სიახლეები
ლაგოდეხში პროფესიული კოლეჯის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულებას აგრძელებს. თამარ სანიკიძე ამჯერად, ლაგოდეხში, სოფელ შრომაში საზოგადოებრივი კოლეჯის “აისი“ ფილიალის სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. სასწავლო კორპუსის გარდა განახლდება სტუდენტების საერთო საცხოვრებელიც. პროექტი მნიშვნელოვანია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით, რათა საზღვრისპირა მოსახლეობას ჰქონდეს პროფესიული განათლების მიღების საშუალება.
მინისტრმა წარმატებული პედაგოგი დააჯილდოვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კიდევ ერთხელ მიულოცა პედაგოგებს ახალი წელი ამჯერად, წარმატებული მასწავლებლის ოჯახიდან. დღეს, მინისტრი კომაროვის სახელობის თბილისის 199-ე საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელს მიხეილ გაბესკირიას სახლში ეწვია, პირადად მიულოცა ახალი 2016 წელი და წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ჯილდო - სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ გადასცა.საახალწლო გამოფენა 198-ე საჯარო სკოლაში
198-ე საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ნამუშევართა საახალწლო გამოფენა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა დაათვალიერა.პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრა
2015 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი უძღვებოდა.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებრე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების სია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებრე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების სიას. სტუდენტების სია (ბაკალავრები) სტუდენტების სია (მაგისტრები)საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორული საკოორდინაციო საბჭოს“ მიმდინარე წლის რიგით მეოთხე სხდომა გაიმართა, რომელსაც, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი უძღვებოდა.შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ბიუჯეტი 2016 წლიდან 144%-ით იზარდება და 13 მილიონის ნაცვლად, 33 მილიონი ლარი გახდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებსა და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს დღეს კონფერენციაზე სახელწოდებით "შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2015 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები".ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 2015 წლის ანგარიში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ 2015 წლის შემაჯამებელი ანგარიში და 2016 წლის სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.წინასაახალწლო ღონისძიებები 203-ე საჯარო სკოლაში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მანდატურის სამსახურისა და ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, წინასაახალწლოდ, სმენისარმქონე და სმენადაქვეითებულ ბავშვთა 203-ე სკოლა-პანსიონს ესტუმრა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სკოლაში საცირკო წარმოდგენა გაიმართა, რის შემდეგაც, ლიბერთი ბანკისაგან ბავშვებმა საჩუქრები მიიღეს.ბაკურიანში კოხტას განახლებული საბაგირო გაიხსნა
8-წლიანი პაუზის შემდეგ, ბაკურიანში, კოხტას საბაგირო პირველად ამოქმედდა. კოხტას ტრასის საერთო სიგრძე 3 კილომეტრი და 100 მეტრია. ეს არის ამიერკავკასიაში უნიკალური საბაგირო შუალედური სადგურით, რაც საშუალებას აძლევს პროფესიონალ მოთხილამურეებს ისრიალონ ზედა, ხოლო დამწყებ მოთხილამურეებს ქვედა სასრიალო ტრასაზე.მშობელთა პირველი კონფერენცია გაიმართა
საქართველოს განათლების ისტორიაში პირველად, მშობელთა კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით "მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში". კონფერენციას ესწრებოდნენ მშობლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, პედაგოგები, სკოლის დირექტორები, განათლების ექსპერტები, ფსიქოლოგები, სხვადასხვა უწყების, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონკურსში „იაკობ გოგებაშვილი ილუსტრაციებში
იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ილუსტრაციების სასკოლო კონკურსი ჩაატარა. კონკურსში გამაღჯვებული მოსწავლეები მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა დააჯილდოვა.წარჩინებულები ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნირების მინისტრმა თამარ სანიკიძემ წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროს მედლებით დააჯილდოვა.
პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაცია
დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების პროგრამის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა. სტუმრებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი მიესალმა.თანამშრომლობა მეტალურგიის დარგის პოპულარიზაციის მიზნით
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და „ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან ხვედელიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.სსსმ მოსწავლეებისთვის ახალი საგანმანათლებლო რესურსები შეიქმნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა წინასაახალწლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს უმასპინძლა. ღონისძიებაზე, თამარ სანიკიძემ მოწვეულ სტუმრებს უსინათლო და სმენის არმქონე მოსწავლეებისთვის დაბეჭდილი ახალი საგანმანათლებლო რესურსები წარუდგინა და მოკლედ ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ხორციელდება,მნიშვნელოვანი ელექტრონული სერვისი ამოქმედდება
2016 წლის დასაწისში ახალი საგანმანათლებლო ელექტრონული სერვისი ამოქმედდება. ინტერნეტ პორტალის პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მეცნიერების ხელშეწყობისთვის
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მოწვევით, თბილისში იტალიური კომპანია CINECA-ს სპეციალისტები იმყოფებიან. საინფორმაციო პორტალის სისტემის შემქმნელი მეცნიერები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს გიორგი შარვაშიძეს შეხვდნენ.ლია გიგაური ცერნის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ჟენევაში ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (CERN) მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა. ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები CERN-ის სამეცნიერო კვლევების დირექტორთან სერჯიო ბერტოლუჩისთან, ადმინისტრაციის, საერთაშორისო ურთიერთობათა და განათლების მიმართულების ხელმძღვანელებთან შედგა.საქველმოქმედო აქცია მე-200 სკოლა-პანსიონში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე „ქალთა ასოციაციის” წარმომადგენლებთან ერთად, მე-200 სკოლა-პანსიონს ეწვია. სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სწავლობენ, მათი უმრავლესობა 24 საათიანი მომსახურებით სარგებლობს და შესაბამისად, საგანგებო ყურადღებას და დახმარებას საჭიროებენ.
ლია გიგაური შვეიცარიელ კოლეგებს შეხვდა
შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური შვეიცარიის კანტონის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდა.სიახლეები ვერ მოიძებნა.