ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

სამუშაო შეხვედრა გარდაბნელ პედაგოგებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი რეგიონებში პედაგოგებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, თამარ სანიკიძე და უწყების სხვა წარმომადგენლები, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ.

ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი თბილისის სკოლებისთვის

ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის ფინანსური დახმარებით, თბილისის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-გამაგრება და ამ სეგმენტის ინფრასტრუქტურაში ენერგო ეფექტურობის გაზრდა იგეგმება. პროექტთან დაკავშირებული ფინანსური და ტექნიკური დეტალები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ლეჟავამ დღეს, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მრჩეველებთან ერთად განიხილეს.

საქართველოს შემსწავლელი პოსტ-სადოქტორო პროგრამა ოქსფორდში

ლონდონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძე ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის თემა იყო ერთობლივი პროექტის ფარგლებში, თანამშრომლობის დეტალებისა და სამომავლო გეგმების განხილვა. საუბარია საქართველოს შემსწავლელ პოსტ-სადოქტორო პროგრამაზე, რომელიც გაუმარტივებს საქართველოს კვლევების მიმართულებით მომუშავე ქართველ დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს კვლევით ვიზიტებს ოქსფორდის უნივერსიტეტში.

შეხვედრა გურჯაანის სკოლების მასწავლებლებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრას ასვე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრი ნუკრი ქანთარია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი.

მსოფლიო ფორუმზე პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

ლონდონში გამართულ განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე უცხოელ კოლეგებთან ერთად, ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის მთავარი თემა იყო ტექნიკური და პროფესიული განათლების კუთხით გამოცდილების გაზიარება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გრიპის ვირუსის სეზონური გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ავრცელებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს სკოლებში პრევენციის არაპირდაპირი ღონისძიებების გატარების მიზნით.

2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ. ამისთვის სტუდენტი ონლაინ რეჟიმში უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე - https://students.eqe.ge/.

თამარ სანიკიძე განათლების მსოფლიო ფორუმზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, ლონდონში გამართულ განათლების მსოფლიო ფორუმის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა. ფორუმში 70 ქვეყნის განათლების მინისტრი და 300-მდე განათლების სფეროს წარმომადგენელი და ექსპერტი მონაწილეობდა.

ფოთის N12 საჯარო სკოლის ისტორიული შენობა განახლდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, ქალაქ ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან ეკა ბესელიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ფოთის #12 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ფოთის #12 საჯარო სკოლას არსებობის 137 წლიანი ისტორია აქვს. ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. 137 წლის მანძილზე სკოლას პირველად უტარდება მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები.

კოლეჯში „მერმისი“ უნივერსალური დიზაინის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო. კოლეჯში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის ინფრასტრუქტურის ადაპტირების პროცესი მიმდინარეობს, რაც არსებული ფიზიკური გარემოს ყველასათვის ხელმისაწვდომობის პრინციპით მოწყობას ითვალისწინებს.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონპროექტი რეგიონებში განიხილება

გაეროს განვითარების ფონდმა (unicef), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ერთობლივად შეიმუშავა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონპროექტი, რომელიც დაარეგულირებს სკოლამდელი სააღმზრდელო - საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებას.

პროფესიული კოლეჯები ხარისხის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, შიდა ხარისხის მართვის (EFQM) „სრულყოფის მოდელის“ დანერგვის პროცესში მიღწეული წარმატებისთვის, პროფესიული სასწავლებლები დაჯილდოვდნენ. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნა და ერთად, ექვს პროფესიულ დაწესებულებას სერტიფიკატები გადასცა.

ევროკომისიისა და ევროპული განათლების ფონდის სამუშაო შეხვედრა

ევროპული განათლების ფონდის (European Training Foundation – ETF) ორგანიზებით, იტალიის ქ. ტურინში, ევროკომისიის წარმომადგენელთა და ევროპული განათლების ფონდის მმართველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკომისიისა და „ETF“-ის პარტნიორი ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები. საქართველოს მხრიდან, შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი.

შეხვედრა პოლონეთის დელეგაციასთან

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლონური კომპანიის Plagiat.pl წარმომადგენლები. აღნიშნული კომპანია არის ანტი-პლაგიატის პროგრამული უზრუნველყოფის ლიდერი პოლონეთისა და რუმინეთის ბაზარზე. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი სებასტიან კავჩინსკი და დელეგაციის სხვა წევრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს გიორგი შარვაშიძეს შეხვდნენ და თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

ფიზიკის ინსტიტუტში განახლების პროცესი მიმდინარეობს

ახალი ხელისუფლების პირობებში მეცნიერების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებისათვის არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა. პირველ რიგში, აღსანიშნავია მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით 82%-ით გაზრდილი ბიუჯეტი, რითაც მეცნიერთა ხელფასი საშუალოდ 2.5-ჯერ გაიზარდა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს სამეცნიერო ტექნიკური ბაზის განახლების შესაძლებლობა მიეცათ.

რექტორთა საბჭომ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელა

საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის დეკემბერში მიღებული იქნა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც გადაიჭრება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში დღეისათვის არსებული მრავალი პრობლემა და საფუძველი ჩაეყრება ფუნდამენტურ ცვლილებებს. წლების განმავლობაში განსაზღვრული არ იყო მეცნიერთა სტატუსი, მათი უფლება-მოვალეობები, ისინი ვერ მონაწილეობდნენ უნივერსიტეტების მართვასა და სასწავლო პროცესში.

ახალი ინიციატივა შშმ და სსსმ პირთა დასაქმების მხარდასაჭერად

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად მხარდაჭერით დასაქმების სერვისის დანერგვა დაიწყო და შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოში ახალი სამსახური შექმნა. ეს არის საქართველოში პირველი სისტემური მიდგომა შშმ და სსსმ პირთა დასაქმებისათვის.

2015 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები პანკისის ხეობაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე პანკისის ხეობაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.

პანკისის ხეობის პედაგოგებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და უწყების სხვა წარმომადგენლებმა, პანკისის ხეობის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ახალი სასკოლო ინვენტარით სკოლების აღჭურვა მიმდინარეობს

არდადეგების პერიოდში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეაბილიტაციის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ამორტიზირებული სასკოლო ინვენტარის განახლების პროცესი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ხიდაშელი დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პირადად გაეცნენ სასკოლო მერხების გადაცემის პროცესს.

სკოლების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება

საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მუდმივ რეჟიმში ხორციელდება. 500-მდე საჯარო სკოლაში უკვე დასრულდა სხვადასხვა ტიპის, ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები, 100-მდე სკოლში კი, ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.