ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

მინისტრები აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილ მატჩს დაესწრნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური რუსთავის მე-7 სკოლაში კალათბურთში გარდამავალი თასის ფინალურ მატჩს დაესწრნენ, რომელიც აგვისტოს ომში გმირულად გარდაცვლილ ვახტანგ გზირიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

აშშ-ის მთავრობა საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დამსაქმებლების შორის თანამშრომლობას დააფინანსებს

სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა კატერი კლემენტმა.

მინისტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ხედვას გაეცნო

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თემაზე: „მე და ჩემი სკოლა“ შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი თანატოლების პრეზენტაციებს გაეცნო, სადაც ბავშვებმა მინისტრს საკუთარი ხედვა წარუდგინეს და მათთვის საინტერესო კითხვებზე მინისტრის პასუხები მოისმინეს.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებს სპეციალური ტრანსპორტი მოემსახურება

„ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის” პროგრამის ფარგლებში, ოთხი საჯარო სკოლის განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებს ადაპტირებული ტრანსპორტი მოემსახურება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ამის შესახებ N87 სკოლაში განაცხადეს.

Ministers paid a visit to a renovated gym

Minister of Education and Science of Georgia Tamar Sanikidze and Minister of Sport and Youth Affairs Tariel Khechikashvili paid a visit to a completely renovated gym at Public School No 18.

საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია: ,,ინოვაცია სწავლასა და სწავლებაში: ბოლონიის პროცესის შემდეგი ეტაპი’’ გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ.

Signing of the Memorandum for the Promotion of Environmental Education

Memorandum of Cooperation was signed at the Environmental Information and Education Centre between the Ministry of Education and Science of Georgia, the Ministry of Environment and Natural Resources Protection of Georgia and Eco Vision – the Union for Sustainable Development.

მინისტრმა პრაქტიკანტებს სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ 36 პრაქტიკანტს, რომლებმაც სტაჟირება სამინისტროში გაიარეს სერტიფიკატები გადასცა და კარიერაში წინსვლა და წარმატებები უსურვა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პრაქტიკანტთა სტაჟირებას რამდენიმე წელია აქტიურად ახორციელებს და პარალელურად, ხელს უწყობს მათ დასაქმებას.

მინისტრებმა განახლებული სპორტული დარბაზი მოინახულეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მე-18 საჯარო სკოლაში სრულიად განახლებული სპორტული დარბაზი მოინახულეს.

ქართული ეთნოგრაფიული სამოსის გამოფენა გაიმართა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში პროფესიული სტუდენტების მიერ შექმნილი „ქართული ეთნოგრაფიული სამოსის“ გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით იმართება და 3 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება.

ეფექტიანობის პილოტური აუდიტი განათლების სამინისტროში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში მჭიდროდ თანამშრომლობს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრთან. სწორედ მიმდინარე რეფორმისა და ევროკავშირის მხარდაჭერის ,,საჯარო ფინანსების მართვისა და პოლიტიკის რეფორმის“ პროექტის ფარგლებში სამინისტრო ერთ-ერთი პირველი იწყებს ეფექტიანობის პილოტური აუდიტის განხორციელებას.

უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების თემაზე კონფერენცია იმართება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ქობულეთში მასშტაბურ სამდღიან კონფერენციას მართავს. კონფერენციის თემაა ,,საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების სისტემა - გამოწვევები და პერსპექტივები”.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 80 წლისაა

27 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა, რომელსაც ბევრ საპატიო სტუმართან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი განათლებისა და მეცნიერების მძლავრი კერაა შიდა ქართლში, რომელმაც არაერთი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე და ღვაწლმოსილი პედაგოგი აღუზარდა სამშობლოს.

გარემოსდაცვითი განათლების ხელშწყობისთვის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და „კავშირი მდგრადი განვითარებისათვის ეკოვიჟენს“ შორის.

სტუდენტები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ

2015 წლის 10-17 ნოემბერს, პირველად საქართველოსა და კავკასიაში, მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეული ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში, საერთაშორისო მასშტაბის ცენტრალური და აგრეთვე 100-ზე მეტი პარალელური ღონისძიება გაიმართა.

თანამშრომლობა საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრთან

სამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობების გასამყარებლად და სამეცნიერო საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის (სსტც) აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კლივი და ცენტრის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლები. დელეგაციის წევრებს დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი და სამინისტროს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გნერალური დირექტორი მარინა ჩიტაშვილი შეხვდნენ.

მორიგი სამუშაო შეხვედრა სტუდენტებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამუშაო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უნივერსიტეტის რექტორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა. შეხვედრაში სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორები, სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლები და მოწვეული პირები იღებდნენ მონაწილეობას.

ილიაუნისა და სკოლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ 40 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე დაესწრო.

ქართული დელეგაციის ვიზიტი ესტონეთში

მიმდინარე წლის 9-11 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ექსპერტები მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის ხელძღვანელობით ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს ფონდ INNOVE-ს ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი იყო ესტონური გამოცდილების გაზიარება სასწავლო პროგრამების პოლიტიკის განხორცილების საკითხებში სხვადასხვა მიმართულებით და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივების დასახვა.

შეხვედრა ყვარელის რაიონის პედაგოგებთან

სასკოლო საზოგადოებასთან შეხვედრები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ამჯერად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ყვარელის რაიონის პედაგოგებსა და დირექტორებს ილიას სახლ-მუზეუმში შეხვდნენ.