური პირობების შედარებით გაუმჯობესების შედეგად, ქედას რაიონის 4 სკოლაში სწავლა განახლდა.
კოლეჯში „სპექტრი“ რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო - კოლეჯში სტუდენტური საერთო საცხოვრებლისა და სასტუმროს რეაბილიტაციისა და უნივერსალური დიზაინით მოწყობის პროცესი მიმდინარეობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
საზოგადოებრივი ზეგავლენის შემცირების მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მომდევნო სამი დღის განმავლობაში სასწავლო პორცესის შეჩერებაზე იმ კონკრეტულ დაწესებულებაში, სადაც გაცდენათა რაოდენობა აღემატება 20%-ს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
საქართველოს გაანათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს რამდენიმე რეგიონში უამინდობის გამო სასწავლო პროცესი სამი დღით შეჩერდეს.სიახლეები ვერ მოიძებნა.