ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

„ლეონარდო და ვინჩი“ 2015 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებული ინოვაციური პროექტების ავტორები დააჯილდოვეს. საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსების 70 წლის იუბილე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტმა თავისი 7 კათედრით, (არაბისტიკის, ირანისტიკის, თურქოლოგიის, ებრაისტიკა-არამეისტიკის, ასირიოლოგიის, არმენოლოგიის, აღმოსავლეთის ისტორიის) აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დაარსების 70 წლის იუბილე სამეცნიერო კონფერენციითა და აღმოსავლეთმცოდნეობის სამეცნიერო შრომების სპეციალური კრებულის პრეზენტაციით აღნიშნა.

სასკოლო კონკურსებში გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ

ძალადობის კამპანიის ფარგლებში და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოსწავლეებისთვის „დღიურების კონკურსი“ და ბლოგების კონკურსი “პლანეტა თამბაქოს გარეშე“ განახორციელა. დღეს, კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამაზ მარსაგიშვილმა დააჯილდოვა.

სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულთა სიები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტთა სიას. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს N449 დადგენილების ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტები (ბაკალავრები)

აშშ-ის მთავრობის $54 მლნ ინვესტიცია სკოლების რეაბილიტაციისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე ძეგვის საჯარო სკოლაში ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.

ღია კარის დღე პროფესიულ კოლეჯში „აისი“

კაჭრეთის პროფესიულ სასწავლებელში „აისი“ ღია კარის დღე ჩატარდა. ამ დღეს კოლეჯს პროფესიული განათლებით დაინტერესებული ბევრი სტუმარი ჰყავდა როგორც კახეთის რეგიონიდან ისე, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

თამარ სანიკიძე სოხუმის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ეხმაურება სოხუმის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს, სადაც ადგილი ჰქონდა საგანმანათლებლო სივრცისთვის ყოვლად შეუფერებელ ქმედებებს.

სამუშაო შეხვედრა ფერმერთა ასოციაციის წევრებთან

საქართველოს აგროსექტორში არსებული ვითარებაზე იმსჯელეს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის რეგიონული ტურის შემაჯამებელ შეხვედრაზე, რომლის მუშაობაშიც მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მონაწილეობდა.

ვიდეორგოლების კონკურსი „თანამედროვე გმირები“

ქართული ჯარის პოპულარიზაციისა და პატრიოტული სულისკვეთების გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ვიდეორგოლების კონკურსი „თანამედროვე გმირები“ განახორციელა. კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოამზადეს ვიდეორეპორტაჟები 2008 წლის 8 აგვისტოს ომის გმირების შესახებ, სადაც მათ გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება აგვისტოს ომის გმირების მიმართ.

მინისტრის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან საქართველოში

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება და თანამშრომლობა სტარტეგიულ პარტნიორთან ახალ ფაზაში გადავა. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გაიმართა საუბარი პირველ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძესა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის შორის.

შეხვედრა CERN-ის ქართველ მეცნიერებთან

ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და მათი პედაგოგები შვეიცარიაში ევროპის ბირთვული კვლევის ცენტრში (CERN) იქ მოღვაწე ცნობილ ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ.

მოსწავლეები ევროპის ბირთვული კვლევის ცენტრში

შვეიცარიიდან დაბრუნდნენ 2015 წლის ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების გუნდურ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და მათი პედაგოგები. ისინი ევროპის ბირთვული კვლევის ცენტრში (CERN) 3 დღის განმავლობაში ეცნობოდნენ ახალი ზეგამტარული ტექნოლოგიებითა და ორიგინალური IT ტექნოლოგიებით აღჭურვილი მსოფლიოში უდიდესი ლაბორატორიების ფუნქციონირებს.

ქართველოლოგიის სკოლა „ქართული ხელნაწერი“ გაიხსნა

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სეზონური სკოლების 2015 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და მიმდინარე წლის 11-19 დეკემბერს ატარებს ქართველოლოგიის სეზონურ (ზამთრის) სკოლას „ქართული ხელნაწერი“.

დასაქმება და პროფესიული განათლება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორული საკოორდინაციო საბჭოს“ სხდომა გაიმართა, რომელსაც, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი უძღვებოდა.

მინისტრმა განახლებული ინფრასტრუქტურა და ლაბორატორიები მოინახულა

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ესტუმრა. მინისტრმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის ფარგლებში გარემონტებული ლაბორატორიები და სასწავლო აუდიტორიები მოინახულა.

ქეთევან ნატრიაშვილი მასწავლებლის სახლში მიმდინარე ტრენინგებს გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის “ადამიანის უფლებების სწავლებისა და დემოკრატიული მოქალაქეობის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” ფარგლებში მიმდინარე ტრენინგს გაეცნო.

ეროვნული უმცირესობების განათლების პოლიტიკის დოკუმენტი ამოქმედდება

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების უწყვეტი და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა და მათი ენობრივ კულტურული იდენტობის დაცვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამინისტრომ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, ეთნიკური უმცირესობების განათლების პოლიტიკის დოკუმენტი შეიმუშავა. განათლების პოლიტიკა ეხება როგორც სკოლამდელ, ისე სასკოლო, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას, ასევე, პედაგოგური კადრებით უზრუნველყოფას.

საერთაშორისო კონფერენცია “ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით და ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს ფონდ „ინოვე“-ს (INNOVE) მონაწილეობით, 2015 წლის 8-9 დეკემბერს მართავს საერთაშორისო კონფერენციას „ეროვნული სასწავლო გეგმა - განვითარება და დანერგვა“. კონფერენციის მიზანია ზოგადი განათლების სისტემაში ეროვნული და საერთაშორისო გამოცდილების განხილვა ეროვნული სასწავლო გეგემების განვითარებისა და დანერგვის მიზნით.

რატომ სჭირდება საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ექსტენცია?

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანი იყო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ფერმერთა საკონსულტაციო მომსახურების, ანუ სასოფლო სამეურნეო ექსტენციის სფეროში და საქართველოს ფერმერთა საჭიროებებისა და პრობლემების განხილვა.

პროექტის „კინო სკოლაში“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

დღეს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში პროექტის „კინო სკოლაში“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. გამარჯვებული 10 საუკეთესო კინოსკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინიტრმა თამარ სანიკიძემ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დააჯილდოვეს. სპეციალური სერთიფიკატები პროექტში მონაწილე სკოლებსაც გადაეცათ.

სკოლებისა და ბაღების სასადილოების შემოწმება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

მთავრობის წევრებმა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა სკოლების სასადილოებსა და საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს. შეხვედრას, რომელსაც მინისტრები თამარ სანიკიძე, ოთარ დანელია, დავით სერგეენკო, ნოდარ ჯავახიშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი გიორგი ამაშუკელი ესწრებოდნენ, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ კუთხით განხორიციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს და ვითარების გაუმჯობესების მექანიზმებზე იმსჯელეს.