სიახლეები
თამარ სანიკიძე უნგრეთში სამუშაო შეხვედრებს მართავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე უნგრეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის განათლების მიმართულების მინისტრს პალკოვიჩ ლასზლოს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე და საქართველოს ელჩი უნგრეთში ზაზა კანდელაკი.გენდერული თანასწორობა და ბიზნესი
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა თემაზე ქალთა უფლებების გაძლიერების პრინციპები - გენდერული თანასწორობა და ბიზნესი: საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დამსაქმებლების თანამშრომლობა. შეხვედრას დაესწრო და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი.საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია გახსნა, რომლის მიზანია სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტების წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის, ასევე სფეროში არსებული ინოვაციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირება.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეები დასაჩუქრდნენ
წარჩინებული სწავლისთვის ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლების 84 მეათეკლასელ მოსწავლეს საჩუქარად პერსონალური კომპიუტერები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა გადასცეს.სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 25 წლისაა
„მეცნიერებისა და ინოვაციების“ კვირეულის ფარგლებში, 17 ნოემბერს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება სამცხე-ჯავახეთში გაიმართა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ახალქალაქში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის სასტუმროს ტიპის რეაბილიტირებული საერთო საცხოვრებელი გახსნა.სან დიეგოს უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელი საქართველოში კატერი კლემენტი, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დეკანი კენ უოლში დაესწრნენ.მინისტრმა ოზურგეთის სოფლების სკოლები მოინახულა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სკოლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობას აგრძელებს. თამარ სანიკიძემ ამჯერად, გურიის რეგიონის გუბერნატორთან ერთად, ოზურგეთის სოფლების სკოლები მოინახულა.კვირეულის ფარგლებში ანტიპლაგის პროგრამას გაეცნენ
„მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის“ ფარგლებში, 17 ნოემბერს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა, სადაც ანტიპლაგის პროგრამის სლოვაკურ გამოცდილებაზე სლოვაკეთის სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ცენტრის პროექტების მენეჯერმა იულიუს კრავიარიმ ისაუბრა. შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული დასრულდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ორგანიზებული „მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეული“ უნიკალური გამოფენით დაიხურა. ეროვნულმა მუზეუმმა და ალექსანდრე ქართველის ასოციაციამ, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში უდიდესი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი გამოფენა წარმოადგინა.ლიტვასთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო
„მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის“ ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „ლიტვა და საქართველო 520 წლიანი რეტროსპექტივიდან“. კონფერენცია ორი ქვეყნის რამდენიმესაუკუნოვან მეგობრობას და თანამშრომლობას მიეძღვნა.მინისტრის სამძიმარი საფრანგეთს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.შეხვედრა ლიტვის დელეგაციასთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გიორგი შარვაშიძე ლიტვის განათლებისა და მეცნიერების ვიცე მინისტრს გენოვეიტა კრასაუსკიენესას და ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთთანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.გურიის რეგიონის წარჩინებულები დასაჩუქრდნენ
წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გრძელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, გურიის რეგიონის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადასცა.კვირეულის ფარგლებში სამეცნიერო კაფე გაიხსნა
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) „მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის“ ფარგლებში, სამეცნიერო კაფე საზეიმოდ გაიხსნა.ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ანგარიში
„მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის“ ფარგლებში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალ შენობაში (ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა) გაიმართა პრეზენტაცია ცენტრის ბოლოდროინდელი საქმიანობის შესახებ, რომელიც ცენტრის თანამშრომლებმა წარმოადგინეს.კვირეულის ფარგლებში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული „მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის“ ფარგლებში, თბილისის მერიაში სტაჟირების პროგრამის „დაიწყე კარიერა“ პრეზენტაცია გაიმართა.დმანისის კოლექციის კიდევ ერთი ექსპონატი
„მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის“ ფარგლებში ცნობილი ამერიკელი პალეო-არტისტის, ჯონ ანტონი გურჩის მიერ დმანისში აღმოჩენილი მეხუთე თავის ქალის მიხედვით შექმნილი ქანდაკების საზეიმო პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო.მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეული გრძელდება
საქართველოსა და კავკასიაში პირველი მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის ფარგლებში, რამდენიმე, საერთაშორისო მასშტაბის ცენტრალური და 100-ზე მეტი პარალელური ღონისძიება იმართება, მათ შორისაა გამოფენა „სახალისო მეცნიერება სკოლის მოსწავლეთათვის“. გამოფენა დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ შვილებთან და მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერა. მინისტრმა თავადაც მიიღო მონაწილეობა სამეცნიერო ექსპერიმენტებში.თამარ სანიკიძემ სამი წლის ანგარიში წარმოადგინა
გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების განვითარებისთვის განხორციელებულ პროექტებზე თამარ სანიკიძემ მთავრობის წევრებს, დეპუტატებს, განათლების სფეროს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და მოწვეულ სტუმრებს ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე როგორც ზოგად, ასევე პროფესიულ, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით.ქართულ-გერმანული საბაკალავრო პროგრამა ამოქმედდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლოგისტიკაში ქართულ-გერმანული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა გახსნა, რომელსაც გერმანიის ელჩი საქართველოში ბეტინა კადენბახი, სტუ-ს რექტორი არჩულ ფრანგიშვილი, TH Wildau-ის პრეზიდენტი პროფესორი ლასლო უნგვარი, DAAD თბილისის ოფისის ხელმძღვანელი მარტინ პრაქსენტჰალერი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.„Microsoft-ის ინოვაციები უმაღლეს განათლებაში 2015
მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგფილემ თამაზ მარსაგიშვილმა კონფერენცია გახსნა თემაზე: „Microsoft-ის ინოვაციები უმაღლეს განათლებაში 2015“.სიახლეები ვერ მოიძებნა.